არქივი3 ივლისი, 2026, 15:18
უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დაარტყა ყირიმის ორ უდიდეს ავიაბაზას

უკრაინის უშიშროება აცხადებს, რომ დაარტყა ყირიმის ორ უდიდეს ავიაბაზას. ევპატორიასთან მდებარე საკის აეროდრომზე დაარტყეს 7 ანგარს, სადაც განთავსებული იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გამანადგურებლები Су-30СМ და Су-30, ასევე Су-24 ტიპის ბომბდამშენი. უკრაინელთა ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა 7 საბრძოლო თვითმფრინავი.
რაც შეეხება ჰვარდიისკის აეროდრომს აქ დაიბობმა ანგარები სადაც ინახებოდა „შაჰიდები“.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.