პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სპორტის მინისტრმა ზაიბერსდორფის ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრიაში ვიზიტისას WADA-ს მიერ ლიცენზირებულ „ზაიბერსდორფის ლაბორატორიას“ ეწვია და მის მუშაობას გაეცნო.

სპორტის მინისტრმა ზაიბერსდორფის ლაბორატორია დაათვალიერა
იმედინიუსი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინისტრის პირველ მოადგილესთან, ირაკლი მეძმარიაშვილთან, და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციების გაერთიანების (CEADO) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და ავსტრიის ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს (NADA Austria) აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ჩეპიჩმა მინისტრს ავსტრიის წამყვანი კვლევითი და ტესტირების ცენტრი - „ზაიბერსდორფის ლაბორატორია“ დაათვალიერებინა.

ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მინისტრსა და დელეგაციის სხვა წევრებს გააცნეს ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკა, კვლევები, რომლებიც აღნიშნულ შენობაში ტარდება, და წარადგინეს პრეზენტაცია ლაბორატორიის ისტორიის შესახებ.

„ზაიბერსდორფის ლაბორატორია“ საერთაშორისო ანტიდოპიმგური სააგენტოს WADA-ს (The world Anti-Doping Agency) მიერ ლიცენზირებულია. მისი საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კომპეტენციას, ზუსტ ანალიზსა და დამოუკიდებელ საცდელ-საკვლევ მომსახურებას. ლაბორატორია ემსახურება მომხმარებელს წარმოების, მედიცინის სფეროებიდან, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქ თანამედროვე ინფრასტრუქტურის პირობებში მუშაობენ დარგთაშორისი გუნდები. ორგანიზაციას 40 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და სპეციალიზებულია მაღალტექნოლოგიური ანალიზებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმების მიმართულებით.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სპორტის მინისტრმა ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები