საქართველოს სპორტის მინისტრი "ევრონასკარის" ბელგიის ეტაპს დაესწრო
ქართველი მრბოლელები სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ჩემპიონები გახდნენ. ბელგიაში გამართულ ფინალურ ეტაპს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც დაესწრო.
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე "ევრონასკარის" ბელგიის ეტაპს დაესწრო. NASCAR-ის ევროპის სერიების ბოლო ეტაპი სირკუს ზოლდერის ავტოდრომზე ჩატარდა და ჩემპიონები ქართველი მრბოლელები სანდრო თავართქილაძე და დავით ქაჯაია გახდნენ.
სანდრო თავართქილაძემ გამარჯვება "მასტერსის" კლასში მოიპოვა, დავით ქაჯაიამ კი "ჩელენჯერ თროფიში".
"ევროპული ნასკარის" სერიები სეზონზე 12 რბოლას მოიცავს. ტურნირის ჩემპიონებს კი 12-ვე რბოლის შედეგად დაგროვებული ქულებით ავლენენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.