ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის განცხადებიდან იკითხება, რომ თუ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ზუსტად ისე მოიქცევიან და ზუსტად ისე გააგრძელებენ მოქმედებას, როგორც ადრე იქცეოდნენ
დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის წერილიდან ჩანს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ძველებურად იმოქმედებენ, რის გამოც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის აკრძალვისთვის მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.