ნინო წილოსანი: ვუსურვებთ ფრანგ ხალხს მშვიდობას, თუმცა, ალბათ ჩვენ მოქალაქეებს ახსენდებათ ის კრიტიკული განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე აკეთებდნენ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა, რომ ძალადობრივი აქციების დროს სახელმწიფოს ძალის გამოყენება უწევს და გაიხსენა ევროპელი ლიდერების კრიტიკული განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით.