ნინო წილოსანი: როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძის საქმეზე განაცხადა, რომ სახელმწიფოს დამაზიანებელი ბრალდებების გავრცელება უწყინარ მცდელობად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მედიასთან.
დეპუტატი სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულის, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის დიტო ჩუბინიძის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
„ერთი, რაც თვალნათელია, ეს არის სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, სიგიჟეზე დაფუძნებული ბრალდებები, რომელსაც „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით, ისინი ავრცელებდნენ. აქ არ არის რომელიმე პოლიტიკოსის, ან ინდივიდის მიმართ წარდგენილი ბრალი. გაცილებით მავნებლურ პროცესთან გვქონდა საქმე. იცით, რომ დავით გარეჯის საკითხი არის ძალიან სენსიტიური და ნებისმიერი ასეთი განცხადება შესაძლოა იყოს უზომოდ საზიანო თავად პროცესისთვის.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ სტატიებმა, გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად“, - აღნიშნა წილოსანმა.
როგორც პროკურატურა განმარტავს, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალების და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
ციტატები სტატიიდან
„ერთი, რაც თვალნათელია, ეს არის სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, სიგიჟეზე დაფუძნებული ბრალდებები, რომელსაც „ასავალ-დასავალის“ მეშვეობით, ისინი ავრცელებდნენ. აქ არ არის რომელიმე პოლიტიკოსის, ან ინდივიდის მიმართ წარდგენილი ბრალი. გაცილებით მავნებლურ პროცესთან გვქონდა საქმე. იცით, რომ დავით გარეჯის საკითხი არის ძალიან სენსიტიური და ნებისმიერი ასეთი განცხადება შესაძლოა იყოს უზომოდ საზიანო თავად პროცესისთვის. როგორც პროკურატურა აცხადებს, ამ სტატიებმა, გამოქვეყნებულმა დეზინფორმაციამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი. როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…