ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეს: გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი
ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში გიორგი ახობაძე მკაცრად გააკრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუძღვნა მას შემდეგ, რაც ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ინაშვილი თავიანთ გადაცემაში მიიწვიეს, რასაც სოციალურ ქსელში აქტივისტების, მათ შორის ნატა ფერაძის უკმაყოფილება მოჰყვა.

"გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი", - წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი გიორგი ახობაძეზე.
როგორც ინაშვილი აღნიშნავს, იდიოტს არ შეიძლება ჰქონდეს ზნეობა.
"ზოგადად, ადამიანები ადამის მოდგმას წარმოვადგენთ. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთები მაიმუნის შთამომავლები არიან და შენ სწორედ მათ რიგს მიეკუთვნები. გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ, - იდიოტი. ამიტომ ზნეობაზე ლაპარაკი ზედმეტია. იდიოტს არ შეიძლება ჰქონდეს ზნეობა, ეს შენთვის უცხოა, მაგრამ ამავდროულად, ერთი კურდღელი არარაობა ხარ. თანაც, უუნარო“, - წერს ირმა ინაშვილი.
ოპოზიციონერმა აქტივისტებმა გიორგი ახობაძემ და თორნიკე რაზმაძემ ირმა ინაშვილი საკუთარ გადაცემაში მიიწვიეს, რამაც აქტივისტების ნაწილის, მათ შორის ნატა ფერაძის უკმაყოფილება გამოიწვია. ფერაძის კითხვაზე, "ნებით იწვევთ ეთერებში და პოდკასტებში და იქ ცუმბუშებად რომ გამოჰყავხართ თქვენს მოედანზევე, თან თუ ფულს გიხდით ვინმე ამ ჯოჯოხეთის მაშხალას პოპულარიზაციაში?!" - გიორგი ახობაძემ ინაშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია და დაწერა, რომ მისი სტუმრად მოწვევით, "კაიფობს და თავის ჭიას მაინც ახარებს".
ციტატები სტატიიდან
„გონება კი არა, ინტელექტიც არა გაქვს, მაიმუნთა ჯიშის თვალსაჩინო წარმომადგენელი ხარ. სამედიცინო კლასიფიკაციით კი, უბრალოდ - იდიოტი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.