პაატა სალია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
პერსონის ქრონიკა
პაატა სალია მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
12 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
შემუშავდეს/დაზუსტდეს ადვოკატების ჩანაწერების გატანის მკაფიო პროცედურა – ომბუდსმენი სალიას
სახალხო დამცველმა მინისტრ პაატა სალიას რეკომენდაციით მიმართა, შეიმუშაოს ციხიდან ადვოკატების სამუშაო ჩანაწერების შეტანა-გატანის მკაფიო წესი, რათა გამოირიცხოს კონფიდენციალური მასალების შინაარსის არასათანადო გაცნობა.
კობახიძე, ყაველაშვილი და პაპუაშვილი საკონსტიტუციოს საიუბილეო კონფერენციას დაესწრნენ
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის უკან უცხოური ძალებიც დგანან და კონკრეტული ელჩები საქმეებზე განმარტებების მიღებას ცდილობენ. სასამართლოში 9 ნოემბერს განახლდება „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე.
გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა
დავით ფეიქრიშვილის ცემის საქმის ფონზე, გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა. მანამდე უფლებამოსილება პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემაც დატოვა.
დავით ფეიქრიშვილის ცემის გახმაურების შემდეგ ციხეების უფროსი გიორგი პატარიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის სასტიკი ცემის გახმაურების შემდეგ ციხეების უფროსი გიორგი პატარიძე გაათავისუფლეს, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კი გამოძიების ფარგლებში მისი დაკავების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.
მსჯავრდებულებმა სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი" მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
მე-16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებმა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ წარადგინეს. იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას თქმით, უწყების მიზანია მსჯავრდებულთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რათა ისინი საზოგადოებას სრულყოფილ წევრებად დაუბრუნდნენ.
ფეიქრიშვილების საქმე - იუსტიციის მინისტრის პირველი განმარტება და პროკურატურის საგამოძიებო მოქმედებები
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი საკანში მარტო არ იყო, თუმცა უარყო ოჯახის ცნობა ვატო ყიფიანის მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, პენიტენციური სამსახურის დირექტორმა გიორგი პატარიძემ კი თანამდებობა დატოვა.
პარტიების აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში - პაატა სალია პირველ კომენტარს აკეთებს
თუ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე სტრასბურგში წავა და სარჩელი წარმოებაში მიიღება, იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფოს დასაცავად პროცესში ჩაერთვება, განაცხადა მინისტრმა პაატა სალიამ.
მე რაც ვიცი, ყველაფერს ხომ არ ვიტყვი? - მინისტრი ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე "პირველების" კითხვებს პასუხობს
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის საქმეზე განაცხადა, რომ „რაღაც რომ მოხდა ფაქტია“ და საქმეს პროკურატურა იძიებს. მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა ოჯახის მიერ თავდამსხმელად დასახელებული ვატო ყიფიანი.
გადავსებული საპატიმროები და პატიმრების საგანგაშო გზავნილები ციხეებიდან – ინტერვიუ იურისტთან
საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობამ 12 312-ს მიაღწია და ლიმიტის ამოწურვამდე 236 ადგილი დარჩა. იურისტ მერაბ ქართველიშვილის განცხადებით, ადგილების ხელოვნურად გაზრდის მიუხედავად, ციხეები გადავსებულია, რასაც წინასწარი პატიმრობებისა და ნარკოდანაშაულზე გამკაცრებული პოლიტიკა განაპირობებს.
ძმებ ფეიქრიშვილების დედა - ბატონო ბიძინა და მთავრობავ, რატომ მოიყვანა ქვეყანაში მდინარაძემ ყიფიანი? მიჰყევით ქრონოლოგიას, ნუ გაუფრთხილდებით „პაგონიან“ კრიმინალებს - იგეგმებოდა ბუნტი ციხეში, ჩემი შვილების გამოყენებით უნდა მომხდარიყო ეს
დაკავებული ძმების დედა ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მიერ დალუქული ტელეფონები დამნაშავეთა ხელში აღმოჩნდა და ციხეში ბუნტი იგეგმებოდა. იგი ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს საქმის ობიექტური გამოძიებისა და „პაგონიანი კრიმინალების“ დასჯისკენ მოუწოდებს.