ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს ქუთაისშია - ნინო წილოსანი
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში ქუთაისში 150-მდე მონაწილისთვის შეხვედრა გამართა. ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის განცხადებით, კამპანია ძუძუს კიბოს პრევენციას გასცდა და ჯანსაღ ცხოვრებას, მენტალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასაც მოიცავს.

ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციამ მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა.
სპიკერებმა სტუმრებს, ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდეს. "მოუსმინე გააძლიერე იმოქმედე" - ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ღონისძიების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს ქუთაისშია. ქუთაისში ვმართავთ სხვადასხვა აქტივობას. ჩვენ გავცდით იმ ვიწრო მიზანს, რაც არის ძუძუს კიბოს პრევენცია.
დღევანდელი კონფერენცია, სადაც 150-მდე ქალბატონია მობრძანებული, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, მენტალური ჯანმრთელობა, ჰორმონალური ბალანსი, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა,"- აცხადებს ნინო წილოსანი.
ციტატები სტატიიდან
„ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია დღეს ქუთაისშია. ქუთაისში ვმართავთ სხვადასხვა აქტივობას. ჩვენ გავცდით იმ ვიწრო მიზანს, რაც არის ძუძუს კიბოს პრევენცია. დღევანდელი კონფერენცია, სადაც 150-მდე ქალბატონია მობრძანებული, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, მენტალური ჯანმრთელობა, ჰორმონალური ბალანსი, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა,“
„ქალთა ორგანიზაცია დღეს ქუთაისშია. ქუთაისში ვმართავთ სხვადასხვა აქტივობას. ჩვენ გავცდით იმ ვიწრო მიზანს, რაც არის ძუძუს კიბოს პრევენცია. დღევანდელი კონფერენცია, სადაც 150-მდე ქალბატონია მობრძანებული, მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ჯანსაღი ცხოვრების სტილი, მენტალური ჯანმრთელობა, ჰორმონალური ბალანსი, ქალების რეპროდუქციული ჯანმრთელობა და სხვა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.