"ბატონმა ბერდიამ თავისი გამოსვლა მიუძღვნა, მათ შორის, საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის საკითხს და ფაქტობრივ შეცდომად შერაცხა ის მოცემულობა, რომ სწორედაც კოალიციურ ერთობაზე ხდება მითითება. ეს ცოტა გაუგებარია" - თორნიკე ჭეიშვილი
თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავას განცხადებას საკრებულოებში კოალიციურ ერთობაზე „უცნაური და გაუგებარი“ უწოდა. მისი თქმით, საკრებულოში კოალიციის შექმნაზე მითითება ფაქტობრივი უზუსტობა არ არის.