სპორტის მინისტრმა ნონა გაფრინდაშვილს სენიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ნონა გაფრინდაშვილს სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის მეცხრე ტიტულის მოპოვება მიულოცა. მოჭადრაკის თქმით, ტურნირზე გავრცელებული ვირუსისა და უძილობის მიუხედავად, გამარჯვება მაინც შეძლო.