რუსეთის მოქალაქე: ხალხო, ეს ხელოვნური დეფიციტი არ არის, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განადგურებულია

“მოკლედ, დღეს ნაცნობობით ნავთობბაზაზე მივედი. მოკლედ, 120 ლიტრი ბენზინი დამპირდნენ. წავედი, ექვსი კანისტრა გავავსე და თან იქაურებს ველაპარაკე. მინდოდა გამეგო, ეს ყველაფერი ხელოვნურად იქმნება თუ არა. მითხრეს: „არა, ძმაო, ხელოვნური საერთოდ არ არისო“. იმდენად არ არის ხელოვნური, რომ მითხრეს – აი, ახლა კი გაძლევთ ამ ბენზინს, მაგრამ ორ დღეში რომ მოხვიდე, შეიძლება ბენზინი საერთოდ აღარ გვქონდესო. ანუ, საქმე ამდენად ცუდად არის.
ფასი რომ გაიგოთ – დღეს ბენზინი 125 რუბლად ვიყიდე. ავტოგასამართ სადგურებზე კი 80 რუბლად ყიდიან. მე იქ 125-ად ვიყიდე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ რიგებში არ ვმდგარიყავი 4-5 საათი. მეორე კიდევ – ვკითხე, „გასამართ სადგურებზე თქვენზე იაფი რატომ არის-მეთქი?“ მითხრა, იმიტომ, რომ იქ სახელმწიფო არ აძლევს ნებას ფასი ასე მკვეთრად გაზარდონო. ხედავ, ყოველდღე 5 რუბლით უზრდიანო, ერთბაშად მომატების უფლებას არ აძლევენო.
მოკლედ, ხალხო, ეს ხელოვნური დეფიციტი არ არის, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. დაგვენ*რა, რბილად რომ ვთქვათ. დაგვენ*რა. იქ ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განადგურებულია და რამდენი დრო დასჭირდება მათ აღდგენას, მუშაობისა და ნავთობის გადამუშავების განახლებას, რომ ბენზინი და დიზელი მიიღონ უცნობია.
ასე რომ, წინ ძალიან რთული პერიოდი გველის. ვისაც საშუალება გაქვთ, მოიმარაგეთ, მეტი რა გითხრათ. ადრე ასეთ ხალხს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი: „აქაოდა, მთელი ცხოვრების სამყოფს მაინც ხომ ვერ მოიმარაგებ-მეთქი“. გასაგებია, მთელი ცხოვრება ვერ გეყოფა, მაგრამ თადარიგისთვის ორი-სამი კანისტრა თუ გექნება გადანახული, ვფიქრობ, კარგი იქნება. ღმერთმა არ ქნას, რამე სასწრაფო მოხდეს, რომ წასვლა-წამოსვლა მაინც შეძლო. აი, ასეთი ამბებია. ჯანმრთელად იყავით და მდიდრულად იცხოვრეთ, მეტი რა ვთქვა. სიკეთე ყოფილიყოს” | ამბობს რუსეთის მოქალაქე.
🔴 უკრაინული თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის სერიოზული დეფიციტია. რუსებს ბენზინის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიან რიგში დგომა საათები და ზოგჯერ მთელი ღამეც უწევთ. საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით ნავთობკომპანიები და ბენზინგასამართი სადგურები შეზღუდვებსაც აწესებენ. ავტომობილების კილომეტრიანი რიგებია მოსკოვშიც. უკრაინელები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ინტენსიურად ბომბავენ.