პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლელო" ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს - ნინო წილოსანი

ლელოქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლო

ნინო წილოსანი პარტია „ლელოს“ წარსულში ომში ჩართვის მცდელობებსა და მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნაში ადანაშაულებს, რასაც ირაკლი კუპრაძე უარყოფს და პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს.

"ლელო" ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს - ნინო წილოსანი
რუსთავი 2

ითხოვდნენ თუ არა "ლელოს" წარმომადგენლები საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას - ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება პარტიაში არასდროს გაუკეთებიათ და ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს. არქივი "ლელოს" ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი უკრაინაში მოხალისეების არ გაგზავნის გამო მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ.

"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ოპოზიციის აქციებსაც, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის განცხადებით, "ლელოს" წარმომადგენლები წარსულში არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად მოხალისე მებრძოლების გაგზავნისკენაც მოუწოდებდნენ. მისი თქმით, პარტიის ლიდერების მაშინდელი განცხადებები და ინიციატივები არქივშია დაცული და მათ მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები წარსულ პოზიციებს ვერ შეცვლის.

"საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თავისივე ნათქვამ განცხადებებს და როგორ ეწინააღმდეგებიან არქივს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ როგორც დამატებითი სანქციების შემოღება უნდოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ რეზოლუციაც კი დააინიცირეს პარლამენტში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის გვებრძოლა სრული ამ სიტყვის გაგებით და მნიშვნელობით, გვებრძოლა მოხალისეების გაგზავნით და მათი მხრიდან შემოთავაზებული ის მაპროვოცირებელი მოქმედებები ძალიან კარგად ვიცით, სად მიგვიყვანდა.

ამიტომ "ლელო" ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც მათ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურინინო წილოსანი - „ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“ - ვერ უარყოფენ იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ტყუილებს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბატონ კუპრაძეს ეწერა, რომ არასდროს მოუთხოვიათ მოხალისეების უკრაინაში გაგზავნა, თუმცა არაფერი არ უწერია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ანუ გამოდის, ამ საკითხზე შევთანხმდით - "ლელო" ითხოვდა სანქციების დაწესებას რუსეთისთვის - შალვა პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები