ნინო წილოსანი – სააკაშვილის განცხადება წაადგება პროცესს, თურმე ოპოზიციური პარტიები მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ და ამას მათ IRI აძალებს, ეს ერთ-ერთი ბრალია, რომლითაც ეს პარტიები უნდა აიკრძალონ
ნინო წილოსანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, თითქოს ოპოზიციას მასთან გაერთიანებას IRI აძალებს, სასამართლოში ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილს არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები მართავენ, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ დასტურდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის უსუსურ მცდელობას, რომ რადიკალების ცენტრად ისევ დარჩეს.
„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ბევრი უნდა წეროს და ბევრი განცხადება აკეთოს, რადგან ყველა მისი განცხადება ზუსტადაც რომ წაადგება სასამართლო პროცესს, რომელიც ჩვენ გვაქვს წამოწყებული მათ ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ფაქტია, ისინი გარედან იმართებიან და დავალებებს გარედან იღებენ. თურმე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ და ამ ყველაფერს IRI ოპოზიციურ პარტიებს აძალებს, ეს ერთ-ერთი ის ბრალია, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ და ერთ-ერთი ის მტკიცებულებაა, რომლითაც ზუსტად ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალონ.
ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის უსუსურ მცდელობასაც, რომ ამ რადიკალების ცენტრად ისევ დარჩეს. მისი თითოეული განცხადება იმ კითხვაზე პასუხია, რომელსაც რიგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ვიღებთ – რატომ არ დაიღალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებით? თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველაზე აგრესიული და დანაშაულებრივი ლიდერის ხელმძღვანელობით, ქართულ სახელმწიფოს თავს არ ანებებს. სააკაშვილს რიგი უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან ნამდვილად ჰქონდა და აქვს მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა რომ არა, ხელისუფლებაში ვერ გაჩერდებოდნენ და ქართული საზოგადოება გაცილებით ადრე გაისტუმრებდა. სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა აქვს, თუმცა უცხოურ ძალებში სხვადასხვა დინებებია და გარკვეული ძალები ხედავენ, რომ სააკაშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია. შესაძლოა, მისი უკან დაბრუნების მცდელობა იყოს, რადგან უკვე განულებულ ოპოზიციურ ველზე ლიდერი არ არსებობს. ალბათ მათთვის გიჟად შერაცხული სააკაშვილი ის ერთადერთია, ვისაც რევოლუციური პროცესების წარმართვა შეუძლია. ალბათ გარე პატრონები აცნობიერებენ, რომ ვერც სააკაშვილი და ვერც მისი დანაყოფი პარტიების ლიდერები ქართველი ხალხის მოტყუებას ვერ მოახერხებენ“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ლიტვაში IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა უთხრეს, რომ მათი ერთადერთი შანსი ჩემთან გაერთიანებაა. ამაზე ამ ოპოზიციონერებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მიშასთან არ გვინდა, ეს ჩვენს მომხრეებს არ სურთო და მიშა ერთიანობის ჩამშლელიაო“.
ციტატები სტატიიდან
„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ბევრი უნდა წეროს და ბევრი განცხადება აკეთოს, რადგან ყველა მისი განცხადება ზუსტადაც რომ წაადგება სასამართლო პროცესს, რომელიც ჩვენ გვაქვს წამოწყებული მათ ანტიკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ფაქტია, ისინი გარედან იმართებიან და დავალებებს გარედან იღებენ. თურმე მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ და ამ ყველაფერს IRI ოპოზიციურ პარტიებს აძალებს, ეს ერთ-ერთი ის ბრალია, რომელიც ჩვენ მათ წავუყენეთ და ერთ-ერთი ის მტკიცებულებაა, რომლითაც ზუსტად ეს პოლიტიკური პარტიები უნდა აიკრძალონ. ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის უსუსურ მცდელობასაც, რომ ამ რადიკალების ცენტრად ისევ დარჩეს. მისი თითოეული განცხადება იმ კითხვაზე პასუხია, რომელსაც რიგ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ვიღებთ – რატომ არ დაიღალეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხსენებით? თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველაზე აგრესიული და დანაშაულებრივი ლიდერის ხელმძღვანელობით, ქართულ სახელმწიფოს თავს არ ანებებს. სააკაშვილს რიგი უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან ნამდვილად ჰქონდა და აქვს მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა რომ არა, ხელისუფლებაში ვერ გაჩერდებოდნენ და ქართული საზოგადოება გაცილებით ადრე გაისტუმრებდა. სამწუხაროდ, ეს მხარდაჭერა აქვს, თუმცა უცხოურ ძალებში სხვადასხვა დინებებია და გარკვეული ძალები ხედავენ, რომ სააკაშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია. შესაძლოა, მისი უკან დაბრუნების მცდელობა იყოს, რადგან უკვე განულებულ ოპოზიციურ ველზე ლიდერი არ არსებობს. ალბათ მათთვის გიჟად შერაცხული სააკაშვილი ის ერთადერთია, ვისაც რევოლუციური პროცესების წარმართვა შეუძლია. ალბათ გარე პატრონები აცნობიერებენ, რომ ვერც სააკაშვილი და ვერც მისი დანაყოფი პარტიების ლიდერები ქართველი ხალხის მოტყუებას ვერ მოახერხებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…