ქართული გვარი მსოფლიო ფეხბურთის დიდ ისტორიაში და ბრძოლა, რომელიც ახლა სულ სხვა მოედანზე გრძელდება - "კურიერი P.S."-ის რეპორტაჟი ხვიჩა კვარაცხელიას მშობლიური კუთხიდან
მძიმე ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაცია ყატარში ჩაუტარდა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კონტრაქტის გახანგრძლივება გადაუწყვიტა — ფეხბურთელს მხარდაჭერას მშობლიურ წალენჯიხასა და საერთაშორისო საფეხბურთო წრეებში უცხადებენ.
ბიჭი წალენჯიხიდან - მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, რომელიც ახლა ყველაზე რთულ თამაშს თამაშობს, მძიმე ტრავმას მკურნალობს, მისი განვლილი გზა კიდევ ერთხელ გაგვახსენა. ბიჭი, რომელმაც მშობლიური სამეგრელო მთელს მსოფლიოს გააცნო. ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივრებიც წალენჯიხაში ჰყავს.
საფეხბურთო გუნდი "სქურის," პატარა წალენჯიხელების ყველაზე დიდი საფიქრალი ახლა ტრავმირებული კვარაა, ხვიჩა, რომელმაც ფეხბურთი შეაყვარათ, თამაში დააწყებინათ და მკაფიოდ აჩვენა, რომ ოცნებები ხდება.
თამში, რომლითაც მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავის გამხნევება სურთ. მატჩის გადასაღებად მისულებს მოედანზე სამი კვარა დაგვხვდა.
თამაში დაიწყო - გატანილი გოლები კვარას მიეძღვნა კვარადონას ჟესტით.
სოლიდარობის მატჩს ხვიჩას ბიძა დაესწრო. შესაძლოა აღნიშნული კადრები კვარამაც ნახოს. პატარებს მისთვის ყველაზე გულწრფელი სათქმელი აქვთ.
დღეს მათი კუმირი იძულებულია ფეხბურთის ყველაზე რთულ გამოწვევას შეეჭიდოს. ტრავმა, ოპერაცია, ხანგრძლივი რეაბილიტაცია.
მის ეზოს და მინდორს ალბათ პატარა კვარას ბევრი ბურთი ახსოვს. საზაფხულო არდადეგებს ძირითადად აქ ატარებდა. შემდეგ იყო პირველი ნაბიჯები დიდ სტადიონზე.
7 წლის კვარას საფეხბურთო ანბანი ანზორ ზუკაკიშვილმა შეასწავლა. დიდი ფეხბურთელი ბოლოს რამდენიმე წლის წინ შემთხვევით ნახა.
მერე იყო "თბილისის დინამო" - კახა კაჭარავამ სრული ნდობა გამოუცხადა და კვარა უმაღლეს ლიგაში ათამაშა. ყოფილი მწვრთნელისთვის რთული სანახავი იყო ტრავმა, რომელიც თავადაც გამოუცდია.
კვარა საფეხბურთო სამყაროსთვისაც დიდი ჯილდოა, ტრავმის გამო ვერ დაესწრო "ოქროს ბურთის" დაჯილდოებას, სადაც მე-6 ადგილი ერგო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებდა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილით საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა.
უიღბლო მომენტი - მან ტრავმა 20 ოქტომბერს პარკ დე პენსის სტადიონზე პსჟ-ბარსელონას მატჩის დროს, 59-ე წუთზე მიიღო. ამ დროს მეტოქე ხავი ესპარტისთან ბურთისთვის იბრძოდა.
კვლევებმა მუხლის წინა მარჯვენა იოგის გაწყვეტა დაადასტურა.
მილიონობით გულშემატკივართან ერთად, სოციალურ ქსელში კვარას სოლიდარობა მისმა ბავშვობის კუმირმა, რონალდუმ გამოუცხადა.
თორნიკე კვარაცხელიამ უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩში კოპენჰაგენთან გატანილი ორივე გოლი უფროს ძმას მიუძღვნა.
სოლიდარობის ჯაჭვი პსჟ-სგან - 26 ოქტომბერს "ლიონთან" გამარჯვება კვარას მიეძღვნა, მათ შორის, მაილუს გოლი.
"კვარა, წითელი და ლურჯი ხალხი შენთან არის" - გულშემატკივრებმა სტადიონზე უზარმაზარი ბანერი გაშალეს. "პარი სენ-ჟერმენის" ყველაზე ამაღელვებელი გადაწყვეტილებაც გასაჯაროვდა - ტრავმირებულ კვარას კონტრაქტს უხანგრძლივებენ.
და ყველზე მთავარი - ოპერაცია ყატარში ერთ-ერთ საუკეთესო ჰოსპიტალში, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ქირურგმა პიტერ ვერდონკმა ჩაუტარა. კლინიკიდან ხვიჩას პირველი ფოტოც გავრცელდა.
დოჰას კლინიკაში მსოფლიოს ქართველი ვარსკვლავი "პარი სენ-ჟერმენის" მფლობელმა მოინახულა.
კვარას საბოლოო გამოჯანმრთელებაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფიზიოთერაპევტი რიად მილადი ზრუნავს.
კვარას დიდ სტადიონზე დაბრუნებას მილიონობით გულშემატკივართან ერთად, მოუთმენლად ელოდებიან პატარა წალენჯიხელები.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…