პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, კარგად ვიცნობ ლევან ლორთქიფანიძეს და დარწმუნებული ვარ მის წესიერებასა და გულწრფელობაში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნებას მიესალმება და აცხადებს, რომ ლევან ლორთქიფანიძის წესიერებასა და გულწრფელობაში დარწმუნებულია.

,, კარგად ვიცნობ ლევან ლორთქიფანიძეს და დარწმუნებული ვარ მის წესიერებასა და გულწრფელობაში” – გია ხუხაშვილი
ალია

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

,,მივესალმები “მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის” დაფუძნებას.

საქართველოში მემარცხენე ფლანგზე ყოველთვის დომინირებდა პოპულისტური სიტყვა საქმის გარეშე, ანუ გვქონდა შინაარსისგან დაცლილი ფორმა.

მინდა ვისურვო, რომ ამჯერად ფორმა შინაარსით შეივსება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ტოტალური სოციალური უსამართლობის ფონზე.

კარგად ვიცნობ ლევან ლორთქიფანიძეს და დარწმუნებული ვარ მის წესიერებასა და გულწრფელობაში.

გისურვებთ წარმატებას!“

შეგახსენებთ, დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის “სოციალური დემოკრატიისთვის” სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა.

ყრილობის წევრებმა საერთო კრებით აირჩიეს 16 ადამიანი, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ მოძრაობის მართვასა და საქმიანობას. ასევე დაამტკიცეს პარტიის წესდება.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები