პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კუპრაძე: 28 ნოემბერი არის პროტესტის მნიშვნელოვანი თარიღი და „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუცილებლად შეუერთდება

ლელოტვ პირველიქართული ოცნებათავდაცვის სამინისტროთბილისის მერია

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, 28 ნოემბერს „ლელო — ძლიერი საქართველო“ პროტესტს და ავლაბრის მეტროსთან დაგეგმილ 50-ე „შაბათის მარშს“ შეუერთდება.

"28 ნოემბერი არის პროტესტის მნიშვნელოვანი თარიღი და „ლელო - ძლიერი საქართველო“ აუცილებლად შეუერთდება" - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კუპრაძემ ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ინტერვიუში მიმოიხილა 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 28 ნოემბრამდე პერიოდი და თქვა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები რეპრესიების, დაჭერების და დაშიენებები მიუხედავად არ გატყდნენ, ამაყად დადგნენ და ბრძოლას დღესაც აგრძელებენ.

ორი წლის წინ, ზუსტად 2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძე გამოვიდა განცხადებით და გააჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. მაშინ ანტიქართულმა „ოცნებამ“ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და შეურაცხყო საქართველოს მოქალაქეების ღირსება. რა იყო ეს ორი წელი? ეს ორი წელი იყო საქართველოს მოქალაქეების ღირსების და ბრძოლის ორი წელი. მაგრამ იყო უღირსების ორი წელი ანტიქართული „ოცნებისთვის“. იყო ორი წელი, როცა დაერივნენ საკუთარი გუნდის შიგნით, საკუთარ ლიდერებს — დაიჭირეს პრემიერ-მინისტრები, დაიჭირეს სუს-ის უფროსი, თავდაცვის უფროსი. ძარცვავდნენ ბაღებს, თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცებს, ძარცვავდნენ საქართველოს სკოლებს, დაანგრიეს საქართველოს მასშტაბით ათობით და ასობით სკოლა და ბაღი ერთად, წყვილში და არ ააშენეს? საქართველოს მოქალაქეებს გამოუცხადეს ჩვეულებრივი გენოციდი, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. გაგახსენებთ, დაურეკეს და დედა აგინეს საქართველოს მოქალაქეებს, შეურაცხყოფა მიაყენეს საქართველოს ეკლესიას, ჩაწერეს, დააშანტაჟეს, ჩაერივნენ საეკლესიო საქმიანობაში. ხელი შეუშალეს პროფესურას დამოუკიდებელი აკადემიური საქმიანობის წარმოებაში. გაათავისუფლეს საჯარო სამსახურებიდან, მერიებიდან — თბილისის მერიიდან, ბათუმის მერიიდან, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის მერიიდან, საკრებულოებიდან, სიპებიდან, აიპებიდან — საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ღირსეული, პროფესიონალი ადამიანები. დაემუქრნენ, ქვეყნიდან გააძევეს არაერთი სამოქალაქო აქტივისტი, დახურეს არასამთავრობო სექტორი, რომელზეც იდგა, მათ შორის, არა მხოლოდ ადამიანის უფლებები, არამედ კომერციული საქმიანობა, სოფლის მეურნეობა, შშმ პირთა უფლებები, მარტოხელა დედების, ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებების დაცვა — არა მხოლოდ ასე აბსტრაქტულად უფლებებზე საუბარი და დაცვა, არამედ მნიშვნელოვანი წერტილები: თავშესაფარი, კონკრეტული საწარმოები, სოციალური საწარმოები, თხილის ჩაბარების მეურნეობებიდან დაწყებული, თავშესაფრით დამთავრებული — მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარზე, სმენადაქვეითებულთა... ანუ მძიმე ამბავია ეს ძალიან და ეს იყო ამის ორი წელი, აი ამ ტერორის ორი წელი. და რა მოხდა ამ დროის განმავლობაში? ქართველმა ხალხმა არ დათმო არანაირი მისხალიც კი არ დათმო ამ ბრძოლაში. კი, ეს იყო ძალიან რთული. ჩვენს საზოგადოებას ჰყავს პოლიტპატიმრები.

28 ნოემბერი არის პროტესტის მნიშვნელოვანი თარიღი და „ლელო — ძლიერი საქართველო“ აუცილებლად იქნება ყველგან, იქ, სადაც დგანან საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი და გამოიხატება პროტესტი — ერთი, სოლიდარობა ყველა დაჩაგრული მოქალაქის მიმართ და მეორე მხრივ, პროტესტი იმ დანაშაულებრივი ნაბიჯის წინააღმდეგ, რაც გადადგა ანტიქართულმა „ოცნებამ“ და რითიც დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. 28 ნოემბერს „ლელო — ძლიერი საქართველო“ შეუერთდება ცნობილ „შაბათის მარშს“ ავლაბრის მეტროსთან — ეს არის 50-ე, ესე დაემთხვა, 50-ე „შაბათის მარში“. და „შაბათის მარში“ არის ის გუნდი, სამოქალაქო აქტივისტებით დაკომპლექტებული, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში უწყვეტად, ნებისმიერ ამინდში, ნებისმიერი კრიზისის პირობებში ინარჩუნებდა საპროტესტო მუხტს და ამხნევებდა ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს თავისი წინააღმდეგობით, პროტესტით, ხმაურით და გზავნილებით", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მათ აღიარებაც მოუწიათ ამ დანაშაულის. ჩვენთვის მიუღებელი იყო, გადაწყვეტილება შევცვალეთ და აქციაზე აღარ გავსულვართ. ეს იყო უმძიმესი შეცდომა, დანაშაულიც მსგავსი აქტივობის დაგეგმვა - ირაკლი კუპრაძე 4 ოქტომბრის აქციაზე და შტურმის ინიციატივაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები