საზოგადოება · 2 ნოემბერი, 16:50
ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს
4 ოქტომბრის საქმეზე ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს 6 ნოემბერს დატოვებს, ხოლო მარიამ მეყანწიშვილისა და აბო ნავერიანის განაჩენები მოსამართლემ ძალაში დატოვა.

4 ოქტომბრის საქმეზე ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის ციხეს 6 ნოემბერს დატოვებს.
ასევე, მოსამართლემ ამავე საქმეზე მსჯავრდებულბს მარიამ მეყანწიშვილს და აბო ნავერიანის განაჩენი ძალაში დატოვა.
როგორც ცნობილია, აბო ნავერიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 5000 - ლარიანი ჯარიმა.
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…