პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური პარტიების შესახებ: “გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს”

საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მოპასუხე ოპოზიციური ძალები პროცესის გაჭიანურებას ცდილობენ, რადგან საკონსტიტუციო სარჩელის ეშინიათ და კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ.

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციური პარტიების შესახებ: “გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს”
POSTV

“პრინციპში, როგორც მოსალოდნელი იყო, აგენტურული ძალები, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან მოპასუხის ამპლუაში საკონსტიტუციო სასამართლოში, ცდილობენ, მაქსიმალურად გააჭიანურონ კონკრეტული ეტაპები იმისათვის, რათა არსებითი განხილვის ცენტრალური ნაწილი, რომელიც გულისხმობს ახსნა-განმარტებების მიცემას; რომელიც გულისხმობს კითხვა-პასუხს, პაექრობას და შესაბამის დასკვნებს, იყოს რაც შეიძლება გაჭიანურებული”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.

“ეს, ამ შემთხვევაში, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ძალიან უფრთხიან ამ საკონსტიტუციო პროცესს, საკონსტიტუციო სარჩელს. ვინ ვინ და, მათ შესანიშნავად იციან იმ არაკონსტიტუციური ქმედებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მათ მიერ იქნა ჩადენილი. ეს უკავშირდება როგორც 2003-2012 წლებს, ისე, რა თქმა უნდა, 2012 წლის შემდგომ პერიოდს.

რეალურად, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა ისიც, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი მართლაც ხელს აწერენ და საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს; მათთვის ჩალის ფასი აქვს კონსტიტუციურ წყობილებას, ქვეყნის დამოუკიდებლობას თუ სხვა მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის რეგლამენტირებული”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო ბეჭედს სვამენ იმაზე, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
  2. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციურ პარტიებზე: გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურითორნიკე ჭეიშვილი - გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან - სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, სხვაზე არაფერზე მეტყველებს, თუ არა იმაზე, რომ ბეჭედს სვამენ, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს
  4. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: შეუიარაღებელი თვალითაც იკვეთება განზრახვა, მაქსიმალურად გააჭიანურონ პროცესი - ძალიან აშფოთებთ იმ ეტაპზე გადასვლა, რომელზეც კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი ანტიკონსტიტუციური ქმედებები
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: „წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას. მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ აქვთ. ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები