პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს

საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებს „ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან საკონსტიტუციო სარჩელსა და არსებით განხილვებს უფრთხიან.

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
იმედინიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხის ამპლუაში წარმოდგენილი ძალები პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებას ცდილობენ.

მას მიაჩნია, რომ ოპოზიციური პარტიები არსებით განხილვებსა და საკონსტიტუციო სარჩელს უფრთხიან.

„პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას, რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული. ეს ამ შემთხვევაში გულისხმობს და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი რეალურად უფრთხიან ძალიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და მათ შესანიშნავად იციან მართლაც იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი სხვადასხვა დროს. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე, რა თქმა უნდა, 2012 წლის შემდგომ პერიოდს.

რეალურად გუშინდელმა დღემ ჩვენ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა დაგვანახა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება, მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ რეალურად კონსტიტუციურ წესრიგს, მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული”, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურითორნიკე ჭეიშვილი - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან - სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, სხვაზე არაფერზე მეტყველებს, თუ არა იმაზე, რომ ბეჭედს სვამენ, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
  3. POSTVსამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური პარტიების შესახებ: “გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს”
  4. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა, მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი - ძალიან აშფოთებთ იმ ეტაპზე გადასვლა, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"მოპასუხის მხრიდან სამართლებრივი არგუმენტების უმწვავესი დეფიციტია" - თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები