პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რომლის შედეგადაც ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას - ნინო წილოსანი ჩუბინიძის საქმეზე

საქართველოს პარლამენტისაქართველოს პროკურატურა

ნინო წილოსანის განცხადებით, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის საქმე მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს და ზიანი მიაყენა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებს.

სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის საქმეს უმრავლესობის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის განცხადებით, ჩუბინიძე მიზანმიმართულად ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის მიზანიც ქვეყნის ინტერესების დაზიანება იყო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის როგორც ორმხრივ მოლაპარაკებებს, ისე დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის მიმდინარეობას.

"ფაქტია, გახმაურდა "ასავალ-დასავალის" მიერ გავრცელებული ტყუილები, რომელსაც მონდომებით ასაჯაროებდნენ და პოპულარიზაციას უწევდნენ. ნათელი გახდა, რომ სერიოზულ დეზინფორმაციაზე გვქონდა საუბარი.

პროკურატურამ, საკითხის მოკვლევიდან გამომდინარე, აღმოაჩინა და სასამართლოზე დაამტკიცებ, რომ ეს პროცესი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებსა და აღნიშნულ საკითხზე, მეზობელ ქვეყანასთან თანამშრომლობას.

იმ მავნებლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, კონკრეტული სამართლებრივი შეფასება აქვს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურამ უკვე კონკრეტული საქმე წამოიწყო", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობონინო წილოსანი: როდესაც შენს გაზეთის ფურცლებს და საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს, ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს უწყინარ მცდელობად
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როდესაც საინფორმაციო ველს უთმობ ისეთ ბრალდებებს, რომელიც აზიანებს არა მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსს ან საჯარო მოხელეს, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, უწყინარ მცდელობად ვერ ჩაითვლება - ნინო წილოსანი ჩუბინიძის დაკავებაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები