ჩინეთი და რუსეთი ივლისში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი და რუსეთი ივლისში ერთობლივ საზღვაო წვრთნებს გამართავენ. „Joint Sea-2026“-ის სახელწოდებით დაგეგმილი მანევრები ჩინეთის ქალაქ ცინდაოს მახლობლად, საზღვაო აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში ჩატარდება.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნების დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი წყნარი ოკეანის შესაბამის რაიონებში ერთობლივ პატრულირებას დაიწყებს. უწყების განმარტებით, აქტივობა ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების წლიური თანამშრომლობის გეგმის ნაწილია და მიზნად უსაფრთხოების გამოწვევებზე ერთობლივ რეაგირებასა და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ისახავს.

ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ხდება. პეკინი და მოსკოვი ოფიციალურად ამბობენ, რომ წვრთნები მესამე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა დასავლეთში მათ მზარდ სამხედრო კოორდინაციას ყურადღებით აკვირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი პესკოვი პუტინი-ფაშინიანის საუბარზე – ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის, რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად