“დავით პეტრიაშვილზე” ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. არცერთი გუნდი იმდენად უკეთესი არ იყო მეტოქეზე, რომ მოგება დაემსახურებინა.
პირველი ტაიმი არაფრად ვარგოდა. გავიდა ერთადერთი გოლი და ისიც – კურიოზული. კარის წინ მდგომ ჭავჭანიძეს ბურთი მოხვდა და კარში შეგორდა.
ასე დაწინაურდა “ტორპედო” ავტოგოლით. მეორე ტაიმში ბევრად უკეთესი თამაში ვნახეთ და თუ სადმე სამართალი იყო, გოლებიც უნდა გასულიყო…
მაგრამ გავიდა მხოლოდ ერთი – შეცვლაზე შესულმა გოშთელიანმა ასევე შეცვლაზე შესული მუჯირის პასით გაათანაბრა ანგარიში, რომელიც თამაშის ბოლომდე არ შეცვლილა.
“გაგრა” რჩება პლეი აუტის ზონაში, რომლისგან სულ 5 ქულა აშორებს “ტორპედოს”. მომდევნო ტურში გაგრელები თბილისის “დინამოს” ესტუმრებიან, ხოლო “ტორპედო” “სამგურალს” მიიღებს.
გაგრა-ტორპედო 1:1
0:1 ჭავჭანიძე (21, საკუთარ კარში), 1:1 გოშთელიანი (74, მუჯირის პასით)
გაგრა: ვორობეი, კლაუდინეი, ჭავჭანიძე, პორფირიო, არსიჩი (მუჯირი 69), ცინცაძე, გურჩიანი (ადეიეიე 69), ფეიქრიშვილი (სკრიპნიკი 89), ვანდერსონ სილვა, ბლიზნიჩენკო (ხაჩიძე 83), ანდრეიჩუკი (გოშთელიანი 46)
ტორპედო: გოშაძე, კუპრავა, შიმიჩი, ბუკია, სტამატოვი (ლაცაბიძე 81), ითრაქი, მამუჩაშვილი (გერგედავა 73), ლომინაძე, პირესი, ანდრიჩი, დეისაძე (სკორუპი 64)
გაფრთხილება: ბლიზნიჩენკო (32), სტამატოვი (60), პორფირიო (85), ცინცაძე (87)
არბიტრი: ალეკო აფციაური
87-ე წუთზე მსაჯთან კამათისთვის გააძევეს მათე ცინცაძე (გაგრა)