ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა. განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება - ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტი

„ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში ძუძუს კიბოს პრევენციაზე შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს ქალთა დასაცავად საუკეთესო პროგრამები აქვს.

ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა. განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება - ნინო წილოსანი
ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვეა. განსაკუთრებული აქცენტი ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე კეთდება - ნინო წილოსანირუსთავი 2

"ვარდისფერი ოქტომბრის" საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის ტექნოპარკი მასშტაბურ საინფორმაციო და მხარდამჭერ შეხვედრას მასპინძლობს. ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებასა და პრევენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მმართველი პარტიის ქალმა დეპუტატებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს შესაბამისი პროგრამები აქვს, რომლებიც ქალთა ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

"ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვედ გვაქვს გამოცხადებული. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. განსაკუთრებული აქცენტი არის ვარდისფერი ოქტომბერი, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სახელმწიფოს აქვს საუკეთესო პროგრამები იმისთვის, რომ ქალები იყვნენ მაქსიმალურად დაცული ამ მძიმე დაავადებისგან", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოქტომბერი ქალთა ჯანმრთელობის თვედ გვაქვს გამოცხადებული. „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. განსაკუთრებული აქცენტი არის ვარდისფერი ოქტომბერი, ვგულისხმობ ძუძუს კიბოს პრევენციასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სახელმწიფოს აქვს საუკეთესო პროგრამები იმისთვის, რომ ქალები იყვნენ მაქსიმალურად დაცული ამ მძიმე დაავადებისგან“
ნინო წილოსანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ვარდისფერი ოქტომბრის" კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები