ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

"იბერიას" ძალიან გაუჭირდა "სპაერის" დამარცხება. დღესდღეობით ეს გუნდები ფორმაში ვერ არიან და მათგან ხარისხიანი თამაში მოსალოდნელი არ იყო, თუმცა ბრძოლა რომ იქნებოდა, ამაში ეჭვი არ გვეპარებოდა. ასეც მოხდა.

"სპაერი" არ იყო ძალიან შორს გამარჯვებისგან, თუმცა უფრო მაღალი კლასის გუნდს გაუმართლა და მეთორმეტე დამატებულ წუთზე (რაც "სპაერის" ტრავმირებული მოთამაშის საავადმყოფოში გადაყვანამ და სასწრაფო დახმარების ლოდინმა გამოიწვია) ბედოშვილმა გოლით დაასრულა ჯინჯოლავას გადაცემა.

ამ გამარჯვების შემდეგ "იბერია" მე-3 ადგილზე გადავიდა, "სპაერის" ხანგრძლივი მოუგებელი სერია კი ამ გუნდს გასავარდნ ზონაში ჩარჩენასთან აახლოვებს.

იბერია 1999-სპაერი 1:0

1:0 ბედოშვილი (90+12, ჯინჯოლავას პასით)

იბერია: მეგრელიშვილი, ბოჭორიშვილი (ქობულაძე 46), ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, დადიანი (კულიევი 90+10), ალჰასანი (კუცია 32), ტიბუე (ბედოშვილი 60), კაფე (ძაგანია 60), ნაჭყებია, სიხარულაშვილი

სპაერი: ფუტკარაძე, მატენჯვა, კენჭაძე, გრიგალაშვილი, სამხარაძე, ასკურავა, ცალუღელაშვილი (გორდეზიანი 90+10), ჯიბრილი (ინჯგია 49), ცეცხლაძე (ბასილაშვილი 77), ცირდავა, კოხრეიძე (გოლუბიანი 90+10)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.