VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

თბილისის “დინამომ” იოლად დაამარცხა მეტოქე, ვისთანაც ბოლო პერიოდში მხოლოდ წაგებები ჰქონდა. ეს ბოლოდროინდელი გაბრაზება თემურ ქეცბაიას გუნდმა ერთი ლამაზი მოგებით პატარა ზეიმად აქცია. “დინამოს” და მის მწვრთნელს სჭირდებათ ასეთი გამარჯვებები და თუ რატომ, ამის ახსნას აღარ დავიწყებთ.
განსაკუთრებით გამოვყოფდით ორ ფეხბურთელს – ნინუას და ხარაიშვილს. პირველმა ანგარიში გახსნა (ბოლოს საგოლე პასიც მიითვალა) და “დინამოს” ფსიქოლოგიური წნეხი დასაწყისშივე მოუხსნა, ხოლო მეორემ დუბლი შეასრულა. ფორმაში შესული ხარაიშვილი ქეცბაიასთვის დამატებითი ბონუსია.
ამრიგად, “დინამო” დაბრუნდა მესამე ადგილზე და 4 ქულით ჩამორჩება (ერთი მატჩი მარაგში აქვს) ლიდერ “რუსთავს”, ხოლო ორით – მეორეადგილოსან ბათუმის “დინამოს. 40 ქულით მე-3 ადგილზეა “იბერია”, რომელსაც ორი მატჩი აქვს გამოტოვებული.
დინამო (თბ)-გაგრა 4:0
1:0 ნინუა (3, სანტუსის პასით), 2:0 ხარაიშვილი (35, ტეიშეირას პასით), 3:0 ხარაიშვილი (45), 4:0 კურდიჩი (64, ნინუას პასით)
დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, სანტუსი (გოგუა 74), უელტონ კარვალიო, კანკავა (კაკაშვილი 74), ნინუა, ხარაიშვილი (ჰური 57), ტეიშეირა (კვარაცხელია 70), დოლტმურზიევი (ვაწაძე 57)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, ვანდერსონი, გურჩიანი, სკრიპნიკი, ფეიქრიშვილი (ნაზაროვი 69), ბლიზნიჩენკო, მუჯირი (ანდრეიჩუკი 46), გოშთელიანი (ვინისიუს სეზარი 46, ზოიძე 62)
არბიტრი: გიორგი მაჩიტიძე
63-ე წუთზე ორი გაფრთხილების გამო გააძევეს პორფირიო (გაგრა)