პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ჭეიშვილი სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის შესახებ ევროკავშირის პროგრამის კვლევაზე, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა: თავისსავე დამკვეთების კვლევებშიც კი ჩანს ჩვენი გამჭვირვალობა. დამოუკიდებლად წყვეტენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ვინ აიკრძალება და ვინ - არა

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, BridgeGap-ის კვლევა, სადაც საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობაში 10 ქულა მიიღო, ოპოზიციის ბრალდებებს სასამართლოს მიკერძოებულობაზე აბათილებს.

ირაკლი ჭეიშვილი სასამართლოს გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის შესახებ ევროკავშირის პროგრამის კვლევაზე, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციაზეა: თავისსავე დამკვეთების კვლევებშიც კი ჩანს ჩვენი გამჭვირვალობა. დამოუკიდებლად წყვეტენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ვინ აიკრძალება და ვინ - არა
იმედინიუსი

თავისსავე დამკვეთების კვლევებშიც კი ჩანს ჩვენი გამჭვირვალობა, - ასეთია ირაკლი ჭეიშვილის პასუხი რადიკალების სპეკულაციებზე, რომლებიც სასამართლოს მიკერძოებულობაზე საუბრობენ.

დღეს ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ სამეცნიერო კვლევითმა პროექტმა BridgeGap-მა (ხარვეზების შევსება) სასამართლოს გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის რეიტინგები გამოაქვეყნა. სასამართლოს გამჭვირვალობის შეფასების, 10-ბალიანი სისტემით, საქართველომ უმაღლესი 10 ქულა მიიღო და ევროკავშირის წევრ 17 ქვეყანას გაუთანაბრდა რეიტინგში პირველ პოზიციაზე. რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეფასების 10 ბალიანი სისტემით, 6 ქულა მოიპოვა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.

როგორც „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა აღნიშნა, ასეთი კვლევები აბათილებს ოპოზიციის მცდელობას შექმნან საზოგადოებაში განწყობა სასამართლოს მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, რადიკალებმა კარგად იციან რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.

„დამოუკიდებელ ქვეყანას, გვყავს თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი სასამართლო. დამოუკიდებლად წყვეტენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ვინ აიკრძალება და ვინ - არა. ესენი [ოპოზიცია] მიმდინარე პროცესს უყურებენ, თავად მონაწილეები არიან ამ პროცესის და ხედავენ, როგორ მიდის პროცესი.

მიუხედავად ამ მცდელობებისა, ევროკავშირის გამოქვეყნებულ რეიტინგებში ვართ მაღალ საფეხურზე. ჩანს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. ესენი [ოპოზიცია] კი ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები