ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე - გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას

საკონსტიტუციო სასამართლო

თორნიკე ჭეიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის კრიტიკას პოლიტიკური პარტიების აკრძალვის სარჩელზე ქვეყნის მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევად აფასებს. მისი მტკიცებით, მოსარჩელე მხარე მხოლოდ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებს.

თორნიკე ჭეიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე - გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას
თორნიკე ჭეიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე - გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებასინტერპრესნიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თორნიკე ჭეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე წარდგენილ სარჩელზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

მისი შეფასებით, პროცესზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები კონტექსტიდან ამოვარდნილი და უსაფუძვლოა. ჭეიშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარე მოქმედებს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში, ხოლო უცხოური მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა ქვეყნის შიდა მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

„აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა - მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აქ ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მორიგი გამოვლინება უხეში ჩარევის მცდელობისა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების პროცესში. ამ შემთხვევაში მათ, როგორც ჩანს, სამიზნეში ამოიღეს უკვე საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, რაც თავისთავად არის შემაშფოთებელი. ჩვენ გვახსოვს ის, თუ კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები როგორ სხდებოდნენ სასამართლო დარბაზებში, როდესაც ესა თუ ის რეზონანსული საქმე განიხილებოდა - მაშინ, როდესაც ელემენტარულად მათ არ ესმოდათ საქმის წარმოების ენაც კი და გასაგებია, რასაც ითვალისწინებდა მათი ეს ქმედება და რა მიზანიც ამოძრავებდათ მათ. ამ შემთხვევაშიც ასეთი ტიპის განცხადებები არის აბსოლუტურად, ერთის მხრივ, აბსურდული და, მეორეს მხრივ, ისინი პირდაპირ, ფაქტობრივად, ჩვენ, როგორც მოსარჩელე მხარეს, გამოდის, რომ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვიყენებთ საქართველოს კონსტიტუციით მონიჭებულ შესაბამის უფლებას, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით. ეს არავითარ ლოგიკაში არ შეიძლება ჯდებოდეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოვარდნილი, ალოგიკური და უსაფუძვლო განცხადება“
თორნიკე ჭეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები