ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილმა საქართველო აქცია კაზინოების, „ქოლ-ცენტრების“, რუსეთის ეკონომიკაზე დაქვემდებარებულ, ამორფულ არა ეკონომიკად, არამედ კარტელად, სადაც ხეირს და მდიდრდებიან მხოლოდ მათი ჩინოვნიკები
ირაკლი კუპრაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ პარლამენტში სათამაშო ბიზნესისთვის შეღავათების დამწესებელი კანონი მიიღო და საქართველო კაზინოების კარტელად აქცია, სადაც მხოლოდ ჩინოვნიკები მდიდრდებიან. „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი აზარტული თამაშების 20%-ზე მეტით დაბეგვრას ითხოვს.