პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მონაკოში გამართული სპორტის საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

მონაკოში გამართული სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორ ოლივიე ნიგლის შეხვდა და ქვეყანაში ანტიდოპინგური სისტემის გაძლიერებაზე იმსჯელა.

მონაკოში გამართული სპორტის საერთაშორისო მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს სპორტის მინისტრი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა
რუსთავი 2

მონაკოს სამთავროში სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. მინისტერიალის ფარგლებში სპორტის მინისტრი მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გენერალურ დირექტორს, ოლივიე ნიგლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ანტიდოპინგური სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაზე იმსჯელეს.

მიმდინარე წელს საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოსა (GADCEA) და

ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგურ ორგანიზაციას (CEADO) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორწლიან თანამშრომლობას საქართველოში მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანტიდოპინგური სისტემის განვითარებისა და გაძლიერების მიზნით.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მონაკოში გამართულ სპორტის მე-19 საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები