თორნიკე ჭეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე: გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება
თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, მანიპულაციურია ოპოზიციის მტკიცება, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლებაა. საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პარტიის აკრძალვის საქმეზე მან აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის უფლება უმრავლესობასაც აქვს.

გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.
კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.
თორნიკე ჭეიშვილის თქმით, კომისიის შექმნა, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგიაა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება უმრავლესობას არ აქვს.
„დროებითი საგამოძიებო კომისიის ბუნებასთან დაკავშირებით იყო საუბარი. ვფიქრობთ, გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს არის, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგია. სხვათა შორის, რომ აეთვისებინათ შესაბამისი მანდატები, შეძლებდნენ, მათ შორის, აქ წარმოდგენილი ძალები იმას, რომ შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან აქ არის კვალიფიციური უმცირესობის პრინციპი. მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება არ აქვს უმრავლესობას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია უმრავლესობის მხრიდანაც იყოს გამოყენებული, რაც აპრობირებულია ასევე კონსტიტუციურ სამართლებრივ პრაქტიკაში“, - აღნიშნა მან.
ციტატები სტატიიდან
„დროებითი საგამოძიებო კომისიის ბუნებასთან დაკავშირებით იყო საუბარი. ვფიქრობთ, გარკვეულწილად მანიპულაციურად იყო მცდელობა იმისა, რომ ეს წარმოჩენილიყო ისე, თითქოს ერთგვარი ექსკლუზიური უფლებაა ოპოზიციის ხელში, რაც რეალურად, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის, ერთი მხრივ, ოპოზიციის პრივილეგია. სხვათა შორის, რომ აეთვისებინათ შესაბამისი მანდატები, შეძლებდნენ, მათ შორის, აქ წარმოდგენილი ძალები იმას, რომ შეექმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან აქ არის კვალიფიციური უმცირესობის პრინციპი. მეორე მხრივ, ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ამის უფლება არ აქვს უმრავლესობას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია უმრავლესობის მხრიდანაც იყოს გამოყენებული, რაც აპრობირებულია ასევე კონსტიტუციურ სამართლებრივ პრაქტიკაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.