- ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ქიმიოთერაპიით არანამკურნალები პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ არარეზექცირებადი ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პემეტრექსედი (pemetrexed)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- ILDONG PHARMACEUTICAL CO., LTD., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ფოლის მჟავას ანალოგები
- ATC კოდი
- L01BA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043019
- რეგისტრირებულია
- 25 მარტი 2025, მოქმედებს 17 აპრილი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- -
ალგიკი ინექცია — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ქიმიოთერაპიით არანამკურნალები პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ არარეზექცირებადი ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომი.
- ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა.
- ნაჩვენებია, როგორც მონოთერაპია ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა.
- ნაჩვენებია, როგორც მონოთერაპია ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიისა პაციენტებში, რომელთა დაავადება არ პროგრესირებს დაუყოვნებლივ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის შემდეგ
მიღების წესი და დოზირება
ალგიკის შეყვანა უნდა მოხდეს კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ალგიკი უნდა მომზადდეს 8 ნაწილში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
უკუჩვენებები
ყვითელი ცხელების ვაქცინა: ფატალური გენერალიზებული ვაქცინაციური დაავადების რისკი.
- ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული: ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (გარდა ყვითელი ცხელებისა, რომლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია): სისტემური, შესაძლოა ფატალური დაავადების რისკი. რისკი იზრდება სუბიექტებში, რომლებიც უკვე იმუნოსუპრესიულნი არიან მათი ძირითადი დაავადების გამო. გამოიყენეთ ინაქტივირებული ვაქცინა, ასეთის არსებობისას (პოლიომიელიტი).
სიფრთხილის ზომები
- კომბინირებული გამოყენება ცისპლატინთან
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო და მეზოთელიომა: ალგიკის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს. ცისპლატინის რეკომენდებული დოზა არის 75 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე და შეჰყავთ ორი საათის განმავლობაში პემეტრექსედის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სათანადო ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა და შესაბამისი ჰიფდრატაცია ცისპლატინის მიღებამდე და/ან მის შემდეგ.
- ერთი აგენტის გამოყენება
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: ალგიკის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში ყოველი 21-დღიანი ციკლის 1 დღეს.
- პრემედიკაციის რეჟიმი
- კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, აუცილებელია კორტიკოსტეროიდის მიღება პემეტრექსედის შეყვანის დღეს და მომდევნო დღეს. კორტიკოსტეროიდი უნდა იყოს 4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტური პერორალურად ორჯერ დღეში.
- ტოქსიკურობის შესამცირებლად, პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პემეტრექსედით, ასევე უნდა მიიღონ ვიტამინის დანამატები. პაციენტებმა უნდა მიიღონ პერორალური ფოლიუმის მჟავა ან ფოლიუმის მჟავას (350-დან 1000 მიკროგრამამდე) შემცველი მულტივიტამინები ყოველდღიურად. ფოლიუმის მჟავას მინიმუმ ხუთი დოზა უნდა იქნას მიღებული პემეტრექსედის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღის განმავლობაში და დოზირება უნდა გაგრძელდეს თერაპიის სრული კურსის განმავლობაში და პემეტრექსედის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში.
- პაციენტებმა ასევე უნდა მიიღონ ვიტამინი B12-ის (1,000 მიკროგრამი) ინტრამუსკულური ინექცია პემეტრექსედის პირველი დოზის მიღების წინა კვირაში და შემდგომ ყოველ სამ ციკლში ერთხელ. B12 ვიტამინის შემდგომი ინექციები შეიძლება ჩატარდეს პემეტრექსედის მიღების დღეს.
- მონიტორინგი
პაციენტები, რომლებიც იღებენ პემეტრექსედს, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ყოველი დოზის წინ სისხლის სრული ანალიზის ჩატარებით, რაც მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დიფერენციულ ანალიზს. ყოველი ქიმიოთერაპიის გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის ქიმიური ანალიზები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. ქიმიოთერაპიის ნებისმიერი ციკლის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი მაჩვენებლები:
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC)
>1,500 უჯრედი/მმ3
თრომბოციტები
>100,000 უჯრედი/მმ3
კრეატინინის კლირენსი
45მლ/წთ
საერთო ბილირუბინი
ნორმის ზედა ზღვარზე <1.5-ჯერ მეტი
ტუტე ფოსფატაზა (AP), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST ან SGOT) და ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT ან SGPT)
ნორმის ზედა ზღვარზე <3-ჯერ მეტი
ნორმის ზედა ზღვარზე <5-ჯერ მეტი
(* თუ ღვიძლს აქვს სიმსივნური ჩანართი)
- დოზის კორექტირება
დოზის კორექცია მომდევნო ციკლის დასაწყისში უნდა ეფუძნებოდეს ყველაზე დაბალ ჰემატოლოგიურ რაოდენობას ან მაქსიმალურ არაჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას თერაპიის წინა ციკლიდან. მკურნალობა შეიძლება გადაიდოს, რათა გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დრო დარჩეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, პაციენტებმა უნდა გაიარონ განმეორებითი მკურნალობა 1,2 და 3 ცხრილებში მოცემული გაიდლაინების გამოყენებით, რომლებიც შესაფერისია პემეტრექსედისთვის, როგორც ერთადერთი აგენტის ან ცისპლატინთან ერთად გამოყენებისთვის.
ცხრილი 1: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - ჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
ANC-ის მინიმალური რაოდენობა <500მმ3 და თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა >50,000/მმ3
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა <50,000/მმ3 სისხლდენის გარეშე, ANC-ის მინიმალური რაოდენობის მიუხედავად
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა <50,000/მმ3 სისხლდენითა, ANC-ის მინიმალური რაოდენობის მიუხედავად
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
აეს კრიტერიუმები აკმაყოფილებს CTC ვერსიის 2.0 განმარტებას >CTC 2 ხარისხის სისხლდენის შესახებ.
თუ პაციენტს განუვითარდა >მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (ნეიროტოქსიკურობის გამოკლებით), ალგიკი უნდა მოიხსნას მანამ, სანამ ეს მაჩვენებელი არ იქნება წინა თერაპიისას არსებულის თანაბარი ან უფრო ნაკლები. მკურნალობა უნდა განახლდეს მე-2 ცხრილში მოცემული მითითებების შესაბამისად.
ცხრილი 2: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობებია,ბ
ალგიკის დოზა
(მგ/მ2)
ცისპლატინის დოზა
(მგ/მ2)
ნებისმიერი მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა, მუკოზიტის გარდა
წინა დოზის 75%
წინა დოზის 75%
ნებისმიერი დიარეა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
(განურჩევლად ხარისხისა) ან მე-3 ან მე-4 ხარისხის დიარეა
წინა დოზის 75%
წინა დოზის 75%
მე-3 ან მე-4 ხარისხის მუკოზიტი
წინა დოზის 50%
წინა დოზის 100%
ა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმები (CTC)
ბ ნეიროტოქსიკურობის გამოკლებით
ნეიროტოქსიკურობის შემთხვევაში, ალგიკისა და ცისპლატინის რეკომენდებული დოზის კორექტირება აღწერილია ცხრილში 3. პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ თერაპია, თუ აღინიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიროტოქსიკურობა.
ცხრილი 3: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - ნეიროტოქსიკურობა
CTC* ხარისხი
პემეტრექსედის დოზა (მგ/მ2)
ცისპლატინის დოზა (მგ/მ2)
0-1
წინა დოზის 100%
წინა დოზის 100%
2
წინა დოზის 100%
წინა დოზის 0%
- საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმები (CTC)
ალგიკით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა დოზის 2 შემცირების შემდეგ ან დაუყოვნებლივ, თუ შეინიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიროტოქსიკურობა.
ხანდაზმულები
კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა მითითება, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი 65 წელზე ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. დოზის შემცირება არ არის საჭირო, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რაც დადგენილია ყველა პაციენტისთვის.
პედიატრიული მოსახლეობა
ალგიკის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი პაციენტების ამ ჯგუფში.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (სტანდარტული კოკროფტ-გოლტის ფორმულა ან გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე გაზომილი Tc99m DPTA შრატის კლირენსის მეთოდით)
ალგიკი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. კლინიკურ კვლევებში, პაციენტებს კრეატინინის კლირენსით >45 მლ/წთ არ ესაჭიროებოდათ დოზის კორექცია, გარდა ყველა პაციენტისთვის რეკომენდებული დოზის კორექციისა. არასაკმარისი მონაცემებია პემეტრექსედის გამოყენების შესახებ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 45მლ/წთ ქვემოთ; ამიტომ პემეტრექსედის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
არანაირი კავშირი AST (SGOT), ALT (SGPT) ან საერთო ბილირუბინისა და პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკას შორის არ გამოვლენილა. თუმცა, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ბილირუბინი > 1.5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს და/ან ამინოტრანსფერაზა > 3.0-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ღვიძლში მეტასტაზების არარსებობისას) ან > 5.0-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ღვიძლში მეტასტაზების ამჟამად არსებობისას), კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
- პემეტრექსედი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა თირკმელებით მილაკოვანი სეკრეციით და ნაკლებად, გლომერულური ფილტრაციით. ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ პემეტრექსედი აქტიურად გამოიყოფა OAT3-ით (ორგანული ანიონის გადამტანი). ნეფროტოქსიური პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ (მაგ. ამინოგლიკოზიდი, მარყუჟოვანი დიურეტიკები, პლატინის ნაერთები, ციკლოსპორინი) შეიძლება გამოიწვიოს პემეტრექსედის დაგვიანებული კლირენსი. ეს კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის მჭიდრო მონიტორინგი.
- იმ ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც ასევე გამოიყოფა მილაკებით (მაგ., პრობენეციდი, პენიცილინი) პოტენციურად შეიძლება გამოიწვიონ პემეტრექსედის დაგვიანებული კლირენსი. სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების პემეტრექსედთან კომბინირებისას. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის მჭიდრო მონიტორინგი.
- თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 80მლ/წთ), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მაღალმა დოზებმა (როგორიცაა იბუპროფენი - 1600 მგ/დღეში) და აცეტილსალიცილის მჟავას უფრო მაღალმა დოზებმა (>l .3გ დღეში) შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის გამოყოფა, და შესაბამისად, გაიზარდოს პემეტრექსედის გვერდითი მოვლენების შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან აცეტილსალიცილის მჟავის უფრო მაღალი დოზების მიღებისას პემეტრექსედთან ერთად ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 80 მლ/წთ).
- პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45-დან 79 მლ/წთ-მდე), პემეტრექსედის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ., იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავას უფრო მაღალ დოზებთან ერთად მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული პემეტრექსედის მიღებამდე 2 დღით ადრე, მიღების დღეს და შემდეგ 2 დღის განმავლობაში.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პოტენციური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემების არარსებობის პირობებში, რომლებსაც აქვთ უფრო გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორიცაა პიროქსიკამი ან როფეკოქსიბი, პემეტრექსედთან ერთდროული მიღება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა შეწყდეს მინიმუმ 5 დღით ადრე, მიღების დღეს და პემეტრექსედის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული მიღება, პაციენტებში აუცილებელია მონიტორინგი ტოქსიკურობის, განსაკუთრებით მიელოსუპრესიის და კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის გამო.
- პემეტრექსედი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს ღვიძლში.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით ინ ვიტრო კვლევების შედეგები მიუთითებდნენ, რომ პემეტრექსედი არ გამოიწვევს CYP3A, CYP2D6, CYP2C9 და CYP1A2-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების მეტაბოლური კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვან ინჰიბირებას.
- ყველა ციტოტოქსიკური საშუალებისთვის საერთო ურთიერთქმედება: კიბოს მქონე პაციენტებში თრომბოზის გაზრდილი რისკის გამო, ხშირია ანტიკოაგულაციური მკურნალობის გამოყენება. დაავადების დროს კოაგულაციის სტატუსის მაღალი ინდივიდუალური ცვალებადობა და ორალურ ანტიკოაგულანტებსა და კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობა მოითხოვს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგის გაზრდის სიხშირეს, თუ გადაწყვეტილია პაციენტის მკურნალობა ორალური ანტიკოაგულანტებით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- არ არსებობს მონაცემები ორსულებში პემეტრექსედის გამოყენების შესახებ; მაგრამ პემეტრექსედმა, სხვა ანტიმეტაბოლური საშუალებების მსგავსად, სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ორსულობის დროს გამოყენებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პემეტრექსედი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკაფიოდ არის აუცილებელი, დედის საჭიროებების და ნაყოფისთვის რისკის გულდასმით გათვალისწინების შემდეგ.
- რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პემეტრექსედით მკურნალობისას უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია. პემეტრექსედს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურად საზიანო ეფექტი. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცებს ურჩევენ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და შემდეგ 6 თვემდე. რეკომენდებულია კონტრაცეპტული ზომების მიღება ან თავშეკავება. ვინაიდან პემეტრექსედით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა, მამაკაცებს ურჩევენ მკურნალობის დაწყებამდე მიიღონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ.
- უცნობია გამოიყოფა თუ არა პემეტრექსედი დედის რძეში, და არ გამოირიცხება გვერდითი რეაქციები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში. პემეტრექსედით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, ცნობილია, რომ პემეტრექსედმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. ამიტომ, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ არ მართონ ავტომობილი ან მექანიზმები, თუ ეს მოვლენა განვითარდა.
გვერდითი მოვლენები
<პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომა>
ქვემოთ ცხრილში მოცემულია არასასურველი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე, რომელიც დაფიქსირდა მეზოთელიომით დაავადებული 168 პაციენტის >5%-ში, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ ცისპლატინისა და პემეტრექსედის მისაღებად, და მეზოთელიომის მქონე 163 პაციენტში, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ერთი აგენტის ცისპლატინის მისაღებად. ორივე სამკურნალო ჯგუფში, ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ ამ პაციენტებს დამატებით სრულად მიეცათ ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=168)
ცისპლატინი
(N=168)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ნეიტროფილები/
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება
- 0
- 2
- 5
- 1
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 0
- 9
- 6
- 6
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 2
- 4
- 6
- 0
თვალის დარღვევები
ხშირი
კონიუნქტივიტი
- 4
- 0
- 6
- 0
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
დიარეა
- 7
- 6
- 0
- 0
ღებინება
- 5
- 7
- 7
- 3
სტომატიტი/
ფარინგიტი
- 2
- 0
- 1
- 0
გულისრევა
- 1
- 9
- 7
- 5
ანორექსია
- 2
- 2
- 1
- 6
ყაბზობა
- 9
- 6
- 4
- 6
ხშირი
დისპეფსია
- 4
- 6
- 6
- 0
ზოგადი დარღვევები
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 6
- 1
- 3
- 2
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ხშირი
დეჰიდრატაცია
- 5
- 2
- 6
- 6
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 1
- 0
- 8
- 6
ხშირი
გემოს დარღვევა
- 7
- 0***
- 1
- 0***
თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
კრეატინინის მომატება
- 7
- 6
- 8
- 2
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
ძალიან ხშირი
გამონაყარი
- 1
- 6
- 9
- 0
ალოპეცია
- 3
- 0***
- 5
- 0***
- იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC ვერსია 2 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის (გარდა ტერმინისა "კრეატინინის კლირენსის შემცირება")
- * რომელიც მომდინარეობს ტერმინიდან "თირკმლის/შარდ-სასქესო სხვა"
- ** კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, გემოის დარღვევა და ალოპეცია მითითებული უნდა იყოს მხოლოდ, როგორც 1 ან 2 ხარისხის.
ძალიან ხშირი: >10%; ხშირი: > 5% და <10% (ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5% წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან და ცისპლატინთან.)
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობები, რომლებიც მოხსენებული იყო პაციენტთა >1% და < 5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს: თირკმლის უკმარისობას, ინფექციას, პირექსიას, ფებრილურ ნეიტროპენიას, მომატებულ AST, ALT და GGT-ს, ჭინჭრის ციებას და გულმკერდის ტკივილს.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს არითმიას და მოტორულ ნეიროპათიას.
<არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო - წინა ქიმიოთერაპიის შემდეგ>
ქვემოთ ცხრილში მოცემულია გვერდითი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე, რომლებიც დაფიქსირდა 265 პაციენტის >5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედს ფოლიუმის მჟავასთან და B12 ვიტამინის დანამატებთან ერთად და 276 პაციენტში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ერთადერთი აგენტი დოცეტაქსელი. ყველა პაციენტს დაუსვეს ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დიაგნოზი და მათ მანამდე ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპია.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა*
პემეტრექსედი
(N=265)
დოცეტაქსელი
(N=276)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის
რაოდენობის შემცირება
- 2
- 2
- 1
- 3
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 1
- 2
- 1
- 2
ნეიტროფილები/
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება
- 9
- 3
- 3
- 2
ხშირი
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 3
- 9
- 1
- 4
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 9
- 6
- 7
- 8
ანორექსია
- 9
- 9
- 9
- 5
ღებინება
- 2
- 5
- 0
- 1
სტომატიტი/
ფარინგიტი
- 7
- 1
- 4
- 1
დიარეა
- 8
- 4
- 3
- 5
ხშირი
ყაბზობა
- 7
- 0
- 0
- 0
ზოგადი დარღვევები
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 0
- 3
- 9
- 4
ხშირი
ცხელება
- 3
- 0
- 6
- 0
ჰეპატობ
ილიარული დარღვევები
ხშირი
SGPT (ALT)-ს მომატება
- 9
- 9
- 4
- 0
SGOT (AST)-ს მომატება

გამონაყარი/დესკვამაცია
- 0
- 0
- 2
- 0
ხშირი
ქავილი
- 8
- 4
- 8
- ო0
ალოპეცია
- 4
- 4***
- 7
- 2**
- იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC ვერსია 2 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის.
- * კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, ალოპეცია უნდა იყოს მოხსენებული მხოლოდ, როგორც 1-ლი ხარისხის ან მე-2 ხარისხის.
ძალიან ხშირი: >10%; ხშირი: >1% და <10% (ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5% წყვეტა ყველა იმ მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან.)
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების >1% და <5% -ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ინფექცია ნეიტროპენიის გარეშე, ფებრილური ნეიტროპენია, ალერგიული რეაქცია/ჰიპერმგრძნობელობა, კრეატინინის მომატება, მოტორული ნეიროპათია, სენსორული ნეიროპათია, მულტიფორმული ერითემა, და მუცლის ტკივილი. კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს სუპრავენტრიკულურ არითმიებს.
კლინიკურად რელევანტური მე-3 და მე-4 ხარისხის ლაბორატორიული ტოქსიკურობა მსგავსი იყო ზემოთ აღწერილ მე-2 ფაზის ინტეგრირებულ შედეგებს შორის სამი ერთ-აგენტიანი პემეტრექსედის კვლევაში (N = 164) და მე-3 ფაზის ერთ-აგენტიანი პემეტრექსედის კვლევში, გარდა ნეიტროპენიისა (12.8% vs 5.3%, შესაბამისად) და ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატებისა (15.2% vs 1.9%, შესაბამისად). ეს განსხვავებები, სავარაუდოდ, განპირობებული იყო პაციენტების პოპულაციაში განსხვავებებით, რადგან მე-2 ფაზის კვლევები მოიცავდა როგორც ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ, ისე მანამდე სერიოზულად ნამკურნალებ სარძევე ჯირკვლის კიბოს პაციენტებს მანამდე არსებული ღვიძლის მეტასტაზებით და/ან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური საწყისი ტესტებით.
< არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო - კომბინაცია ცისპლატინთან>
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს არასასურველი ეფექტების სიხშირეს და სიმძიმეს, რომლებიც სავარაუდოდ დაკავავშირებული იყო საკვლევ პრეპარატთან და რომლებიც აღინიშნა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 839 პაციენტიდან <5%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ცისპლატინი და პემეტრექსედი და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 830 პაციენტში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ცისპლატინი და გემციტაბინი. ყველა პაციენტმა მიიღო საკვლევი თერაპია, როგორც საწყისი მკურნალობა ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს გამო და ორივე სამკურნალო ჯგუფის პაციენტები დამატებით სრულად იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B12-ს.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა*
პემეტრექსედი/ცისპლატინი
(N=839)
გემციტაბინი/ცისპლატინი
(N=830)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება
- 0
- 6
- 7*
- 9*
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 8
- 8*
- 6
- 6
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 1*
- 1*
- 6*
- 7*
ნეიტროფილების/
გრანულოციტების შემცირება
- 0*
- 1*
- 4*
- 7*
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 1
- 2*
- 4
- 9*
ღებინება
- 7
- 1
- 5
- 9*
ანორექსია
- 6
- 4*
- 2
- 7*
ყაბზობა
- 0
- 8
- 5
- 4
სტომატიტი/ფარინგიტი
- 5
- 8
- 4
- 1
დიარეა კოლოსტომიის გარეშე
- 4
- 3
- 8
- 6
ხშირი
დისპეფსია/გულძმარვა
- 1
- 1
- 9
- 0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 7
- 7
- 9
- 9
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 5*
- 0*
- 4*
- 6*
გემოს დარღვევა
- 1
- 0***
- 9
- 0***
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან ხშირი
კრეატინინის მომატება
- 1*
- 8
- 9*
- 5
კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
ალოპეცია
- 9*
0***
- 4*
- 5***
ხშირი
გამონაყარი/დესკვამაცია
- 6
- 1
- 0
- 5
- p-შვნელობები < 0.05 პემეტრექსედი/ცისპლატინის და გემციტაბინი/ცისპლატინის შედარებისას, Fisher Exact ტესტის გამოყენებით.
- * იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის.
- ** კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, გემოს დარღვევა და ალოპეცია მოხსენებულია მხოლოდ როგორც 1-ლი ან მე-2 ხარისხის.
სიხშირის შეფასება არის - ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე). ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5%-იანი წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან და ცისპლატინთან.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა >1% და < 5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: AST-ს მომატება, ALT-ს მომატება, ინფექცია, ფებრილური ნეიტროპენია, თირკმლის უკმარისობა, პირექსია, დეჰიდრატაცია, კონიუნქტივიტი და კრეატინინის კლირენსის დაქვეითება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს GGT-ის მომატებას, გულმკერდის ტკივილს, არითმიას და მოტორულ ნეიროპათიას.
კლინიკურად რელევანტური ტოქსიკურობა სქესის მიხედვით იყო საერთო პოპულაციის მსგავსი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედს პლუს ცისპლატინი, გარდა მამაკაცებში გამონაყარის გაზრდილი სიხშირისა (24%) ქალებთან შედარებით (16%).
<შემანარჩუნებელი მკურნალობა პირველი რიგის არაპემეტრექსედის პლატინის შემცველ ქიმიოთერაპიაზე დაფუძნებით>
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს არასასურველი ეფექტების სიხშირეს და სიმძიმეს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყო საკვლევ პრეპარატთან, რომლებიც მოხსენებული იყო 800 პაციენტიდან > 5%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ერთი აგენტი პემეტრექსედი და 402 პაციენტში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პლაცებო ერთაგენტიანი პემეტრექსედის შემანარჩუნებელ (JMEN: N= 663) და პემეტრექსედის უწყვეტ შემანარჩუნებელ (PARAMOUNT: N=539) კვლევებში. ყველა პაციენტს დაუსვეს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს IIIB ან IV სტადიის დიაგნოზი და მანამდე მათ ჩატარებული ჰქონდათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია. ორივე საკვლევ ჯგუფში პაციენტები სრულად იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინს.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე*
მოვლენა**
პემეტრექსედი***
(N=800)
პლაცებო***
(N=402)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის დაქვეითება
- 6
- 5
- 7
- 5
ლეიკოციტების დაქვეითება
- 9
- 6
- 7
- 2
ნეიტროფილების დაქვეითება
- 9
- 3
- 2
- 0
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 1
- .3
- 2
- 0
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 1
- 6
- 0
- 2
ანორექსია
- 9
- 1
- 2
- 0
ხშირი
ღებინება
- 4
- 1
- 5
- 0
მუკოზიტი/
სტომატიტი
- 0
- 5
- 7
- 0
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ALT (SGPT)-ს მომატება
- 3
- 1
- 2
- 0
AST (SGOT)-ს მომატება

ტკივილი
- 6
- 6
- 2
- 0
აბრევიატურები: ALT = ალანინ ამინოტრანსფერაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; CTCAE = გვერდითი მოვლენის საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმები; NCI = კიბოს ეროვნული ინსტიტუტი; SGOT = შრატის გლუტამინური ოქსალოძმრის მჟავას ამინოტრანსფერაზა; SGPT = შრატის გლუტამიური პირუვიკის ამინოტრანსფერაზა.
- სიხშირის ტერმინების განმარტება: ძალიან ხშირი - > 10%; ხშირი - > 5% და< 10%. ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5%-იანი წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან.
- * იხილეთ NCI CTCAE კრიტერიუმები (ვერსია 3.0; NCI 2003) ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის. შეტყობინებების სიხშირე ნაჩვენებია CTCAE 3.0 ვერსიის მიხედვით.
- **გვერდითი რეაქციების ინტეგრირებული ცხრილი აერთიანებს JMEN პემეტრექსედის შენარჩუნების (N=663) და PARAMOUNT-ის უწყვეტი პემეტრექსედის შენარჩუნების (N=539) კვლევების შედეგებს.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა ნებისმიერი ხარისხის, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა >1% და <5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ფებრილური ნეიტროპენია, ინფექცია, თრომბოციტების დაქვეითება, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, დიარეა, ყაბზობა, შეშუპება, ალოპეცია, კრეატინინის მომატება, ქავილი, ცხელება (ნეიტროპენიია არარსებობის შემთხვევაში), თვალის ზედაპირის დაავადება (კონიუნქტივიტის ჩათვლით), გაძლიერებული ლაკრიმაცია, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება, თავბრუსხვევა და მოტორული ნეიროპათია.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა <1%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ალერგიული რეაქცია/ჰიპერმგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუპრავენტრიკულური არითმია და ფილტვის ემბოლია.
უსაფრთხოება შეფასდა პაციენტებისთვის, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედი (N=800). გვერდითი რეაქციების სიხშირე შეფასდა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედით შემანარჩუნებელი თერაპიის <6 ციკლს (N=568), და შედარებით პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედის > 6 ციკლს (N=232).
გვერდითი რეაქციების ზრდა (ყველა ხარისხი) დაფიქსირდა უფრო ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს. თუმცა, არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ცალკეულ 3/4/5 ხარისხის არასასურველ რეაქციებში ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს.
<სხვა გვერდითი რეაქციები>
სერიოზული გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, ცერებროვასკულური მოვლენა, და გარდამავალი იშემიური შეტევა, არახშირად იყო მოხსენიებული პემეტრექსედის კლინიკური კვლევების დროს, ჩვეულებრივ, როდესაც მიიღებოდა სხვა ციტოტოქსიურ საშუალებებთან კომბინაციში. პაციენტთა უმეტესობას, რომლებშიც დაფიქსირდა ეს მოვლენები, ჰქონდათ ადრე არსებული გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები.
პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პოტენციურად სერიოზული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.
პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში იშვიათად აღინიშნა პანციტოპენია.
კლინიკურ კვლევებში კოლიტის შემთხვევები (ნაწლავებიდან და რექტალური სისხლდენის ჩათვლით, ზოგჯერ ფატალური, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ნეკროზი და ტიფლიტი) არახშირად იყო მოხსენიებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
კლინიკურ კვლევებში, რესპირატორული უკმარისობით ინტერსტიციული პნევმონიტის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, არახშირად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
შეშუპების არახშირი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
ეზოფაგიტი/რადიაციული ეზოფაგიტი იშვიათად აღინიშნა პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში.
სეფსისი, ზოგჯერ ფატალური, ხშირად აღინიშნა დაახლოებით 1%-ში პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში.
< პოსტმარკეტინგული გამოცდილება საზღვარგარეთ>
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პემეტრექსედის დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას.
- ხშირად აღინიშნა ჰიპერპიგმენტაციის შემთხვევები.
- დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები პემეტრექსედის ცალკე ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
- დაფიქსირდა რადიაციული პნევმონიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რადიაციით პემეტრექსედით თერაპიის დაწყებამდე, დროს ან მის შემდეგ.
- რადიაციული რეციდივის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც ადრე მიიღეს რადიოთერაპია.
- ზოგჯერ აღინიშნა პერიფერიული იშემიის შემთხვევები, რომელიც იწვევს კიდურების ნეკროზს.
- არახშირად დაფიქსირდა ბულოზური მდგომარეობის შემთხვევები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური იყო.
- იმუნო-განპირობებული ჰემოლიზური ანემია არახშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
- ძირითადად ქვედა კიდურების ერითემატოზული შეშუპება დაფიქსირდა ძალიან იშვიათად.
- ძალიან იშვიათად აღინიშნა დერმის, კანქვეშა ინფექციური/არაინფექციური დაავადებები. (მაგალითად, მწვავე ბაქტერიული კანის ჰიპოდერმატიტი, ფსევდოცელულიტი)
<ადგილობრივი პოსტმარკეტინგული გამოცდილება>
- ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომა: ადგილობრივი მარეგულირებელი ხელახალი შეფასების პროცესისთვის, ხელახლა შეფასდა პრეპარატის გამოყენება 6 წლის განმავლობაში 56 პაციენტში. გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფიქსირდა 64.29%-ში, (36/56, 117 შემთხვევა), მიზეზობრიობის მიუხედავად. 117 შემთხვევიდან, პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 51.79% (29/56, 75 შემთხვევა), ყველაზე მეტად ანემია 16.07%-ში, გულისრევა 12.50%-ში, ანორექსია 10.71%-ში, ღებინება 8.93%-ში, ლეიკოციტოპენია, ადინამია თითოეული 7.14%-ში, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია თითოეული 5.36%-ში, დიარეა, დაღლილობა, მუკოზიტი, ჰემოგლობინის დაქვეითება, მიალგია თითოეული 3.57%-ში, ყაბზობა, ეპიგასტრალგია, პირექსია, შეშუპება, ლეიკოციტოზი, პარაგევზია, შრატის კრეატინინის მომატება, ალოპეცია, ზურგის ტკივილი, უძილობა, ნეფროზულიი სინდრომი თითოეული 79%-ში.
სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, არის 10.71% (6/56, 11 შემთხვევა) პნევმონია 3.57%, კუჭი, ჰემატოქეზია, ქოშინი, ანემია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ენცეფალორაგია, ნეფროზული სინდრომი თითოეული 1.79%-ში.
მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, იყო 23.21% (13/56, 15 შემთხვევა), დისპნოე 5.36%, ლეიკოციტოზი, უძილობა თითოეული 3.57%-ში, ჰემატოქეზია, რინორეა, ჰიპოქსია, ჰიპერჰიდროზი, შფოთვა, ნეფროზული სინდრომი, პროცედურული ტკივილი თითოეული 1. 79%.
- არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო
ა. პირველადი მკურნალობა
ადგილობრივი მარეგულირებელი ხელახალი შეფასების პროცესისთვის, ხელახლა შეფასდა 194 პაციენტის მიერ 6 წლის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება. გვერდითი მოვლენების სიხშირე მოხსენებული იყო 45.88%-ში (89/194, 303 შემთხვევა), მიზეზობრიობის მიუხედავად. 303 შემთხვევიდან, პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 31.44% (61/194, 169 შემთხვევა), ყველაზე მეტად გულისრევა 8.76%-ით, რასაც მოჰყვება ნეიტროპენია და ანემია თითოეული 6.70%-ით, მადის დაკარგვა 4.64%, ანერგია 4.12%, დაღლილობა 30%, დიარეა, ჰემოგლობინის დაქვეითება თითოეული 3.09%, თრომბოციტოპენია 2.06%, ღებინება, კუჭი, ქოშინი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია თითოეული 1.55%, ყაბზობა, მუკოზიტი, ნახველის მომატება, რინორეა, ჰიპონატრიემია, ჰიპოალბუმინემია, თავის ტკივილი, პირის ღრუს კანდიდოზი და მომატებული ALT თითოეული 1.03%. სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე მიზეზობრიობის მიუხედავად არის 5.15% (10/194, 15 შემთხვევა), პნევმონია 1.03%, ღებინება, კუჭი, ანერგია, ცხელება, მრავლობითი ორგანოს უკმარისობა, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ცერებრალური ინფარქტი, დისკინეზია, ჰერპეს ზოსტერი, პირის ღრუს კანდიდოზი, ფილტვის აბსცესი და პერიფერიული არტერიის დაავადება დაფიქსირდა თითოეული 0.52%-ით. იშვიათი გვერდითი მოვლენის სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, არის 14.43% (28/194, 60 შემთხვევა). მათ შორისაა ქოშინი 3.09%, ხველა, ნახველის მომატება და მონონუკლეოზი თითოეული მოხსენებული იყო 2.06%-ში. სლოკინი და უძილობა დაფიქსირდა 1.55%-ში, ხოლო რინორეა, თრომბოციტოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოალბუმინემია და შრატში მაგნიუმის დაქვეითება დაფიქსირდა თითოეული 1.03%-ში.
ბ. მეორადი მკურნალობა
6 წლიანი გამოყენების შედეგების ზედამხედველობისას გვერდითი მოვლენების შემთხვევები, მიზეზობრიობის მიუხედავად, დაფიქსირდა 47.49%-ში (1,540/3,243, 3,961 შემთხვევა). მათ შორის, გვერდითი მოვლენების სიხშირე, რომლებიც არ არის გამორიცხული, რომ დაკავშირებულია მედიკამენტთან, არის 36.26% (1,176/3,243,2761 შემთხვევა) - მადის დაქვეითება 6,97%, გულისრევა 4,81%, ანერგია 4,04%, ნეიტროპენია 3,95%, ანემია 3,24%, ლეიკოპენია 2,81%, ხველა 2,41%, დაღლილობა 2,19%, ჰემოგლობინის დაქვეითება 2.07%, ღებინება 1.91%, გამონაყარი 1.79%, ქავილი 1.76%, ყაბზობა 1.73%, ALT-ის მომატება 1.67%, თრომბოციტოპენია 1.63%, AST-ის მომატება 1.39%, დიარეა 1.30%, მიალგია 1.11%, დისპნოე 1.02%. სერიოზული გვერდითი მოვლენის სიხშირე მიზეზობრიობის მიუხედავად იყო 4.63% (150/3243, 245 შემთხვევა) - პნევმონია 1,23%, ანერგია 0,31%, თრომბოციტოპენია 0,28%, ნეიტროპენია 0,25%, გულისრევა 0,22%. გვერდითი მოვლენების სიხშირე მოხსენებული იშვიათად, მიზეზობრიობის მიუხედავად არის 16.28% (528/3,243, 880 შემთხვევა) - ხველა 5.40%, ქოშინი 3.18%, ნახველის მომატება 1,88%, უძილობა 1,30%, ჰემოპტიზი 0,99% .
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების მოხსენებული სიმპტომებია ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მუკოზიტი და გამონაყარი. დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს ძვლის ტვინის დათრგუნვას, რაც გამოიხატება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიით და ანემიით. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ინფექცია ცხელებით ან მის გარეშე, დიარეა და/ან მუკოზიტი. ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევაში, პაციენტები უნდა ჩაუტარდეთ სისხლის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე თერაპია. განხილული უნდა იყოს კალციუმის ფოლინატის/ფოლინის მჟავას გამოყენება პემეტრექსედის დოზის გადაჭარბების დროს.
შემადგენლობა
[ალგიკი ინექცია 100 მგ]
აქტიური ნივთიერება: პემეტრექსედი დინატრიუმის 2.5 ჰიდრატი (როგორც პემეტრექსედი 100 მგ) (შიდა) 120.8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 106.4მგ
სხვა: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აზოტი
[ალგიკი ინექცია 500 მგ]
აქტიური ნივთიერება: პემეტრექსედი დინატრიუმის 2.5 ჰიდრატი (როგორც პემეტრექსედი 500 მგ) (შიდა) 604.1მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 500მგ

აღწერა
ალგიკი ინექცია 100 მგ, 500 მგ:
თეთრიდან ღია ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ფლაკონში
შენახვის პირობები
ILDONG PHARMACEUTICAL CO., LTD.
სათაო ოფისი: 2, Baumoe-ro 27-gil, Seocho-gu, Seoul, Korea
ქარხანა: 25, Gongdan l-ro, Anseong-si, Gyeonggi-do, Korea
www.ildong.com
თარგმანი სწორია:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლიუმის მჟავას ანალოგები. ათქ კოდი: L01BA04.
პემეტრექსედი არის მრავალმიზნობრივი კიბოს საწინააღმდეგო ანტიფოლატური აგენტი, რომელიც მოქმედებს უჯრედების რეპლიკაციისთვის აუცილებელი ფოლატზე დამოკიდებული მეტაბოლური პროცესების დარღვევით.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი იქცევა როგორც მრავალმიზნობრივი ანტიფოლატი თიმიდილატ სინთაზას (TS), დიჰიდროფოლატ რედუქტაზას (DHFR) და გლიცინამიდ რიბონუკლეოტიდ ფორმილტრანსფერაზას (GARFT) ინჰიბირებით, რომლებიც მთავარი ფოლატ-დამოკიდებული ფერმენტებია თიმიდინისა და პურინის ნუკლეოტიდების de novo ბიოსინთეზისთვის. პემეტრექსედი ტრანსპორტირდება უჯრედებში, როგორც შემცირებული ფოლიუმის გადამტანის, ასევე მემბრანული ფოლიტის დამაკავშირებელი ცილის ტრანსპორტირების სისტემებით. უჯრედში მოხვედრისას პემეტრექსედი სწრაფად და ეფექტურად გარდაიქმნება პოლიგლუტამატურ ფორმებად ფერმენტ ფოლილპოლიგლუტამატ სინთეტაზას მეშვეობით. პოლიგლუტამატის ფორმები შენარჩუნებულია უჯრედებში და არის TS და GARFT-ის კიდევ უფრო ძლიერი ინჰიბიტორები. პოლიგლუტამაცია არის დროზე და კონცენტრაციაზე დამოკიდებული პროცესი, რომელიც ხდება სიმსივნურ უჯრედებში და, ნაკლებად, ნორმალურ ქსოვილებში. პოლიგლუტამატირებულ მეტაბოლიტებს აქვთ გაზრდილი უჯრედშიდა ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც იწვევს პრეპარატის გახანგრძლივებულ მოქმედებას ავთვისებიან უჯრედებში.
კლინიკური ეფექტურობა
EMPHACIS, მრავალცენტრული, რანდომიზირებული, ერთჯგუფიანი ბრმა მე-3 ფაზის კვლევა პემეტრექსედით პლუს ცისპლატინის versus ცისპლატინი ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ პაციენტებში ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომით, აჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ პემეტრექსედით და ცისპლატინით, ჰქონდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა 2,8 თვის საშუალო გადარჩენის მხრივ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ცისპლატინს იღებდნენ.
კვლევის დროს, ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დაბალი დოზით დანამატები დაინერგა პაციენტების თერაპიაში ტოქსიკურობის შესამცირებლად. ამ კვლევის პირველადი ანალიზი ჩატარდა ყველა პაციენტის პოპულაციაზე, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ სამკურნალო ჯგუფში, სადაც იღებდნენ საკვლევ პრეპარატს (რანდომიზებული და ნამკურნალები). ქვეჯგუფის ანალიზი ჩატარდა პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დანამატებს საკვლევი თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში (სრულად დამატებული). ეფექტურობის ანალიზის შედეგები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
პემეტრექსედი პლუს ცისპლატინის ეფექტურობა versus ცისპლატინის ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის დროს
რანდომიზებული და ნამკურნალები პაციენტებ
პაციენტები, რომლებიც სრულად იღებდნენ დანამატებს
ეფექტურობის პარამეტრი
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=226)
ცისპლატინი
(N=222)
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=168)
ცისპლატინი
(N=163)
საშუალო საერთო გადარჩენა (95% CI)
- 1
(10.0-14.4)
- 3
(7.8-10.7)
- 2
(11.4-14.9)
- 0
(8.4-11.9)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 020
- 051
საშუალო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე (თვეები)
(95% CL)
- 7
(4.9-6.5)
- 9
(2.8-4.4)
- 1
(5.3-7.0)
- 9
(2.8-4.5)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 001
- 008
დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (თვეები)
(95% CI)
- 5
(3.9-4.9)
- 7
(2.1-2.9)
- 7
(4.3-5.6)
- 7
(2.2-3.1
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 001
- 001
პასუხის საერთო მაჩვენებელი**
(95% CI)
- 3%
(34.8-48.1)
- 7%
(12.0-22.2)
- 5 %
(37.8-53.4)
- 6%
(13.8-26.6)
ფიშერის ზუსტი p-მნიშვნელობა*
<0.001
<0.001
აბრევიატურა: CI = სანდოობის ინტერვალი.
- p-მნიშვნელობა ეხება ჯგუფებს შორის შედარებას.
- * პემეტრექსედი/ცისპლატინის ჯგუფში, რანდომიზებული და ნამკურნალები (N=225) და სრულად დანამატების მიღებით (N=l67).
ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების (ტკივილი და ქოშინი) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პემეტრექსედის/ცისპლატინის ჯგუფში (212 პაციენტი) versus ცისპლატინის ჯგუფში (218 პაციენტი) ნაჩვენები იყო ფილტვის კიბოს სიმპტომების შკალის გამოყენებით. ასევე დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფილტვის ფუნქციის ტესტებში. სამკურნალო ჯგუფების განცალკევება მოხდა პემეტრექსედის/ცისპლატინის ჯგუფში ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესების და ფილტვის ფუნქციის გაუარესების მიხედვით დროთა განმავლობაში საკონტროლო ჯგუფში.
შეზღუდულია მონაცემები ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მხოლოდ პემეტრექსედით. პემეტრექსედი 500 მგ/მ2 დოზით შესწავლილი იყო როგორც ერთადერთი აგენტი ქიმიოთერაპიით არანამკრნალებ 64 პაციენტში ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომით. საერთო პასუხის მაჩვენებელი იყო 14.1%.
მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, მე-3 ფაზის ღია კვლევამ პემეტრექსედით versus დოცეტაქსელი ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში, წინა ქიმიოთერაპიის შემდეგ, აჩვენა გადარჩენის საშუალო დრო 8,3 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით (მკურნალობის განზრახვა [ITT] პოპულაცია N = 283) და 7.9 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ დოცეტაქსელით (ITT N = 288).
პემეტრექსედის ეფექტურობა დოცეტაქსელთან შედარებით არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს - ITT პოპულაცია
პემეტრექსედი
დოცეტაქსელი
გადარჩენი დრო (თვეები)
საშუალო (თვე)
95% Cl საშუალოსთვის
(N=283)
- 3
(7.0-9.4)
(N=288)
- 9
(6.3-9.2)
HR
95% Cl HR-სთვის
არაუპირატესი p-მნიშვნელობა (HR
- 99
(0.82-1.20)
- 226
პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები)
საშუალო
(N=283)
- 9
(N=288)
- 9
HR (95% Cl)
- 97 (0.8201.16)
დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (TTTF-თვეები)
საშუალო
(N=283)
- 3
(N=288)
- 1
HR (95% Cl)
- 84 (0.71-0.997)
პასუხი (n: პასუხზე კვალიფიციური)
პასუხის მაჩვენებელი (%) (95% Cl)
(N=264)
- 1 (5.9-13.2)
(N=274)
- 8 (5.7-12.8)
სტაბილური დაავადება
- 8
- 4
აბრევიატურები: CI - ნდობის ინტერვალი HR- საფრთხის კოეფიციენტი ITT= მკურნალობის განზრახვა N=საერთო პოპულაციის ზომა
- ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთი აგენტის მიღების შემდეგ შეფასდა 426 კიბოს მქონე პაციენტში, სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეებით, დოზებით 0.2-დან 838 მგ/მ2-მდე ინფუზიით 10 წუთის განმავლობაში. პემეტრექსედს აქვს განაწილების სტაბილური მოცულობა 9 ლ/მ2. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი დაახლოებით 81% უკავშირდება პლაზმის ცილებს. შეკავშირებაზე თირკმელების უკმარისობის სხვადასხვა ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა. პემეტრექსედი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს ღვიძლში. პემეტრექსედი ძირითადად გამოიყოფა შარდით, შეყვანილი დოზის 70%-დან 90%-მდე გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი აქტიურად გამოიყოფა OAT3-ით (ორგანული ანიონის გადამტანი).
პემეტრექსედის საერთო სისტემური კლირენსი არის 91.8მლ/წთ და პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5 საათს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 90მლ/წთ). კლირენსის ცვალებადობა პაციენტს შორის არის ზომიერი 19.3%. პემეტრექსედის საერთო სისტემური ექსპოზიცია (AUC) და მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება დოზის პროპორციულად. პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკა თანმიმდევრულია მკურნალობის მრავალი ციკლის განმავლობაში.
პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე გავლენას არ ახდენს ერთდროულად მიღებული ცისპლატინი. პერორალური ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინის ინტრამუსკულური დანამატი არ მოქმედებს პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკაზე.
- უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ორსულ თაგვებზე პემეტრექსედის შეყვანამ გამოიწვია ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება, ნაყოფის წონის დაქვეითება, ზოგიერთი ჩონჩხის სტრუქტურის არასრული ოსიფიკაცია და სასის ნაპრალი. მამრ თაგვებში პემეტრექსედის შეყვანამ გამოიწვია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, რომელიც ხასიათდება ნაყოფიერების დაქვეითებით და სათესლე ჯირკვლის ატროფიით. კვლევაში, რომელიც ჩატარდა ბიგლის ჯიშის ძაღლზე ინტრავენური ბოლუსის ინექციით 9 თვის განმავლობაში, დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლის დარღვევები (თესლისებრი ეპითელიუმის დეგენერაცია/ნეკროზი). ეს მიუთითებს, რომ პემეტრექსედმა შეიძლება გააუარესოს მამაკაცის ნაყოფიერება. ქალის ნაყოფიერება არ იყო შესწავლილი.
პემეტრექსედი არ იყო მუტაგენური არც ინ ვიტრო ქრომოსომის აბერაციის ტესტში ჩინური ზაზუნის საკვერცხის უჯრედებში და არც ეიმსის ტესტში. პემეტრექსედმა აჩვენა, რომ არის კლასტოგენური თაგვებში in vivo მიკრობირთვის ტესტში.
კვლევები პემეტრექსედის კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად არ ჩატარებულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვა
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (l-30°C) დახურულ კონტეინერში.
შეფუთვა
1 ფლაკონი / ყუთი
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
სარეკომენდაციო ვერსაი
გამოყენების ინსტრუქცია
ალგიკი ინექცია 100 მგ, 500 მგ
(პემეტრექსედი დინატრიუმის 2.5 ჰიდრატი)
შემადგენლობა (1 ფლაკონი შეიცავს)
[ალგიკი ინექცია 100 მგ]
აქტიური ნივთიერება: პემეტრექსედი დინატრიუმის 2.5 ჰიდრატი (როგორც პემეტრექსედი 100 მგ) (შიდა) 120.8 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 106.4მგ
სხვა: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აზოტი
[ალგიკი ინექცია 500 მგ]
აქტიური ნივთიერება: პემეტრექსედი დინატრიუმის 2.5 ჰიდრატი (როგორც პემეტრექსედი 500 მგ) (შიდა) 604.1მგ
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 500მგ
სხვა: მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, აზოტი
აღწერა
ალგიკი ინექცია 100 მგ, 500 მგ:
თეთრიდან ღია ყვითელი ან მოყვითალო-მომწვანო ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი საინექციო ფლაკონში
ჩვენებები
- ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ქიმიოთერაპიით არანამკურნალები პაციენტების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ არარეზექცირებადი ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომი.
- ცისპლატინთან კომბინაციაში ნაჩვენებია ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მქონე პაციენტების პირველი რიგის მკურნალობისთვის, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა.
- ნაჩვენებია, როგორც მონოთერაპია ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტების სამკურნალოდ, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგისა.
- ნაჩვენებია, როგორც მონოთერაპია ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, გარდა უპირატესად ბრტყელუჯრედოვანი ჰისტოლოგიისა პაციენტებში, რომელთა დაავადება არ პროგრესირებს დაუყოვნებლივ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპიის შემდეგ
დოზირება და მიღების წესი
ალგიკის შეყვანა უნდა მოხდეს კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებაში კვალიფიციური ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ალგიკი უნდა მომზადდეს 8 ნაწილში მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
სიფრთხილის ზომები შეყვანისას.
- კომბინირებული გამოყენება ცისპლატინთან
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო და მეზოთელიომა: ალგიკის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, შეყვანილი ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს. ცისპლატინის რეკომენდებული დოზა არის 75 მგ/მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე და შეჰყავთ ორი საათის განმავლობაში პემეტრექსედის ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ყოველი 21-დღიანი ციკლის პირველ დღეს. პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ სათანადო ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა და შესაბამისი ჰიფდრატაცია ცისპლატინის მიღებამდე და/ან მის შემდეგ.
- ერთი აგენტის გამოყენება
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო: ალგიკის რეკომენდებული დოზა არის 500 მგ/მ2 ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში ყოველი 21-დღიანი ციკლის 1 დღეს.
- პრემედიკაციის რეჟიმი
- კანის რეაქციების სიხშირისა და სიმძიმის შესამცირებლად, აუცილებელია კორტიკოსტეროიდის მიღება პემეტრექსედის შეყვანის დღეს და მომდევნო დღეს. კორტიკოსტეროიდი უნდა იყოს 4 მგ დექსამეტაზონის ექვივალენტური პერორალურად ორჯერ დღეში.
- ტოქსიკურობის შესამცირებლად, პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ პემეტრექსედით, ასევე უნდა მიიღონ ვიტამინის დანამატები. პაციენტებმა უნდა მიიღონ პერორალური ფოლიუმის მჟავა ან ფოლიუმის მჟავას (350-დან 1000 მიკროგრამამდე) შემცველი მულტივიტამინები ყოველდღიურად. ფოლიუმის მჟავას მინიმუმ ხუთი დოზა უნდა იქნას მიღებული პემეტრექსედის პირველი დოზის მიღებამდე შვიდი დღის განმავლობაში და დოზირება უნდა გაგრძელდეს თერაპიის სრული კურსის განმავლობაში და პემეტრექსედის ბოლო დოზის მიღებიდან 21 დღის განმავლობაში.
- პაციენტებმა ასევე უნდა მიიღონ ვიტამინი B12-ის (1,000 მიკროგრამი) ინტრამუსკულური ინექცია პემეტრექსედის პირველი დოზის მიღების წინა კვირაში და შემდგომ ყოველ სამ ციკლში ერთხელ. B12 ვიტამინის შემდგომი ინექციები შეიძლება ჩატარდეს პემეტრექსედის მიღების დღეს.
- მონიტორინგი
პაციენტები, რომლებიც იღებენ პემეტრექსედს, უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ ყოველი დოზის წინ სისხლის სრული ანალიზის ჩატარებით, რაც მოიცავს სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების დიფერენციულ ანალიზს. ყოველი ქიმიოთერაპიის გამოყენებამდე უნდა ჩატარდეს სისხლის ქიმიური ანალიზები თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად. ქიმიოთერაპიის ნებისმიერი ციკლის დაწყებამდე პაციენტებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი მაჩვენებლები:
ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC)
>1,500 უჯრედი/მმ3
თრომბოციტები
>100,000 უჯრედი/მმ3
კრეატინინის კლირენსი
45მლ/წთ
საერთო ბილირუბინი
ნორმის ზედა ზღვარზე <1.5-ჯერ მეტი
ტუტე ფოსფატაზა (AP), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST ან SGOT) და ალანინ ამინოტრანსფერაზას (ALT ან SGPT)
ნორმის ზედა ზღვარზე <3-ჯერ მეტი
ნორმის ზედა ზღვარზე <5-ჯერ მეტი
(* თუ ღვიძლს აქვს სიმსივნური ჩანართი)
- დოზის კორექტირება
დოზის კორექცია მომდევნო ციკლის დასაწყისში უნდა ეფუძნებოდეს ყველაზე დაბალ ჰემატოლოგიურ რაოდენობას ან მაქსიმალურ არაჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას თერაპიის წინა ციკლიდან. მკურნალობა შეიძლება გადაიდოს, რათა გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი დრო დარჩეს. გამოჯანმრთელების შემდეგ, პაციენტებმა უნდა გაიარონ განმეორებითი მკურნალობა 1,2 და 3 ცხრილებში მოცემული გაიდლაინების გამოყენებით, რომლებიც შესაფერისია პემეტრექსედისთვის, როგორც ერთადერთი აგენტის ან ცისპლატინთან ერთად გამოყენებისთვის.
ცხრილი 1: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - ჰემატოლოგიური ტოქსიკურობები
ANC-ის მინიმალური რაოდენობა <500მმ3 და თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა >50,000/მმ3
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა <50,000/მმ3 სისხლდენის გარეშე, ANC-ის მინიმალური რაოდენობის მიუხედავად
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
თრომბოციტების მინიმალური რაოდენობა <50,000/მმ3 სისხლდენითა, ANC-ის მინიმალური რაოდენობის მიუხედავად
წინა დოზის 75%
(ორივე ალგიკი და ცისპლატინი)
აეს კრიტერიუმები აკმაყოფილებს CTC ვერსიის 2.0 განმარტებას >CTC 2 ხარისხის სისხლდენის შესახებ.
თუ პაციენტს განუვითარდა >მე-3 ხარისხის არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა (ნეიროტოქსიკურობის გამოკლებით), ალგიკი უნდა მოიხსნას მანამ, სანამ ეს მაჩვენებელი არ იქნება წინა თერაპიისას არსებულის თანაბარი ან უფრო ნაკლები. მკურნალობა უნდა განახლდეს მე-2 ცხრილში მოცემული მითითებების შესაბამისად.
ცხრილი 2: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობებია,ბ
ალგიკის დოზა
(მგ/მ2)
ცისპლატინის დოზა
(მგ/მ2)
ნებისმიერი მე-3 ან მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა, მუკოზიტის გარდა
წინა დოზის 75%
წინა დოზის 75%
ნებისმიერი დიარეა, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას
(განურჩევლად ხარისხისა) ან მე-3 ან მე-4 ხარისხის დიარეა
წინა დოზის 75%
წინა დოზის 75%
მე-3 ან მე-4 ხარისხის მუკოზიტი
წინა დოზის 50%
წინა დოზის 100%
ა კიბოს ეროვნული ინსტიტუტის საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმები (CTC)
ბ ნეიროტოქსიკურობის გამოკლებით
ნეიროტოქსიკურობის შემთხვევაში, ალგიკისა და ცისპლატინის რეკომენდებული დოზის კორექტირება აღწერილია ცხრილში 3. პაციენტებმა უნდა შეწყვიტონ თერაპია, თუ აღინიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიროტოქსიკურობა.
ცხრილი 3: ალგიკის (როგორც ერთადერთი აგენტი ან კომბინაციაში) და ცისპლატინის დოზის მოდიფიკაციის ცხრილი - ნეიროტოქსიკურობა
CTC* ხარისხი
პემეტრექსედის დოზა (მგ/მ2)
ცისპლატინის დოზა (მგ/მ2)
0-1
წინა დოზის 100%
წინა დოზის 100%
2
წინა დოზის 100%
წინა დოზის 0%
- საერთო ტოქსიკურობის კრიტერიუმები (CTC)
ალგიკით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ პაციენტს აღენიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ან არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობა დოზის 2 შემცირების შემდეგ ან დაუყოვნებლივ, თუ შეინიშნება მე-3 ან მე-4 ხარისხის ნეიროტოქსიკურობა.
ხანდაზმულები
კლინიკურ კვლევებში არ ყოფილა მითითება, რომ 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებს აქვთ გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკი 65 წელზე ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. დოზის შემცირება არ არის საჭირო, გარდა იმ რეკომენდაციებისა, რაც დადგენილია ყველა პაციენტისთვის.
პედიატრიული მოსახლეობა
ალგიკის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი პაციენტების ამ ჯგუფში.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (სტანდარტული კოკროფტ-გოლტის ფორმულა ან გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარე გაზომილი Tc99m DPTA შრატის კლირენსის მეთოდით)
ალგიკი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით. კლინიკურ კვლევებში, პაციენტებს კრეატინინის კლირენსით >45 მლ/წთ არ ესაჭიროებოდათ დოზის კორექცია, გარდა ყველა პაციენტისთვის რეკომენდებული დოზის კორექციისა. არასაკმარისი მონაცემებია პემეტრექსედის გამოყენების შესახებ პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 45მლ/წთ ქვემოთ; ამიტომ პემეტრექსედის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
არანაირი კავშირი AST (SGOT), ALT (SGPT) ან საერთო ბილირუბინისა და პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკას შორის არ გამოვლენილა. თუმცა, ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც ბილირუბინი > 1.5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს და/ან ამინოტრანსფერაზა > 3.0-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ღვიძლში მეტასტაზების არარსებობისას) ან > 5.0-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს (ღვიძლში მეტასტაზების ამჟამად არსებობისას), კონკრეტული კვლევა არ ჩატარებულა.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
- იმავდროულად ყვითელი ცხელების ვაქცინაცია.
- სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- პემეტრექსედმა შეიძლება დათრგუნოს ძვლის ტვინის ფუნქცია, რაც გამოიხატება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიით და ანემიით. მიელოსუპრესია, როგორც წესი, არის დოზის შემზღუდველი ტოქსიკურობა. აუცილებელია პაციენტების კონტროლი მიელოსუპრესიაზე თერაპიის დროს და პემეტრექსედი არ უნდა მიეცეს პაციენტებს, სანამ ნეიტროფილების აბსოლუტური რაოდენობა (ANC) არ დაბრუნდება >1500 უჯრედი/მმ3 მნიშვნელობას და თრომბოციტების რაოდენობა არ დაბრუნდება. >100000 უჯრედი/მმ3 მნიშვნელობას. დოზის შემცირება შემდგომი ციკლებისთვის ეფუძნება წინა ციკლიდან ANC-ის მინიმალურ რაოდენობას, თრომბოციტების რაოდენობას და მაქსიმალურ არაჰემატოლოგიურ ტოქსიკურობას.
- ნაკლები ტოქსიკურობა და 3/4 ხარისხის ჰემატოლოგიური და არაჰემატოლოგიური ტოქსიკურობის შემცირება, როგორიცაა ნეიტროპენია, ფებრილური ნეიტროპენია და ინფექცია 3/4 ხარისხის ნეიტროპენიით, დაფიქსირდა ფოლიუმის მჟავით და B12 ვიტამინით წინასწარი მკურნალობის დროს. ამიტომ, ყველა პაციენტს, რომელიც მკურნალობს პემეტრექსედით, უნდა მიეცეს ინსტრუქცია ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი B 12-ის მიღებაზე, როგორც პროფილაქტიკური ღონისძიება მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შესამცირებლად.
- კანის რეაქციები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც წინასწარ არ მკურნალობდნენ კორტიკოსტეროიდებით. წინასწარმა მკურნალობამ დექსამეტაზონით (ან ექვივალენტით) შეიძლება შეამციროს კანის რეაქციების სიხშირე და სიმძიმე.
- პაციენტების არასაკმარისი რაოდენობა იყო შესწავლილი კრეატინინის კლირენსით ქვემოთ 45 მლ/წთ. ამიტომ პემეტრექსედის გამოყენება პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <45 მლ/წთ არ არის რეკომენდებული.
- პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45-დან 79 მლ/წთ) თავიდან უნდა იქნას აცილებული არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, როგორიცაა იბუპროფენი და აცეტილსალიცილის მჟავა (> 1.3 გ დღეში) გამოყენება პემეტრექსედის მიღებამდე 2 დღით ადრე, მიღების დღეს და მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. პაციენტებში თირკმელების მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით, რომლებსაც შეუძლიათ პემეტრექსედით თერაპიის გავლა, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდით უნდა შეწყდეს პემეტრექსედის მიღებამდე მინიმუმ 5 დღით ადრე, მისი მიღების დღეს და შემდეგ მინიმუმ 2 დღით.
- თირკმლის სერიოზული მოვლენები, მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა, დაფიქსირდა პემეტრექსედის ცალკე ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად მიღებისას. ბევრ პაციენტს, რომლებშიც ეს მოვლენა განვითარდა, ჰქონდა თირკმელების მოვლენების განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორები, მათ შორის დეჰიდრატაცია ან ადრე არსებული ჰიპერტენზია ან დიაბეტი.
- პემეტრექსედზე მესამე სივრცეში სითხის ეფექტი, როგორიცაა პლევრალური გამონაჟონი ან ასციტი, არ არის სრულად განსაზღვრული. პემეტრექსედის მე-2 ფაზის კვლევამ 31 სოლიდური სიმსივნის მქონე პაციენტში მესამე სივრცეში სტაბილური სითხით, არ აჩვენა განსხვავება პემეტრექსედის დოზის ნორმალიზებულ პლაზმურ კონცენტრაციებში ან კლირენსში იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ მესამე სივრცეში სითხის დაგროვება. ამდენად, პემეტრექსედით მკურნალობამდე გათვალისწინებული უნდა იყოს მესამე სივრცეში სითხის დრენაჟი, მაგრამ შეიძლება არ იყოს აუცილებელი.
- ცისპლატინთან ერთად მიღებული პემეტრექსედის კუჭ-ნაწლავის ტოქსიკურობის გამო, აღინიშნა მძიმე დეჰიდრატაცია. ამიტომ, აუცილებელია ამ პაციენტებში ადეკვატური ღებინების საწინააღმდეგო მკურნალობა და შესაბამისი ჰიდრატაცია მკურნალობის დაწყებამდე და/ან მის შემდეგ.
- სერიოზული გულ-სისხლძარღვთა მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი და ცერებროვასკულური მოვლენები, იშვიათად იყო მოხსენებული პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში, როგორც წესი, სხვა ციტოტოქსიურ აგენტთან ერთად მიღებისას. პაციენტთა უმეტესობას, რომლებშიც დაფიქსირდა ეს მოვლენები, ჰქონდა ადრე არსებული გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები.
- იმუნოდეპრესიული სტატუსი ხშირია კიბოს მქონე პაციენტებში. შედეგად, ცოცხალი დასუსტებული ვაქცინების (ყვითელი ცხელების გამოკლებით) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
- პემეტრექსედს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურად დამაზიანებელი ეფექტი. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცებს ურჩევენ, რომ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და მას შემდეგ 6 თვემდე. რეკომენდებულია კონტრაცეპციული ზომების მიღება ან თავშეკავება. იმის გამო, რომ პემეტრექსედით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა, მამაკაცებს ურჩევენ მკურნალობის დაწყებამდე მიმართონ ექიმს კონსულტაციისთვის სპერმის შენახვის შესახებ. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პემეტრექსედით მკურნალობისას უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია.
- რადიაციული პნევმონიტის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რადიაციით პემეტრექსედით თერაპიის დაწყებამდე, დროს ან შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ამ პაციენტებს და სიფრთხილეა აუცილებელია სხვა რადიოსენსიბილიზაციის აგენტების გამოყენებისას. რადიაციული ეფექტების რეცდივის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ რადიოთერაპიას კვირების ან წლების წინ.
- არასასურველი ეფექტები
<პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომა>
ქვემოთ ცხრილში მოცემულია არასასურველი ეფექტების სიხშირე და სიმძიმე, რომელიც დაფიქსირდა მეზოთელიომით დაავადებული 168 პაციენტის >5%-ში, რომლებიც რანდომიზირებულნი იყვნენ ცისპლატინისა და პემეტრექსედის მისაღებად, და მეზოთელიომის მქონე 163 პაციენტში, რომლებიც რანდომიზებულნი იყვნენ ერთი აგენტის ცისპლატინის მისაღებად. ორივე სამკურნალო ჯგუფში, ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ ამ პაციენტებს დამატებით სრულად მიეცათ ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=168)
ცისპლატინი
(N=168)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ნეიტროფილები/
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება
- 0
- 2
- 5
- 1
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 0
- 9
- 6
- 6
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 2
- 4
- 6
- 0
თვალის დარღვევები
ხშირი
კონიუნქტივიტი
- 4
- 0
- 6
- 0
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
დიარეა
- 7
- 6
- 0
- 0
ღებინება
- 5
- 7
- 7
- 3
სტომატიტი/
ფარინგიტი
- 2
- 0
- 1
- 0
გულისრევა
- 1
- 9
- 7
- 5
ანორექსია
- 2
- 2
- 1
- 6
ყაბზობა
- 9
- 6
- 4
- 6
ხშირი
დისპეფსია
- 4
- 6
- 6
- 0
ზოგადი დარღვევები
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 6
- 1
- 3
- 2
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ხშირი
დეჰიდრატაცია
- 5
- 2
- 6
- 6
ნერვული სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 1
- 0
- 8
- 6
ხშირი
გემოს დარღვევა
- 7
- 0***
- 1
- 0***
თირკმლისა და საშარდე სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
კრეატინინის მომატება
- 7
- 6
- 8
- 2
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
ძალიან ხშირი
გამონაყარი
- 1
- 6
- 9
- 0
ალოპეცია
- 3
- 0***
- 5
- 0***
- იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC ვერსია 2 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის (გარდა ტერმინისა "კრეატინინის კლირენსის შემცირება")
- * რომელიც მომდინარეობს ტერმინიდან "თირკმლის/შარდ-სასქესო სხვა"
- ** კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, გემოის დარღვევა და ალოპეცია მითითებული უნდა იყოს მხოლოდ, როგორც 1 ან 2 ხარისხის.
ძალიან ხშირი: >10%; ხშირი: > 5% და <10% (ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5% წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან და ცისპლატინთან.)
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობები, რომლებიც მოხსენებული იყო პაციენტთა >1% და < 5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს: თირკმლის უკმარისობას, ინფექციას, პირექსიას, ფებრილურ ნეიტროპენიას, მომატებულ AST, ALT და GGT-ს, ჭინჭრის ციებას და გულმკერდის ტკივილს.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობები, რომლებიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს არითმიას და მოტორულ ნეიროპათიას.
<არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო - წინა ქიმიოთერაპიის შემდეგ>
ქვემოთ ცხრილში მოცემულია გვერდითი რეაქციების სიხშირე და სიმძიმე, რომლებიც დაფიქსირდა 265 პაციენტის >5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედს ფოლიუმის მჟავასთან და B12 ვიტამინის დანამატებთან ერთად და 276 პაციენტში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ერთადერთი აგენტი დოცეტაქსელი. ყველა პაციენტს დაუსვეს ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დიაგნოზი და მათ მანამდე ჩატარებული ჰქონდათ ქიმიოთერაპია.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა*
პემეტრექსედი
(N=265)
დოცეტაქსელი
(N=276)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის
რაოდენობის შემცირება
- 2
- 2
- 1
- 3
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 1
- 2
- 1
- 2
ნეიტროფილები/
გრანულოციტების რაოდენობის შემცირება
- 9
- 3
- 3
- 2
ხშირი
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 3
- 9
- 1
- 4
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 9
- 6
- 7
- 8
ანორექსია
- 9
- 9
- 9
- 5
ღებინება
- 2
- 5
- 0
- 1
სტომატიტი/
ფარინგიტი
- 7
- 1
- 4
- 1
დიარეა
- 8
- 4
- 3
- 5
ხშირი
ყაბზობა
- 7
- 0
- 0
- 0
ზოგადი დარღვევები
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 0
- 3
- 9
- 4
ხშირი
ცხელება
- 3
- 0
- 6
- 0
ჰეპატობ
ილიარული დარღვევები
ხშირი
SGPT (ALT)-ს მომატება
- 9
- 9
- 4
- 0
SGOT (AST)-ს მომატება
- 3
- 1
- 7
- 0
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
ძალიან ხშირი
გამონაყარი/დესკვამაცია
- 0
- 0
- 2
- 0
ხშირი
ქავილი
- 8
- 4
- 8
- ო0
ალოპეცია
- 4
- 4***
- 7
- 2**
- იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC ვერსია 2 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის.
- * კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, ალოპეცია უნდა იყოს მოხსენებული მხოლოდ, როგორც 1-ლი ხარისხის ან მე-2 ხარისხის.
ძალიან ხშირი: >10%; ხშირი: >1% და <10% (ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5% წყვეტა ყველა იმ მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან.)
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების >1% და <5% -ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ინფექცია ნეიტროპენიის გარეშე, ფებრილური ნეიტროპენია, ალერგიული რეაქცია/ჰიპერმგრძნობელობა, კრეატინინის მომატება, მოტორული ნეიროპათია, სენსორული ნეიროპათია, მულტიფორმული ერითემა, და მუცლის ტკივილი. კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს სუპრავენტრიკულურ არითმიებს.
კლინიკურად რელევანტური მე-3 და მე-4 ხარისხის ლაბორატორიული ტოქსიკურობა მსგავსი იყო ზემოთ აღწერილ მე-2 ფაზის ინტეგრირებულ შედეგებს შორის სამი ერთ-აგენტიანი პემეტრექსედის კვლევაში (N = 164) და მე-3 ფაზის ერთ-აგენტიანი პემეტრექსედის კვლევში, გარდა ნეიტროპენიისა (12.8% vs 5.3%, შესაბამისად) და ალანინ ამინოტრანსფერაზას მომატებისა (15.2% vs 1.9%, შესაბამისად). ეს განსხვავებები, სავარაუდოდ, განპირობებული იყო პაციენტების პოპულაციაში განსხვავებებით, რადგან მე-2 ფაზის კვლევები მოიცავდა როგორც ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ, ისე მანამდე სერიოზულად ნამკურნალებ სარძევე ჯირკვლის კიბოს პაციენტებს მანამდე არსებული ღვიძლის მეტასტაზებით და/ან ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური საწყისი ტესტებით.
< არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო - კომბინაცია ცისპლატინთან>
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს არასასურველი ეფექტების სიხშირეს და სიმძიმეს, რომლებიც სავარაუდოდ დაკავავშირებული იყო საკვლევ პრეპარატთან და რომლებიც აღინიშნა არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 839 პაციენტიდან <5%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ცისპლატინი და პემეტრექსედი და არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე 830 პაციენტში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ცისპლატინი და გემციტაბინი. ყველა პაციენტმა მიიღო საკვლევი თერაპია, როგორც საწყისი მკურნალობა ლოკალურად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს გამო და ორივე სამკურნალო ჯგუფის პაციენტები დამატებით სრულად იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B12-ს.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე
მოვლენა*
პემეტრექსედი/ცისპლატინი
(N=839)
გემციტაბინი/ცისპლატინი
(N=830)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება
- 0
- 6
- 7*
- 9*
ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება
- 8
- 8*
- 6
- 6
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
- 1*
- 1*
- 6*
- 7*
ნეიტროფილების/
გრანულოციტების შემცირება
- 0*
- 1*
- 4*
- 7*
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 1
- 2*
- 4
- 9*
ღებინება
- 7
- 1
- 5
- 9*
ანორექსია
- 6
- 4*
- 2
- 7*
ყაბზობა
- 0
- 8
- 5
- 4
სტომატიტი/ფარინგიტი
- 5
- 8
- 4
- 1
დიარეა კოლოსტომიის გარეშე
- 4
- 3
- 8
- 6
ხშირი
დისპეფსია/გულძმარვა
- 1
- 1
- 9
- 0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 7
- 7
- 9
- 9
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 5*
- 0*
- 4*
- 6*
გემოს დარღვევა
- 1
- 0***
- 9
- 0***
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
ძალიან ხშირი
კრეატინინის მომატება
- 1*
- 8
- 9*
- 5
კანქვეშა ქსოვილის დარღვევები
ძალიან ხშირი
ალოპეცია
- 9*
0***
- 4*
- 5***
ხშირი
გამონაყარი/დესკვამაცია
- 6
- 1
- 0
- 5
- p-შვნელობები < 0.05 პემეტრექსედი/ცისპლატინის და გემციტაბინი/ცისპლატინის შედარებისას, Fisher Exact ტესტის გამოყენებით.
- * იხილეთ კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის.
- ** კიბოს ეროვნული ინსტიტუტის CTC v2.0 მიხედვით, გემოს დარღვევა და ალოპეცია მოხსენებულია მხოლოდ როგორც 1-ლი ან მე-2 ხარისხის.
სიხშირის შეფასება არის - ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე). ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5%-იანი წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან და ცისპლატინთან.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა >1% და < 5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: AST-ს მომატება, ALT-ს მომატება, ინფექცია, ფებრილური ნეიტროპენია, თირკმლის უკმარისობა, პირექსია, დეჰიდრატაცია, კონიუნქტივიტი და კრეატინინის კლირენსის დაქვეითება.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტების < 1%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს ცისპლატინი და პემეტრექსედი, მოიცავს GGT-ის მომატებას, გულმკერდის ტკივილს, არითმიას და მოტორულ ნეიროპათიას.
კლინიკურად რელევანტური ტოქსიკურობა სქესის მიხედვით იყო საერთო პოპულაციის მსგავსი პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედს პლუს ცისპლატინი, გარდა მამაკაცებში გამონაყარის გაზრდილი სიხშირისა (24%) ქალებთან შედარებით (16%).
<შემანარჩუნებელი მკურნალობა პირველი რიგის არაპემეტრექსედის პლატინის შემცველ ქიმიოთერაპიაზე დაფუძნებით>
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი ასახავს არასასურველი ეფექტების სიხშირეს და სიმძიმეს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყო საკვლევ პრეპარატთან, რომლებიც მოხსენებული იყო 800 პაციენტიდან > 5%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ ერთი აგენტი პემეტრექსედი და 402 პაციენტში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პლაცებო ერთაგენტიანი პემეტრექსედის შემანარჩუნებელ (JMEN: N= 663) და პემეტრექსედის უწყვეტ შემანარჩუნებელ (PARAMOUNT: N=539) კვლევებში. ყველა პაციენტს დაუსვეს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს IIIB ან IV სტადიის დიაგნოზი და მანამდე მათ ჩატარებული ჰქონდათ პლატინაზე დაფუძნებული ქიმიოთერაპია. ორივე საკვლევ ჯგუფში პაციენტები სრულად იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინს.
სისტემის ორგანოთა კლასი
სიხშირე*
მოვლენა**
პემეტრექსედი***
(N=800)
პლაცებო***
(N=402)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
ყველა კლასის ტოქსიკურობა (%)
მე-3-მე-4 ხარისხის ტოქსიკურობა (%)
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ძალიან ხშირი
ჰემოგლობინის დაქვეითება
- 6
- 5
- 7
- 5
ლეიკოციტების დაქვეითება
- 9
- 6
- 7
- 2
ნეიტროფილების დაქვეითება
- 9
- 3
- 2
- 0
ნერვული სისტემის დარღვევები
ხშირი
სენსორული ნეიროპათია
- 1
- .3
- 2
- 0
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ძალიან ხშირი
გულისრევა
- 1
- 6
- 0
- 2
ანორექსია
- 9
- 1
- 2
- 0
ხშირი
ღებინება
- 4
- 1
- 5
- 0
მუკოზიტი/
სტომატიტი
- 0
- 5
- 7
- 0
ჰეპატობილიარული დარღვევები
ხშირი
ALT (SGPT)-ს მომატება
- 3
- 1
- 2
- 0
AST (SGOT)-ს მომატება
- 4
- 1
- 2
- 0
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები
ხშირი
გამონაყარი/დესკვამაცია
- 6
- 1
- 2
- 0
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე
ძალიან ხშირი
დაღლილობა
- 8
- 6
- 4
- 5
ხშირი
ტკივილი
- 6
- 6
- 2
- 0
აბრევიატურები: ALT = ალანინ ამინოტრანსფერაზა; AST = ასპარტატ ამინოტრანსფერაზა; CTCAE = გვერდითი მოვლენის საერთო ტერმინოლოგიის კრიტერიუმები; NCI = კიბოს ეროვნული ინსტიტუტი; SGOT = შრატის გლუტამინური ოქსალოძმრის მჟავას ამინოტრანსფერაზა; SGPT = შრატის გლუტამიური პირუვიკის ამინოტრანსფერაზა.
- სიხშირის ტერმინების განმარტება: ძალიან ხშირი - > 10%; ხშირი - > 5% და< 10%. ამ ცხრილის მიზნებისთვის გამოყენებული იყო 5%-იანი წყვეტა ყველა მოვლენის ჩასართავად, სადაც მომხსენებელმა მიიჩნია შესაძლო კავშირი პემეტრექსედთან.
- * იხილეთ NCI CTCAE კრიტერიუმები (ვერსია 3.0; NCI 2003) ტოქსიკურობის თითოეული ხარისხისთვის. შეტყობინებების სიხშირე ნაჩვენებია CTCAE 3.0 ვერსიის მიხედვით.
- **გვერდითი რეაქციების ინტეგრირებული ცხრილი აერთიანებს JMEN პემეტრექსედის შენარჩუნების (N=663) და PARAMOUNT-ის უწყვეტი პემეტრექსედის შენარჩუნების (N=539) კვლევების შედეგებს.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა ნებისმიერი ხარისხის, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა >1% და <5%-ში, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ფებრილური ნეიტროპენია, ინფექცია, თრომბოციტების დაქვეითება, კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, დიარეა, ყაბზობა, შეშუპება, ალოპეცია, კრეატინინის მომატება, ქავილი, ცხელება (ნეიტროპენიია არარსებობის შემთხვევაში), თვალის ზედაპირის დაავადება (კონიუნქტივიტის ჩათვლით), გაძლიერებული ლაკრიმაცია, გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება, თავბრუსხვევა და მოტორული ნეიროპათია.
კლინიკურად მნიშვნელოვანი CTC ტოქსიკურობა, რომელიც დაფიქსირდა პაციენტთა <1%-ში, რომლებსაც შემთხვევითობის პრინციპით მიეცათ პემეტრექსედი, მოიცავს შემდეგ მოვლენებს: ალერგიული რეაქცია/ჰიპერმგრძნობელობა, მულტიფორმული ერითემა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, სუპრავენტრიკულური არითმია და ფილტვის ემბოლია.
უსაფრთხოება შეფასდა პაციენტებისთვის, რომლებმაც შემთხვევითობის პრინციპით მიიღეს პემეტრექსედი (N=800). გვერდითი რეაქციების სიხშირე შეფასდა პაციენტებისთვის, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედით შემანარჩუნებელი თერაპიის <6 ციკლს (N=568), და შედარებით პაციენტებთან, რომლებიც იღებდნენ პემეტრექსედის > 6 ციკლს (N=232).
გვერდითი რეაქციების ზრდა (ყველა ხარისხი) დაფიქსირდა უფრო ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს. თუმცა, არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ცალკეულ 3/4/5 ხარისხის არასასურველ რეაქციებში ხანგრძლივი ექსპოზიციის დროს.
<სხვა გვერდითი რეაქციები>
სერიოზული გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულური მოვლენები, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, ცერებროვასკულური მოვლენა, და გარდამავალი იშემიური შეტევა, არახშირად იყო მოხსენიებული პემეტრექსედის კლინიკური კვლევების დროს, ჩვეულებრივ, როდესაც მიიღებოდა სხვა ციტოტოქსიურ საშუალებებთან კომბინაციში. პაციენტთა უმეტესობას, რომლებშიც დაფიქსირდა ეს მოვლენები, ჰქონდათ ადრე არსებული გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორები.
პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პოტენციურად სერიოზული ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები.
პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში იშვიათად აღინიშნა პანციტოპენია.
კლინიკურ კვლევებში კოლიტის შემთხვევები (ნაწლავებიდან და რექტალური სისხლდენის ჩათვლით, ზოგჯერ ფატალური, ნაწლავის პერფორაცია, ნაწლავის ნეკროზი და ტიფლიტი) არახშირად იყო მოხსენიებული პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
კლინიკურ კვლევებში, რესპირატორული უკმარისობით ინტერსტიციული პნევმონიტის შემთხვევები, ზოგჯერ ფატალური, არახშირად დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
შეშუპების არახშირი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
ეზოფაგიტი/რადიაციული ეზოფაგიტი იშვიათად აღინიშნა პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში.
სეფსისი, ზოგჯერ ფატალური, ხშირად აღინიშნა დაახლოებით 1%-ში პემეტრექსედის კლინიკურ კვლევებში.
< პოსტმარკეტინგული გამოცდილება საზღვარგარეთ>
შემდეგი გვერდითი რეაქციები გამოვლინდა პემეტრექსედის დამტკიცების შემდგომ გამოყენებისას.
- ხშირად აღინიშნა ჰიპერპიგმენტაციის შემთხვევები.
- დაფიქსირდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები პემეტრექსედის ცალკე ან სხვა ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას.
- დაფიქსირდა რადიაციული პნევმონიტის შემთხვევები პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ რადიაციით პემეტრექსედით თერაპიის დაწყებამდე, დროს ან მის შემდეგ.
- რადიაციული რეციდივის შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებმაც ადრე მიიღეს რადიოთერაპია.
- ზოგჯერ აღინიშნა პერიფერიული იშემიის შემთხვევები, რომელიც იწვევს კიდურების ნეკროზს.
- არახშირად დაფიქსირდა ბულოზური მდგომარეობის შემთხვევები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ფატალური იყო.
- იმუნო-განპირობებული ჰემოლიზური ანემია არახშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით.
- ძირითადად ქვედა კიდურების ერითემატოზული შეშუპება დაფიქსირდა ძალიან იშვიათად.
- ძალიან იშვიათად აღინიშნა დერმის, კანქვეშა ინფექციური/არაინფექციური დაავადებები. (მაგალითად, მწვავე ბაქტერიული კანის ჰიპოდერმატიტი, ფსევდოცელულიტი)
<ადგილობრივი პოსტმარკეტინგული გამოცდილება>
- ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომა: ადგილობრივი მარეგულირებელი ხელახალი შეფასების პროცესისთვის, ხელახლა შეფასდა პრეპარატის გამოყენება 6 წლის განმავლობაში 56 პაციენტში. გვერდითი მოვლენების სიხშირე დაფიქსირდა 64.29%-ში, (36/56, 117 შემთხვევა), მიზეზობრიობის მიუხედავად. 117 შემთხვევიდან, პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 51.79% (29/56, 75 შემთხვევა), ყველაზე მეტად ანემია 16.07%-ში, გულისრევა 12.50%-ში, ანორექსია 10.71%-ში, ღებინება 8.93%-ში, ლეიკოციტოპენია, ადინამია თითოეული 7.14%-ში, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია თითოეული 5.36%-ში, დიარეა, დაღლილობა, მუკოზიტი, ჰემოგლობინის დაქვეითება, მიალგია თითოეული 3.57%-ში, ყაბზობა, ეპიგასტრალგია, პირექსია, შეშუპება, ლეიკოციტოზი, პარაგევზია, შრატის კრეატინინის მომატება, ალოპეცია, ზურგის ტკივილი, უძილობა, ნეფროზულიი სინდრომი თითოეული 79%-ში.
სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, არის 10.71% (6/56, 11 შემთხვევა) პნევმონია 3.57%, კუჭი, ჰემატოქეზია, ქოშინი, ანემია, ლეიკოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, ენცეფალორაგია, ნეფროზული სინდრომი თითოეული 1.79%-ში.
მოულოდნელი გვერდითი მოვლენების სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, იყო 23.21% (13/56, 15 შემთხვევა), დისპნოე 5.36%, ლეიკოციტოზი, უძილობა თითოეული 3.57%-ში, ჰემატოქეზია, რინორეა, ჰიპოქსია, ჰიპერჰიდროზი, შფოთვა, ნეფროზული სინდრომი, პროცედურული ტკივილი თითოეული 1. 79%.
- არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო
ა. პირველადი მკურნალობა
ადგილობრივი მარეგულირებელი ხელახალი შეფასების პროცესისთვის, ხელახლა შეფასდა 194 პაციენტის მიერ 6 წლის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება. გვერდითი მოვლენების სიხშირე მოხსენებული იყო 45.88%-ში (89/194, 303 შემთხვევა), მიზეზობრიობის მიუხედავად. 303 შემთხვევიდან, პრეპარატთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე იყო 31.44% (61/194, 169 შემთხვევა), ყველაზე მეტად გულისრევა 8.76%-ით, რასაც მოჰყვება ნეიტროპენია და ანემია თითოეული 6.70%-ით, მადის დაკარგვა 4.64%, ანერგია 4.12%, დაღლილობა 30%, დიარეა, ჰემოგლობინის დაქვეითება თითოეული 3.09%, თრომბოციტოპენია 2.06%, ღებინება, კუჭი, ქოშინი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია თითოეული 1.55%, ყაბზობა, მუკოზიტი, ნახველის მომატება, რინორეა, ჰიპონატრიემია, ჰიპოალბუმინემია, თავის ტკივილი, პირის ღრუს კანდიდოზი და მომატებული ALT თითოეული 1.03%. სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე მიზეზობრიობის მიუხედავად არის 5.15% (10/194, 15 შემთხვევა), პნევმონია 1.03%, ღებინება, კუჭი, ანერგია, ცხელება, მრავლობითი ორგანოს უკმარისობა, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ცერებრალური ინფარქტი, დისკინეზია, ჰერპეს ზოსტერი, პირის ღრუს კანდიდოზი, ფილტვის აბსცესი და პერიფერიული არტერიის დაავადება დაფიქსირდა თითოეული 0.52%-ით. იშვიათი გვერდითი მოვლენის სიხშირე, მიზეზობრიობის მიუხედავად, არის 14.43% (28/194, 60 შემთხვევა). მათ შორისაა ქოშინი 3.09%, ხველა, ნახველის მომატება და მონონუკლეოზი თითოეული მოხსენებული იყო 2.06%-ში. სლოკინი და უძილობა დაფიქსირდა 1.55%-ში, ხოლო რინორეა, თრომბოციტოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოალბუმინემია და შრატში მაგნიუმის დაქვეითება დაფიქსირდა თითოეული 1.03%-ში.
ბ. მეორადი მკურნალობა
6 წლიანი გამოყენების შედეგების ზედამხედველობისას გვერდითი მოვლენების შემთხვევები, მიზეზობრიობის მიუხედავად, დაფიქსირდა 47.49%-ში (1,540/3,243, 3,961 შემთხვევა). მათ შორის, გვერდითი მოვლენების სიხშირე, რომლებიც არ არის გამორიცხული, რომ დაკავშირებულია მედიკამენტთან, არის 36.26% (1,176/3,243,2761 შემთხვევა) - მადის დაქვეითება 6,97%, გულისრევა 4,81%, ანერგია 4,04%, ნეიტროპენია 3,95%, ანემია 3,24%, ლეიკოპენია 2,81%, ხველა 2,41%, დაღლილობა 2,19%, ჰემოგლობინის დაქვეითება 2.07%, ღებინება 1.91%, გამონაყარი 1.79%, ქავილი 1.76%, ყაბზობა 1.73%, ALT-ის მომატება 1.67%, თრომბოციტოპენია 1.63%, AST-ის მომატება 1.39%, დიარეა 1.30%, მიალგია 1.11%, დისპნოე 1.02%. სერიოზული გვერდითი მოვლენის სიხშირე მიზეზობრიობის მიუხედავად იყო 4.63% (150/3243, 245 შემთხვევა) - პნევმონია 1,23%, ანერგია 0,31%, თრომბოციტოპენია 0,28%, ნეიტროპენია 0,25%, გულისრევა 0,22%. გვერდითი მოვლენების სიხშირე მოხსენებული იშვიათად, მიზეზობრიობის მიუხედავად არის 16.28% (528/3,243, 880 შემთხვევა) - ხველა 5.40%, ქოშინი 3.18%, ნახველის მომატება 1,88%, უძილობა 1,30%, ჰემოპტიზი 0,99% .
- ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
- პემეტრექსედი ძირითადად უცვლელად გამოიყოფა თირკმელებით მილაკოვანი სეკრეციით და ნაკლებად, გლომერულური ფილტრაციით. ინ ვიტრო კვლევები აჩვენებს, რომ პემეტრექსედი აქტიურად გამოიყოფა OAT3-ით (ორგანული ანიონის გადამტანი). ნეფროტოქსიური პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ (მაგ. ამინოგლიკოზიდი, მარყუჟოვანი დიურეტიკები, პლატინის ნაერთები, ციკლოსპორინი) შეიძლება გამოიწვიოს პემეტრექსედის დაგვიანებული კლირენსი. ეს კომბინაცია სიფრთხილით გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის მჭიდრო მონიტორინგი.
- იმ ნივთიერებების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც ასევე გამოიყოფა მილაკებით (მაგ., პრობენეციდი, პენიცილინი) პოტენციურად შეიძლება გამოიწვიონ პემეტრექსედის დაგვიანებული კლირენსი. სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატების პემეტრექსედთან კომბინირებისას. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია კრეატინინის კლირენსის მჭიდრო მონიტორინგი.
- თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 80მლ/წთ), არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მაღალმა დოზებმა (როგორიცაა იბუპროფენი - 1600 მგ/დღეში) და აცეტილსალიცილის მჟავას უფრო მაღალმა დოზებმა (>l .3გ დღეში) შეიძლება შეამციროს პემეტრექსედის გამოყოფა, და შესაბამისად, გაიზარდოს პემეტრექსედის გვერდითი მოვლენების შემთხვევები. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ან აცეტილსალიცილის მჟავის უფრო მაღალი დოზების მიღებისას პემეტრექსედთან ერთად ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი > 80 მლ/წთ).
- პაციენტებში თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 45-დან 79 მლ/წთ-მდე), პემეტრექსედის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (მაგ., იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავას უფრო მაღალ დოზებთან ერთად მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული პემეტრექსედის მიღებამდე 2 დღით ადრე, მიღების დღეს და შემდეგ 2 დღის განმავლობაში.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების პოტენციური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემების არარსებობის პირობებში, რომლებსაც აქვთ უფრო გრძელი ნახევარგამოყოფის პერიოდი, როგორიცაა პიროქსიკამი ან როფეკოქსიბი, პემეტრექსედთან ერთდროული მიღება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა შეწყდეს მინიმუმ 5 დღით ადრე, მიღების დღეს და პემეტრექსედის მიღებიდან სულ მცირე 2 დღის განმავლობაში. თუ საჭიროა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული მიღება, პაციენტებში აუცილებელია მონიტორინგი ტოქსიკურობის, განსაკუთრებით მიელოსუპრესიის და კუჭ-ნაწლავის ტოქსიურობის გამო.
- პემეტრექსედი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს ღვიძლში.
ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით ინ ვიტრო კვლევების შედეგები მიუთითებდნენ, რომ პემეტრექსედი არ გამოიწვევს CYP3A, CYP2D6, CYP2C9 და CYP1A2-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების მეტაბოლური კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვან ინჰიბირებას.
- ყველა ციტოტოქსიკური საშუალებისთვის საერთო ურთიერთქმედება: კიბოს მქონე პაციენტებში თრომბოზის გაზრდილი რისკის გამო, ხშირია ანტიკოაგულაციური მკურნალობის გამოყენება. დაავადების დროს კოაგულაციის სტატუსის მაღალი ინდივიდუალური ცვალებადობა და ორალურ ანტიკოაგულანტებსა და კიბოს საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიას შორის ურთიერთქმედების შესაძლებლობა მოითხოვს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგის გაზრდის სიხშირეს, თუ გადაწყვეტილია პაციენტის მკურნალობა ორალური ანტიკოაგულანტებით.
- ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია: ყვითელი ცხელების ვაქცინა: ფატალური გენერალიზებული ვაქცინაციური დაავადების რისკი.
- ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული: ცოცხალი შესუსტებული ვაქცინები (გარდა ყვითელი ცხელებისა, რომლის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია): სისტემური, შესაძლოა ფატალური დაავადების რისკი. რისკი იზრდება სუბიექტებში, რომლებიც უკვე იმუნოსუპრესიულნი არიან მათი ძირითადი დაავადების გამო. გამოიყენეთ ინაქტივირებული ვაქცინა, ასეთის არსებობისას (პოლიომიელიტი).
- ორსულობა და ლაქტაცია
- არ არსებობს მონაცემები ორსულებში პემეტრექსედის გამოყენების შესახებ; მაგრამ პემეტრექსედმა, სხვა ანტიმეტაბოლური საშუალებების მსგავსად, სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები ორსულობის დროს გამოყენებისას. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პემეტრექსედი არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკაფიოდ არის აუცილებელი, დედის საჭიროებების და ნაყოფისთვის რისკის გულდასმით გათვალისწინების შემდეგ.
- რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პემეტრექსედით მკურნალობისას უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეფცია. პემეტრექსედს შეიძლება ჰქონდეს გენეტიკურად საზიანო ეფექტი. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცებს ურჩევენ არ იყოლიონ შვილი მკურნალობის დროს და შემდეგ 6 თვემდე. რეკომენდებულია კონტრაცეპტული ზომების მიღება ან თავშეკავება. ვინაიდან პემეტრექსედით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი უნაყოფობა, მამაკაცებს ურჩევენ მკურნალობის დაწყებამდე მიიღონ კონსულტაცია სპერმის შენახვის შესახებ.
- უცნობია გამოიყოფა თუ არა პემეტრექსედი დედის რძეში, და არ გამოირიცხება გვერდითი რეაქციები ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვში. პემეტრექსედით თერაპიის დროს ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
- ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ ჩატარებულა კვლევები სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, ცნობილია, რომ პემეტრექსედმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა. ამიტომ, პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ არ მართონ ავტომობილი ან მექანიზმები, თუ ეს მოვლენა განვითარდა.
- დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების მოხსენებული სიმპტომებია ნეიტროპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მუკოზიტი და გამონაყარი. დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი გართულებები მოიცავს ძვლის ტვინის დათრგუნვას, რაც გამოიხატება ნეიტროპენიით, თრომბოციტოპენიით და ანემიით. გარდა ამისა, შეიძლება გამოვლინდეს ინფექცია ცხელებით ან მის გარეშე, დიარეა და/ან მუკოზიტი. ჭარბი დოზირების საეჭვო შემთხვევაში, პაციენტები უნდა ჩაუტარდეთ სისხლის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, დამხმარე თერაპია. განხილული უნდა იყოს კალციუმის ფოლინატის/ფოლინის მჟავას გამოყენება პემეტრექსედის დოზის გადაჭარბების დროს.
- სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- გამოიყენეთ ასეპტიკური ტექნიკა პემეტრექსედის აღდგენისა და შემდგომი განზავების დროს ინტრავენური ინფუზიისთვის.
- გამოთვალეთ დოზა და ალგიკის ფლაკონების საჭირო რაოდენობა. თითოეული ფლაკონი შეიცავს პემეტრექსედის ჭარბ რაოდენობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საეტიკეტო რაოდენობის მიწოდება.
- აღადგინეთ პროდუქტი ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, კონსერვანტის გარეშე, რის შედეგადაც მიიღება 25მგ/მლ პემეტრექსედის შემცველი ხსნარი. ნაზად ატრიალეთ ფლაკონი, სანამ ფხვნილი მთლიანად არ დაიშლება. მიღებული ხსნარი გამჭვირვალეა და მისი ფერი მერყეობს უფეროდან ყვითელ ფერამდე ან მომწვანო-მოყვითალო ფერამდე, პროდუქტის ხარისხზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე. აღდგენილი ხსნარის pH არის 6.6-დან 7.8-მდე. საჭიროა შემდგომი განზავება.
1 ფლაკონი შეიცავს
ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) ხსნარის რაოდენობა
აღდგენილი პემეტრექსედის ხსნარის კონცენტრაცია
1 ფლაკონი (100 მგ)
- 2 მლ
25 მგ/მლ
1 ფლაკონი (300 მგ)
12 მლ
1 ფლაკონი (500 მგ)
20 მლ
- აღდგენილი პემეტრექსედის ხსნარის შესაბამისი მოცულობა შემდგომ უნდა განზავდეს 100 მლ ნატრიუმის ქლორიდის 9მგ/მლ (0.9%) საინექციო ხსნარით, კონსერვანტის გარეშე და შეიყვანოთ ინტრავენური ინფუზიის სახით 10 წუთის განმავლობაში.
- პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარები, რომლებიც მომზადებულია ზემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად, თავსებადია პოლივინიქლორიდის და პოლიოლეფინის შემცველ შესაყვან კომპლექტებთან და საინფუზიო ჩანთებთან.
- პარენტერალური სამკურნალო საშუალებები შეყვანამდე ვიზუალურად უნდა შემოწმდეს ნაწილაკებისა და გაუფერულების გამო. თუ შეინიშნება ნაწილაკები, არ გამოიყენოთ.
- პემეტრექსედის ხსნარები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- პემეტრექსედი ფიზიკურად შეუთავსებელია კალციუმის შემცველ გამხსნელებთან, ლაქტატირებული რინგერის და რინგერის ინექციის ჩათვლით. სხვა თავსებადობის კვლევების არარსებობის პირობებში, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა იყოს შერეული სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
- ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური კიბოს საწინააღმდეგო აგენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა აუცილებელი პემეტრექსედის საინფუზიო ხსნარებთან მუშაობისას და მომზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. პემეტრექსედის ხსნარის კანთან კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კანი საპნითა და წყლით. თუ პემეტრექსედის ხსნარი მოხვდა ლორწოვან გარსზე, კარგად ჩამოიბანეთ წყლით. პემეტრექსედი არ არის ვეზიკანტი. პემეტრექსედის ექსტრავაზაციის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დაფიქსირდა პემეტრექსედის ექსტრავაზაციის რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც მკვლევარის მიერ არ არის შეფასებული, როგორც სერიოზული. ექსტრავაზაცია იმართება სტანდარტული ადგილობრივი პრაქტიკით, როგორც სხვა არავეზიკანტების შემთხვევაში.
- განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
- გაუხსნელი ფლაკონი: შენახვის განსაკუთრებული ზომები არ არის საჭირო.
- აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები: ინსტრუქციის შესაბამისად მომზადებისას, ალგიკის აღდგენილი და საინფუზიო ხსნარები არ შეიცავს ანტიმიკრობულ კონსერვანტებს. პემეტრექსედის აღდგენილი და საინფუზიო ხსნარების ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოყენებისას ნაჩვენები იყო 24 საათი მაცივრის ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, პროდუქტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული. თუ დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, გამოყენებისას შენახვის ვადები და პირობები გამოყენებამდე არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და არ უნდა იყოს 24 საათზე მეტი 2°C-მდე.
- სხვა
- ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფოლიუმის მჟავას ანალოგები. ათქ კოდი: L01BA04.
პემეტრექსედი არის მრავალმიზნობრივი კიბოს საწინააღმდეგო ანტიფოლატური აგენტი, რომელიც მოქმედებს უჯრედების რეპლიკაციისთვის აუცილებელი ფოლატზე დამოკიდებული მეტაბოლური პროცესების დარღვევით.
ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი იქცევა როგორც მრავალმიზნობრივი ანტიფოლატი თიმიდილატ სინთაზას (TS), დიჰიდროფოლატ რედუქტაზას (DHFR) და გლიცინამიდ რიბონუკლეოტიდ ფორმილტრანსფერაზას (GARFT) ინჰიბირებით, რომლებიც მთავარი ფოლატ-დამოკიდებული ფერმენტებია თიმიდინისა და პურინის ნუკლეოტიდების de novo ბიოსინთეზისთვის. პემეტრექსედი ტრანსპორტირდება უჯრედებში, როგორც შემცირებული ფოლიუმის გადამტანის, ასევე მემბრანული ფოლიტის დამაკავშირებელი ცილის ტრანსპორტირების სისტემებით. უჯრედში მოხვედრისას პემეტრექსედი სწრაფად და ეფექტურად გარდაიქმნება პოლიგლუტამატურ ფორმებად ფერმენტ ფოლილპოლიგლუტამატ სინთეტაზას მეშვეობით. პოლიგლუტამატის ფორმები შენარჩუნებულია უჯრედებში და არის TS და GARFT-ის კიდევ უფრო ძლიერი ინჰიბიტორები. პოლიგლუტამაცია არის დროზე და კონცენტრაციაზე დამოკიდებული პროცესი, რომელიც ხდება სიმსივნურ უჯრედებში და, ნაკლებად, ნორმალურ ქსოვილებში. პოლიგლუტამატირებულ მეტაბოლიტებს აქვთ გაზრდილი უჯრედშიდა ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც იწვევს პრეპარატის გახანგრძლივებულ მოქმედებას ავთვისებიან უჯრედებში.
კლინიკური ეფექტურობა
EMPHACIS, მრავალცენტრული, რანდომიზირებული, ერთჯგუფიანი ბრმა მე-3 ფაზის კვლევა პემეტრექსედით პლუს ცისპლატინის versus ცისპლატინი ქიმიოთერაპიით არანამკურნალებ პაციენტებში ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომით, აჩვენებს, რომ პაციენტებს, რომლებსაც მკურნალობდნენ პემეტრექსედით და ცისპლატინით, ჰქონდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა 2,8 თვის საშუალო გადარჩენის მხრივ იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც მხოლოდ ცისპლატინს იღებდნენ.
კვლევის დროს, ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დაბალი დოზით დანამატები დაინერგა პაციენტების თერაპიაში ტოქსიკურობის შესამცირებლად. ამ კვლევის პირველადი ანალიზი ჩატარდა ყველა პაციენტის პოპულაციაზე, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ სამკურნალო ჯგუფში, სადაც იღებდნენ საკვლევ პრეპარატს (რანდომიზებული და ნამკურნალები). ქვეჯგუფის ანალიზი ჩატარდა პაციენტებზე, რომლებიც იღებდნენ ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დანამატებს საკვლევი თერაპიის მთელი კურსის განმავლობაში (სრულად დამატებული). ეფექტურობის ანალიზის შედეგები შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.
პემეტრექსედი პლუს ცისპლატინის ეფექტურობა versus ცისპლატინის ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის დროს
რანდომიზებული და ნამკურნალები პაციენტებ
პაციენტები, რომლებიც სრულად იღებდნენ დანამატებს
ეფექტურობის პარამეტრი
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=226)
ცისპლატინი
(N=222)
პემეტრექსედი/
ცისპლატინი
(N=168)
ცისპლატინი
(N=163)
საშუალო საერთო გადარჩენა (95% CI)
- 1
(10.0-14.4)
- 3
(7.8-10.7)
- 2
(11.4-14.9)
- 0
(8.4-11.9)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 020
- 051
საშუალო დრო სიმსივნის პროგრესირებამდე (თვეები)
(95% CL)
- 7
(4.9-6.5)
- 9
(2.8-4.4)
- 1
(5.3-7.0)
- 9
(2.8-4.5)
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 001
- 008
დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (თვეები)
(95% CI)
- 5
(3.9-4.9)
- 7
(2.1-2.9)
- 7
(4.3-5.6)
- 7
(2.2-3.1
ლოგ-რანგის p-მნიშვნელობა*
- 001
- 001
პასუხის საერთო მაჩვენებელი**
(95% CI)
- 3%
(34.8-48.1)
- 7%
(12.0-22.2)
- 5 %
(37.8-53.4)
- 6%
(13.8-26.6)
ფიშერის ზუსტი p-მნიშვნელობა*
<0.001
<0.001
აბრევიატურა: CI = სანდოობის ინტერვალი.
- p-მნიშვნელობა ეხება ჯგუფებს შორის შედარებას.
- * პემეტრექსედი/ცისპლატინის ჯგუფში, რანდომიზებული და ნამკურნალები (N=225) და სრულად დანამატების მიღებით (N=l67).
ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი სიმპტომების (ტკივილი და ქოშინი) სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პემეტრექსედის/ცისპლატინის ჯგუფში (212 პაციენტი) versus ცისპლატინის ჯგუფში (218 პაციენტი) ნაჩვენები იყო ფილტვის კიბოს სიმპტომების შკალის გამოყენებით. ასევე დაფიქსირდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ფილტვის ფუნქციის ტესტებში. სამკურნალო ჯგუფების განცალკევება მოხდა პემეტრექსედის/ცისპლატინის ჯგუფში ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესების და ფილტვის ფუნქციის გაუარესების მიხედვით დროთა განმავლობაში საკონტროლო ჯგუფში.
შეზღუდულია მონაცემები ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ მხოლოდ პემეტრექსედით. პემეტრექსედი 500 მგ/მ2 დოზით შესწავლილი იყო როგორც ერთადერთი აგენტი ქიმიოთერაპიით არანამკრნალებ 64 პაციენტში ავთვისებიანი პლევრის მეზოთელიომით. საერთო პასუხის მაჩვენებელი იყო 14.1%.
მრავალცენტრულმა, რანდომიზებულმა, მე-3 ფაზის ღია კვლევამ პემეტრექსედით versus დოცეტაქსელი ადგილობრივად შორსწასული ან მეტასტაზური არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებში, წინა ქიმიოთერაპიის შემდეგ, აჩვენა გადარჩენის საშუალო დრო 8,3 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ პემეტრექსედით (მკურნალობის განზრახვა [ITT] პოპულაცია N = 283) და 7.9 თვე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობდნენ დოცეტაქსელით (ITT N = 288).
პემეტრექსედის ეფექტურობა დოცეტაქსელთან შედარებით არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დროს - ITT პოპულაცია
პემეტრექსედი
დოცეტაქსელი
გადარჩენი დრო (თვეები)
საშუალო (თვე)
95% Cl საშუალოსთვის
(N=283)
- 3
(7.0-9.4)
(N=288)
- 9
(6.3-9.2)
HR
95% Cl HR-სთვის
არაუპირატესი p-მნიშვნელობა (HR
- 99
(0.82-1.20)
- 226
პროგრესირების გარეშე გადარჩენა (თვეები)
საშუალო
(N=283)
- 9
(N=288)
- 9
HR (95% Cl)
- 97 (0.8201.16)
დრო მკურნალობის წარუმატებლობამდე (TTTF-თვეები)
საშუალო
(N=283)
- 3
(N=288)
- 1
HR (95% Cl)
- 84 (0.71-0.997)
პასუხი (n: პასუხზე კვალიფიციური)
პასუხის მაჩვენებელი (%) (95% Cl)
(N=264)
- 1 (5.9-13.2)
(N=274)
- 8 (5.7-12.8)
სტაბილური დაავადება
- 8
- 4
აბრევიატურები: CI - ნდობის ინტერვალი HR- საფრთხის კოეფიციენტი ITT= მკურნალობის განზრახვა N=საერთო პოპულაციის ზომა
- ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკური თვისებები ერთი აგენტის მიღების შემდეგ შეფასდა 426 კიბოს მქონე პაციენტში, სხვადასხვა სოლიდური სიმსივნეებით, დოზებით 0.2-დან 838 მგ/მ2-მდე ინფუზიით 10 წუთის განმავლობაში. პემეტრექსედს აქვს განაწილების სტაბილური მოცულობა 9 ლ/მ2. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი დაახლოებით 81% უკავშირდება პლაზმის ცილებს. შეკავშირებაზე თირკმელების უკმარისობის სხვადასხვა ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენდა. პემეტრექსედი განიცდის შეზღუდულ მეტაბოლიზმს ღვიძლში. პემეტრექსედი ძირითადად გამოიყოფა შარდით, შეყვანილი დოზის 70%-დან 90%-მდე გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ პემეტრექსედი აქტიურად გამოიყოფა OAT3-ით (ორგანული ანიონის გადამტანი).
პემეტრექსედის საერთო სისტემური კლირენსი არის 91.8მლ/წთ და პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3,5 საათს თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 90მლ/წთ). კლირენსის ცვალებადობა პაციენტს შორის არის ზომიერი 19.3%. პემეტრექსედის საერთო სისტემური ექსპოზიცია (AUC) და მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში იზრდება დოზის პროპორციულად. პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკა თანმიმდევრულია მკურნალობის მრავალი ციკლის განმავლობაში.
პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე გავლენას არ ახდენს ერთდროულად მიღებული ცისპლატინი. პერორალური ფოლიუმის მჟავა და B12 ვიტამინის ინტრამუსკულური დანამატი არ მოქმედებს პემეტრექსედის ფარმაკოკინეტიკაზე.
- უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ორსულ თაგვებზე პემეტრექსედის შეყვანამ გამოიწვია ნაყოფის სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება, ნაყოფის წონის დაქვეითება, ზოგიერთი ჩონჩხის სტრუქტურის არასრული ოსიფიკაცია და სასის ნაპრალი. მამრ თაგვებში პემეტრექსედის შეყვანამ გამოიწვია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, რომელიც ხასიათდება ნაყოფიერების დაქვეითებით და სათესლე ჯირკვლის ატროფიით. კვლევაში, რომელიც ჩატარდა ბიგლის ჯიშის ძაღლზე ინტრავენური ბოლუსის ინექციით 9 თვის განმავლობაში, დაფიქსირდა სათესლე ჯირკვლის დარღვევები (თესლისებრი ეპითელიუმის დეგენერაცია/ნეკროზი). ეს მიუთითებს, რომ პემეტრექსედმა შეიძლება გააუარესოს მამაკაცის ნაყოფიერება. ქალის ნაყოფიერება არ იყო შესწავლილი.
პემეტრექსედი არ იყო მუტაგენური არც ინ ვიტრო ქრომოსომის აბერაციის ტესტში ჩინური ზაზუნის საკვერცხის უჯრედებში და არც ეიმსის ტესტში. პემეტრექსედმა აჩვენა, რომ არის კლასტოგენური თაგვებში in vivo მიკრობირთვის ტესტში.
კვლევები პემეტრექსედის კანცეროგენული პოტენციალის შესაფასებლად არ ჩატარებულა.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
შენახვა
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (l-30°C) დახურულ კონტეინერში.
შეფუთვა
1 ფლაკონი / ყუთი
მწარმოებელი:
ILDONG PHARMACEUTICAL CO., LTD.
სათაო ოფისი: 2, Baumoe-ro 27-gil, Seocho-gu, Seoul, Korea
ქარხანა: 25, Gongdan l-ro, Anseong-si, Gyeonggi-do, Korea
CS: (ტელეფონი) 080-022-1010
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.