არქივი3 ივლისი, 2026, 19:34
Deutsche Welle: რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ამოიწურა

რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ამოიწურა | ინფორმაციას Deutsche Welle ქალაქის მუნიციპალური კონტროლის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სადგურები საწვავს ახლა მხოლოდ კორპორატიული ბარათებით გასცემენ.
მათი ცნობით, ეს ბარათები კომპანიებზე გაიცემა საწვავის ოპერატორებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე და განკუთვნილია სამსახურებრივი ტრანსპორტისთვის. გამოცემა წერს, რომ დიზელის საწვავი ქალაქში ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია, თუმცა მკაცრად შეზღუდული რაოდენობით - მხოლოდ რვა ავტოგასამართ სადგურზე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.