ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ მეყანწიშვილი ზოდელავას და ბერიძის შეთანხმებაზე: თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!

საქართველოს პროკურატურა

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნამ და დანაშაულის აღიარებამ ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება გამოიწვია, რასაც აქტივისტების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მარიამ მეყანწიშვილი ზოდელავას და ბერიძის შეთანხმებაზე: თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!
მარიამ მეყანწიშვილი ზოდელავას და ბერიძის შეთანხმებაზე: თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!რუსთავი 2

4 ოქტომბრის დამხობის ორგანიზატორთა მხრიდან დანაშაულის აღიარება ახალი დაპირისპირების მიზეზია ოპოზიციაში.

ნაწილი დანაშაულის მონანიებას მიესალმება ნაწილი კი მსჯავრდებულებს მწვავედ აკრიტიკებს. მათ შორის არის თამარ ჩერგოლეიშვილი. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურისთვის მიმართვას უღირს საქციელს უწოდებს პაატა ბურჭულაძის შვილიც.

აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი წერს, რომ ვერ ხვდება რა ფენომენია მურთაზ ზოდელავასთვის და ლაშა ბერიძისთვის საპროცესოს გაფორმება.

"ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს ეგ რა ფენომენია?

არაფერზე ამომიღია ხმა აქამდე და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო.

ჯერ ისედაც კონსპირაციულ გარიგებებზე ხმა არ ამოუღიათ და არ უსაუბრიათ!

თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?!

პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შევეხები, თუმცა თუ საჭირო გახდა ჩავშლი დეტალურად!"- აცხადებს მარიამ მეყანწიშვილი.

ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული გუშინ აღიარეს. საპროცესო შეთანხმებას ითხოვს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ რამდენიმე პირი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობო4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებას ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კრიტიკით გამოეხმაურნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოძალადობრივი აქციის ორგანიზატორების აღიარება და ოპოზიციური ფლანგის რეაქციები - რა შეფასებები მოჰყვა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის გადაწყვეტილებას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოდელავა და ბერიძე რომ აფორმებენ საპროცესოს ეგ რა ფენომენია? არაფერზე ამომიღია ხმა აქამდე და მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო. ჯერ ისედაც კონსპირაციულ გარიგებებზე ხმა არ ამოუღიათ და არ უსაუბრიათ! თქვენ მართლა მარიონეტები ხომ არ გგონივართ? როცა გინდათ მაშინ მოგვასაქმებთ თავზე და მერე მშვიდად გაივლით?! პასუხისმგებლობების საკითხს აღარ შევეხები, თუმცა თუ საჭირო გახდა ჩავშლი დეტალურად!“
მარიამ მეყანწიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები დედამიწაზე - თარამ ჩერგოლეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები