ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა, მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი - ძალიან აშფოთებთ იმ ეტაპზე გადასვლა, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მომავალ კვირაშიც გაგრძელდება. დეპუტატ თორნიკე ჭეიშვილის მტკიცებით, ოპოზიცია შუამდგომლობებით პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას ცდილობს, რადგან საკუთარი ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამოჩენა აშფოთებს.

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა, რომელიც მხოლოდ 3 დღე უნდა გაგრძელებულიყო, მომავალ კვირაშიც განიხილება.

გასულ დღეებში პროცესები ოპოზიციის შუამდგომლობებს დაეთმო. მათგან მოსამართლეთა პლენუმმა არცერთი არ დააკმაყოფილა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროცესის გაჭიანურებას ცდილობს, სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა სახის შუამდგომლობების დაყენება.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა გაგრძელდება - გადასაწყვეტია, ეწინააღმდეგება თუ არა 5 პოლიტიკური სუბიექტის საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს.

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, თორნიკე ჭეიშვილი აღნიშნავს, მოპასუხეები, სხვადასხვა შუამდგომლობის დაყენებით, პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებას ცდილობენ.

"შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა, იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად მოხდეს პროცესის გაჭიანურება, კერძოდ გაჭიანურება იმ ეტაპისა, რომელიც ამ შემთხვევაში გულისხმობს სხვადასხვა ტიპის შუამდგომლობების დაყენებას. მათ ძალიან აშფოთებთ ის პერსპექტივა, რომელიც უკვე გულისხმობს კონკრეტულად ახსნა-განმარტებების ეტაპს, გულისხმობს კითხვა-პასუხის პაექრობის ეტაპს, ვინაიდან აქ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ კიდევ უფრო კარგად და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მთელი ის წყება სხვადასხვა ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა, რომელთა დაკავშირებითაც მითითებული არის ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში", - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ბატონმა ბერდიამ თავისი გამოსვლა მიუძღვნა, მათ შორის, საკრებულოებში კოალიციური ერთობის შექმნის საკითხს და ფაქტობრივ შეცდომად შერაცხა ის მოცემულობა, რომ სწორედაც კოალიციურ ერთობაზე ხდება მითითება. ეს ცოტა გაუგებარია" - თორნიკე ჭეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები