ფრანგული მედია: ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა - მან ფრანსუა ოლანდის ანტირეკორდი მოხსნა
კვლევითი ინსტიტუტის, Elabe-ის მონაცემებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდე, 13%-მდე დაეცა, რითაც მან ფრანსუა ოლანდის ანტირეკორდიც მოხსნა. გამოკითხულთა 82% მაკრონს უნდობლობას უცხადებს, ხოლო პოლიტიკოსთა რეიტინგში პირველ ადგილს მარინ ლე პენი ინარჩუნებს.