: ასეთი მჭიდრო კავშირი სპარსეთთან, რაც ამ ხელისუფლებამ გააბა, ისტორიულად არასდროს გვქონია (ვიდეო)

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ამბობს, რომ ასეთი მჭიდრო კავშირი სპარსეთთან, რაც დღევანდელმა საქართველოს ხელისუფლებამ გააბა, ისტორიულად არასდროს გვქონია.

ანა დოლიძე ამით მიხეილ ყაველაშვილის ირანში ჩასვლას გამოეხმაურა. პოლიტიკოსის თქმით, “შეიძლება, სწორედ ისე, როგორც მოსკოვის წარმომადგენლები ჩადიან იქ, ჩვენს წარმომადგენლებსაც ევალებათ ამ კლუბში თავის გამოჩენა”.

ასეთი მჭიდრო, სიმბოლური კავშირი სპარსეთთან რომელიც ახლა ამ ხელისუფლებამ გააბა, ჩვენ ისტორიულად არასოდეს გვქონია. ეს კავშირი ძალიან სახიფათოა, იმიტომ, რომ რეგიონი და ზოგადად სფერო, ძალიან მგრძობიარეა ახლა. გასაგებია, შეიძლება ამ ნაბიჯების გადადგმა არც ექვემდებარება საკუთარ ნებას, შეიძლება, სწორედ ისე, როგორც მოსკოვის წარმომადგენლები ჩადიან იქ, ჩვენს წარმომადგენლებსაც ევალებათ ამ კლუბში თავის გამოჩენა. 

გუშინ დასავლეთის მიერ სანქცირებული და იზოლირებული ლიდერების გვერდით ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა.

ცერემონიაზე, ყაველაშვილის გარდა, იმყოფებოდნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ჩინეთის დელეგაცია და ირანის რეჟიმის წარმომადგენლები.