კიევზე 2 ივლისის თავდასხმების ბრძანება გერასიმოვმა გასცა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის წინააღმდეგ ომის დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ბრალდება უკავშირდება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ საჰაერო თავდასხმებს, მათ შორის 2 ივლისის დარტყმებს კიევზე, რაც ჟენევის კონვენციების დარღვევად ფასდება.
🔻 საქმე აღიძრა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას და ამგვარი ბრძანებების გაცემას გულისხმობს. უკრაინის სპეცსამსახურების განცხადებით, სწორედ გერასიმოვმა გასცა ბრძანება 2 ივლისს კიევის საცხოვრებელ კორპუსებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო