პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა

იუსტიციის სამინისტრო

ერევანში სომხურ-ქართული მე-7 სამართლებრივი ფორუმი დასრულდა, სადაც იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებას გაუსვა ხაზი.

ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
იმედინიუსი

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება უნიკალური შესაძლებლობაა იუსტიციის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვის, გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და უკვე ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციასა და საერთო მიზნების ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წლევანდელმა ფორუმმა კიდევ უფრო განამტკიცა უწყებებს შორის პროფესიული და ინსტიტუციური კავშირები. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი თემატური შედეგები და გამოკვეთილი სამომავლო პრიორიტეტები უზრუნველყოფს მომავალში პრაქტიკული შედეგებით მათ განმტკიცებას“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მინისტრმა ილაპარაკა საქართველოსა და სომხეთის როლზე რეგიონში დემოკრატიული და სამართლებრივი ღირებულებებისა და სტანდარტების განმტკიცების პროცესში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმებზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და მართლმსაჯულების სფეროში ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე იმსჯელეს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები – ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, აგრეთვე ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურების, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.

ფორუმის ფარგლებში პაატა სალიამ შეხვედრები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ეროვნული კრების თავმჯდომარე რუბენ რუბინიანსა და იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანთან.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობო"ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა ეფუძნება ნდობას, ეფექტიან კოორდინაციას და საერთო მიზნებისადმი ერთგულებას, რაც ერთობლივი ინიციატივების წარმატებით განხორციელების წინაპირობაა" - ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები