გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგი
პერსონის ქრონიკა
გია ხუხაშვილი მედიაში: რაც მეტს წერენ, მით ძლიერია რხევა
6 წყაროდან
გამოქვეყნებული ნიუსები, რომლებშიც ეს პერსონა არის მონიშნული.
გია ხუხაშვილი: ეს არ არის ნაციონალური თვისება, ეს რეჟიმთან შეზრდის და მისი მსახურების ქცევის წესია…
გია ხუხაშვილი: როდესაც პუტინის სისხლიანი რეჟიმის პირობებში კარგად გრძნობ თავს. უფრო მეტიც, მის ყველაზე საზარელ მსახურს უკანალში უძვრები, იქ ვაჟკაცობაზე და ღირსებაზე საუბარი უკვე მოკლებულია ყველანაირ აზრს.
,, ეს სცენარი საკმაოდ ადვილი წასაკითხია, მაგრამ რა ვქნათ, რომ დავბრმავდით, დავყრუვდით და დავმუნჯდით” – გია ხუხაშვილი
ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მტკიცებით, მოსკოვი „3+3“ ფორმატის გააქტიურებით საქართველოს ორეტაპიან რეინტეგრაციას და XVIII საუკუნის მსგავსად „ერთმორწმუნე“ რუსეთზე იძულებით არჩევანს ისახავს მიზნად.
ნიკოლოზ მეტრეველი: “გია ხუხაშვილის პროგნოზების სიზუსტე და მათი პოლიტიკური შედეგები ერთმანეთს მშვენივრად შეეფერება – ზუსტად შესაფერისი მრჩეველია. ბატონო გია, საბედნიეროდ არქივები არ იწვიან”
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გია ხუხაშვილს აკრიტიკებს და ეკითხება, რა იცის ისეთი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრაზე, რომ მის მოტივებზე თავდაჯერებით საუბრობს. მეტრეველის მტკიცებით, ხუხაშვილის გათვლა მარტივია, თუმცა საზოგადოებას არაფერი ავიწყდება და არქივები არ იწვის.
გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრაზე - ებრაული თემი ყოველთვის დემოკრატებს უფრო უჭერდა მხარს, ბიძინას ეს ყურმოკრული აქვს და ამ აჯაფსანდალში ცდილობს, რაღაც „იჩალიჩოს“, მოკლედ, შავ დღეშია, შემიძლია თანავუგრძნო
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩთან შეხვედრით ებრაული ლობის მეშვეობით აშშ-სთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მთელი ფსონი ტრამპზე ჩამოვიდა, თუმცა ის პოლიტიკურად შეიბოჭება.
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთგვარი ანონსია ცვლილებების წინ" - ხუხაშვილი ივანიშვილის ქარუმიძესთან ერთად გამოჩენაზე
გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე ლევან ქარუმიძის გამოჩენას ცვლილებების შესაძლო ანონსად მიიჩნევს. მისი თქმით, ივანიშვილს გადაწყვეტილებების მისაღებად საგარეო ვითარებაში გარკვევა სჭირდება, რაც დიდწილად ირანში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.
"ოცნება" პარტიების წინააღმდეგ - საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით "ლელო-ძლიერი საქართველო" ექსპერტებს ხვდება
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით „ლელო-ძლიერი საქართველო“ ექსპერტებს ხვდება. გიორგი სიორიძის მტკიცებით, „ოცნების“ მიზანი ოპოზიციის აკრძალვით დიქტატურის გაფორმება და პრორუსული პოლიტიკის სავალდებულო წესად ქცევაა.
“აი, ეს არის თქვენი ინტელექტუალური, ღირსებისა და თავმოყვარეობის “უმაღლესი”სტანდარტი” – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მის პოლიტიკურ იზოლაციაზე დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ევროპელ ლიდერებთან სურათები აქვს გადაღებული, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლების ინტელექტუალური და ღირსების სტანდარტის მაჩვენებელია.
რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია? – გია ხუხაშვილი
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ტრანსლიაცია ძალის დემონსტრირებისთვის დაუშვა, რათა საზოგადოებას შიში და მორჩილება ჩაუნერგოს. იგი მოუწოდებს მეორე მხარეს, აკადემიური პოზიციიდან გამოვიდეს და პროცესის გამწვავებით ძალის დემონსტრირება დაიწყოს.