ირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ჩაძირავენ ნარკოტიკში
დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი ზურა გირჩი ჯაფარიძეს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ქვეყანას ნარკოტიკში ჩაძირავდნენ.

ეს ადამიანები, ერთი წამით წარმოიდგინეთ ის, რომ ხელისუფლებაში იყვნენ, რა დღეში ჩააგდებენ სახელმწიფოს, ზოგადად ქვეყანას? ჩაძირავენ ნარკოტიკში თავიდან ბოლომდე, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჭეიშვილმა ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადება.
„მსგავს განცხადებებს როცა აკეთებ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსად მიგაჩნია თავი, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ მოსახლეობა შენ არჩევნების პერიოდში ხმას არ გაძლევს", - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ერთ-ერთ პოდკასტში ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ.„ბარიგებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაზურაბ გირჩი ჯაფარიძე ნარკორეალიზატორებს იცავს - მმართველი გუნდის შეფასებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ზურა ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ ნარკორეალიზაცია სისხლისსამართლებრივად არ უნდა ისჯებოდეს - კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ნარკორეალიზატორების უფლებები ირღვევა და მათ დაცვას საკუთარ მისიად მიიჩნევს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…