ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივი#რუსეთი
არქივი

#რუსეთი

news.ge-ის ძველი საიტის რედაქციის 3503 სტატია ამ თემაზე, ცვლილებების გარეშე.

5 ივლისი, 2026

დიმიტრი პესკოვი - მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია - იცით, რატომ? კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და სამწუხაროდ, ვაშინგტონი

სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომივით მიმდინარეობს, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და ვაშინგტონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი…

5 ივლისი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ - ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და მის ხმას წონა უნდა ჰქონდეს

მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებებში, რუსეთზე ზეწოლასა და მშვიდობასთან მიახლოებაში ყველა ნაბიჯი მაქსიმალურად კარგად იყოს მომზადებული და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან მჭიდროდ კოორდინირებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ…

5 ივლისი, 2026

უკრაინელებმა ყირიმში სამხედრო აეროდრომსა და ხიდებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში დროებით ოკუპირებულ „გვარდეისკოეს“ აეროდრომს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ზარალის მასშტაბი, ამ დროისთვის, უცნობია.…

5 ივლისი, 2026

ჩინეთი და რუსეთი ივლისში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და რუსეთი ივლისში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ. „Joint Sea-2026“-ის სახელწოდებით დაგეგმილი მანევრები ჩინეთის ქალაქ ცინდაოს მახლობლად, საზღვაო აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში ჩატარდება. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით,…

5 ივლისი, 2026

„საქართველოს 10 დღეში გავანადგურებთ!“ - დრონებით მუქარა ოკუპირებული აფხაზეთიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიქართული რიტორიკა და ნარატივები აქტუალურობას არ კარგავს. ვეტერანთა ორგანიზაცია "აარუას" ლიდერი ტიმურ გულია თბილისს დრონებით განადგურებით ემუქრება, რომ აფხაზეთს შეუძლია დღეში 1000 დრონი გაუშვას საქართველოსკენ და "10…

5 ივლისი, 2026

რუსეთის მოქალაქე: ხალხო, ეს ხელოვნური დეფიციტი არ არის, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განადგურებულია

"მოკლედ, დღეს ნაცნობობით ნავთობბაზაზე მივედი. მოკლედ, 120 ლიტრი ბენზინი დამპირდნენ. წავედი, ექვსი კანისტრა გავავსე და თან იქაურებს ველაპარაკე. მინდოდა გამეგო, ეს ყველაფერი ხელოვნურად იქმნება თუ არა. მითხრეს: „არა, ძმაო, ხელოვნური საერთოდ…

4 ივლისი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკა აიღეს - რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკა აიღეს - რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გერმანიის კანცლერ…

4 ივლისი, 2026

ანა დოლიძე: ასეთი მჭიდრო კავშირი სპარსეთთან, რაც ამ ხელისუფლებამ გააბა, ისტორიულად არასდროს გვქონია (ვიდეო)

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ასეთი მჭიდრო კავშირი სპარსეთთან, რაც დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ გააბა, ისტორიულად არასდროს გვქონია. ანა დოლიძე ამით მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლას გამოეხმაურა. პოლიტიკოსის…

3 ივლისი, 2026

Forbes: ანონიმურმა მომხმარებელმა კრიპტო ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე 400 000 დოლარის ოდენობის ფსონი დადო იმის პროგნოზით, რომ ვლადიმერ პუტინი 2026 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება

ანონიმურმა მომხმარებელმა კრიპტო ფსონების პლატფორმა Polymarket-ზე 400 000 დოლარის ოდენობის ფსონი დადო იმის პროგნოზით, რომ ვლადიმერ პუტინი 2026 წლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტი აღარ იქნება, იუწყება Forbes. ფსონი, რომლის შესახებაც პირველად NBC…

3 ივლისი, 2026

კიევზე 2 ივლისის თავდასხმების ბრძანება გერასიმოვმა გასცა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება უკავშირდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე…

3 ივლისი, 2026

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე... ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი

პროკურორებმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი წაუყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც 22 ივნისს დედაქალაქში, დადიანის ქუჩის ტროტუარზე მდგომი ქალი იმსხვერპლა. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „[ავტომობილის] შეჯახების შედეგად…

3 ივლისი, 2026

ევროკავშირმა სანქციების დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და სიკვდილში მონაწილეობდნენ

ევროკავშირმა სანქციების დაუწესა რუსეთის 6 მოქალაქეს, რომლებიც ნავალნის მოწამვლასა და სიკვდილში მონაწილეობდნენ | ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს და წერს, რომ პირები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის შემუშავებაში.…

3 ივლისი, 2026

Deutsche Welle: რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ამოიწურა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ამოიწურა | ინფორმაციას Deutsche Welle ქალაქის მუნიციპალური კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სადგურები საწვავს ახლა მხოლოდ კორპორატიული ბარათებით გასცემენ.…

3 ივლისი, 2026

უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დაარტყა ყირიმის ორ უდიდეს ავიაბაზას

უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დაარტყა ყირიმის ორ უდიდეს ავიაბაზას. ევპატორიასთან მდებარე საკის აეროდრომზე დაარტყეს 7 ანგარს, სადაც განთავსებული იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გამანადგურებლები Су-30СМ და Су-30, ასევე Су-24…

3 ივლისი, 2026

გიორგი გამსახურდია: წაეთრიეთ რა, ხომ გაქვთ უვიზო რუსებთან (არც მანამდე გიჭირდათ) და ეყარეთ იქ...

"გაიხსენებ კაცი ყველა იმ საშინელებებს, რომელთა 99% რუსებმა დაგვმართა მათი საქართველოში გდების დასაბამიდან და ამოგიგდებს მერე, რუსის ტანკებზე შემოსკუპებულ, ე.წ ქართველ "პოლიტიკოსებს". მერე გადართავ რომელიმე არხზე და იქიდან, იმოძღვრებიან…

3 ივლისი, 2026

ჰენდრიკ ილვესი: რუსეთი ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს

"რუსეთი ყაზახეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს რუსეთთან საზღვრების ჩაკეტვას სთხოვს. მობილიზაცია ახლოვდება. "შავი აგვისტო" კარსაა მომდგარი. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კრემლმა რამდენიმე მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან (პირველ…

2 ივლისი, 2026

კიევი (ვიდეო)

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასშტაბური იერიშის შედეგად კიევის დარნიცკის რაიონში ცხრასართულიანი კორპუსის…

2 ივლისი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი დღევანდელი დაბომბვისთვის სამართლიან პასუხს მიიღებს (ვიდეო)

პუტინი ომს აგებს, ცხადია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დარტყმებს მხოლოდ გააძლიერებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის დარნიცკის უბანში რუსული დარტყმის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “პუტინი ომს აგებს,…

2 ივლისი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა - მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსების მიერ განხორციელებული მასშტაბური იერიშის შემდეგ კიევში…

2 ივლისი, 2026

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო შეუძლებელს ხდის სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას

საქართველო სამხედრო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევას ხელს უშლის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ განაცხადა.…

1 ივლისი, 2026

მამუკა მდინარაძე: ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი!

დიდი სისულელე მგონია, რომ ამ კამერებს [შსს] მოსკოვში ყიდულობს. არათუ მოსკოვი და რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩემთან არ შემოსულა ხელმოსაწერად. ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან…

1 ივლისი, 2026

სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონი

ნონა ქურდოვანიძე იურისტი, საიას ყოფილი თავმჯდომარე "სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის დეკემბერში არაკონსტიტუციურად ცნო სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდველი კანონი. ამ კანონს სლოვაკი უფლებადამცველები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ…

1 ივლისი, 2026

ვოლოდიმირ ზელენსკი - ველით, რომ ირლანდიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში რუსეთზე ზეწოლა გაფართოვდება

დღეს ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს. ვულოცავთ ირლანდიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ექვსთვიანი პერიოდიდან არც ერთი თვე არ დაიკარგება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა,…

1 ივლისი, 2026

დრონებით თავდასხმა პენზაზე - სამიზნე სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული საწარმო იყო

რუსეთის ქალაქ პენზაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო ფიზიკური გაზომვების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის სამხედრო ტექნიკისა და სარაკეტო…

1 ივლისი, 2026

რუსეთში დააპატიმრეს ყოფილი სამხედრო, რომელიც პუტინთან შეხვედრას ითხოვდა და ჯარში ამბოხით იმუქრებოდა

რუსეთში დააპატიმრეს ყოფილი სამხედრო, რომელიც პუტინთან შეხვედრას ითხოვდა და ჯარში ამბოხით იმუქრებოდა | ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ყოფილ რუს სამხედროსა და ბლოგერს, ალექსანდრ ლუნინს ადმინისტრაციული მუხლით -…

30 ივნისი, 2026

გოჩა მირცხულავა: რატომ იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას, რომ ასეთ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი პირადად დაესწროს აიათოლას დაკრძალვას? აქ რამდენიმე შესაძლო მოტივია

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა: რატომ იღებს სახელმწიფო გადაწყვეტილებას, რომ ასეთ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი პირადად დაესწროს აიათოლას დაკრძალვას? აქ რამდენიმე შესაძლო მოტივია. პირველი - დიპლომატიური პროტოკოლი. სახელმწიფოების პირველი პირები…

30 ივნისი, 2026

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი „აჟიოტაჟური მოთხოვნის შემცირების” მიზნით, ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთი სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი კონტაქტებს ახორციელებს სხვა ქვეყნებთან ნავთობპროდუქტების შესაძლო…

30 ივნისი, 2026

ირაკლი მელაშვილი: ფაქტია, რომ გამოჩნდა. ალბათ, შემთხვევით არ გამოჩენილა. მამამის უნდა მიეხმაროს, თუ ხედავს რომ „ოცნებას“ ახალგაზრდებში პრობლემა აქვს, არ ვიცი. რა მიზნებიც აქვს, გამოჩნდება

ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის პრობლემა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კი არა, დასავლეთთან ურთიერთობების გაუარესებაა. შესაბამისი განცხადება ანალიტიკოსმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში…

30 ივნისი, 2026

„გახარია საქართველოსთვის“ - დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება - მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) 67-ე რაუნდი იწყება. წინა რაუნდის შემდეგ, მოსკოვმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რომელიც მის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას…