ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია? – გია ხუხაშვილი

ქართული ოცნება

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ტრანსლიაცია ძალის დემონსტრირებისთვის დაუშვა, რათა საზოგადოებას შიში და მორჩილება ჩაუნერგოს. იგი მოუწოდებს მეორე მხარეს, აკადემიური პოზიციიდან გამოვიდეს და პროცესის გამწვავებით ძალის დემონსტრირება დაიწყოს.

რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია? – გია ხუხაშვილი
რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია? – გია ხუხაშვილიალია

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ბევრს დაებადა კითხვა – რატომ დაუშვა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის ღია ტრანსლიაცია?

მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას.

ბუნებრივია, რომ მხარეებისთვის ამ პაექრობის მიზანი საზოგადოებრივი აზრის თავის სასარგებლოდ ფორმირებაა.

პრობლემა იმაშია, რომ თუ მოპასუხე მხარე ამ ამოცანის შესასრულებლად აპელირებს სამართლის და სამართლიანობის პრინციპებზე, ქართული ოცნების ამოცანა სულ სხვაა. მათ არც ილუზიაა აქვთ და არც ამბიცია, რომ ვიღაცას თავის სიმართლეს დაუმტკიცებენ. უბრალოდ ახდენენ ძალის დემონსტრირებას. სამიზნე საზოგადოებას ეუბნებიან – ამ პარტიებმა რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, რომ ორჯერ ორი ოთხია, მე ბოლოს ვიტყვი, რომ ხუთია და თქვენ ამას გაჭმევთ. მე არ მაინტერესებს, გიყვარვართ, თუ არა. მინდა, რომ მარტივად გეშინოდეთ და შესაბამისად მემორჩილებოდეთ.

გამომდინარე იქიდან, რომ სამიზნე აუდიტორია არც აქტიური ქოცია (ისინი უსედაც ჯიბეში ყავთ) და არც აქტიური ოპოზიციონერი (ისედაც დაკარგული ყავთ), არამედ ლატენტური კონფორმისტი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ სანამ ალტერნატულ ძალას არ დაინახავს, სკეპტიციზმის და ნიჰილიზმის ტყვეობაში ჩუმად იქნება, ხელისუფალი თვლის, რომ ამ პაექრობით ის რჩება მოგებული.

რა უნდა ქნას მეორე მხარემ, რომ შეარყიოს ეს მოცემულობა?

უნდა გამოვიდეს ამ აკადემიური პრანჭვის პოზიციიდან, თავი დაანებოს საკუთარი მორალური და ინტელექტუალური უპირატესობით უბრალოდ ტკბობას და დაიწყოს ამ უპირატესობის კაპიტალიზაცია პროცესის გამწვავების გზით, სადაც შესაძლებელი გახდება ძალის დემონსტრირება და კონფორმისტული განწყობების გარღვევა.

სხვაგვარად ხვალ ვინმე გორდულაძე გამოვა და მორიგ ჯერზე იტყვის – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის და მართალიც იქნება…

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
იმ სისტემით, რომელსაც გვთავაზობს მოსარჩელე, ასაკრძალი პარტია თავად „ოცნებაა“ – გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები