ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკა აიღეს - რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკა აიღეს - რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება

პუტინი ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა კონსტანტინოვკა აიღეს - რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს ესაუბრა.

„ახლა მთავარი პრიორიტეტი Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტებია, რათა ჩვენი ხალხი რუსული ბალისტიკური თავდასხმებისგან დავიცვათ. ჩვენი საუბრის მთავარი თემა ეს იყო“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის თქმით, გერმანიის კანცლერთან ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილა.

„ამერიკის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს პუტინმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიოსა და აშშ-ის პრეზიდენტისთვის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ტყუილი ეთქვა. ის ამტკიცებს, რომ რუსულმა ჯარებმა დონბასში კონსტანტინოვკა აიღეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მორიგი რუსული ტყუილია და ახალი ამბების ხელოვნურად შექმნის მცდელობა. კონსტანტინოვკა რუსეთის კონტროლის ქვეშ რომ იყოს, მაშინ პუტინს არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რომ შემხვდეს, ამ ომის დიპლომატიური გზის პოვნის მიზნით. მაგრამ, ფაქტია, რომ ის ფრონტის ხაზს არ გადმოკვეთს - რეალობა პუტინის სიტყვებისგან სრულიად განსხვავებულია“, - აცხადებს ზელენსკი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.