"არ გამოვრიცხავ, რომ ეს ერთგვარი ანონსია ცვლილებების წინ" - ხუხაშვილი ივანიშვილის ქარუმიძესთან ერთად გამოჩენაზე
გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე ლევან ქარუმიძის გამოჩენას ცვლილებების შესაძლო ანონსად მიიჩნევს. მისი თქმით, ივანიშვილს გადაწყვეტილებების მისაღებად საგარეო ვითარებაში გარკვევა სჭირდება, რაც დიდწილად ირანში მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

"არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი ანონსი ცვლილებების წინ" - ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილიის ისრაელის ელჩთან შეხვედრას, რომლის დროსაც "ოცნების" დამფუძნებელი ყოფილი დეპუტატ და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან ქარუმიძესთან ერთად იყო წარმოდგენილი და არა ირაკლი კობახიძესთან ერთად, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
ექსპერტის თქმით, შესაძლოა ვალიდ აბუ ჰაიასგან ივანიშვილს აინტერესებდა, თუ რა გემები შეიძლება ჰქონდეს ისრაელს ირანთან დაკავშირებით.
ხუხაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გადაწყვეტილებები დიდწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ირანში მოვლენები, ამიტომ ის ვფიქრობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ამ შეხვედრაზე მეტი ინფორმაციის მიღებას შეეცდებოდა.
"+3 ფორმატში რუსები რომ ეუბნებიან შემოდი, ამ ფორმატში მოიაზრება ირანიც და ირანთან დაკავშირებით, ხვალ რა მოხდება არავინ არ იცის" - ამბობს ხუხაშვილი.
ნებისმიერ რელიგიაში ღმერთის გამოცხადება დროდადრო საჭიროა ხოლმე. ასე ვტქვათ, საზოგადოებას შეახსენა, თუ ვინ არის აქ პატრონი. მეორე - არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი ანონსი ცვლილებების წინ და გამოჩენა ამას უკავშირდებოდეს. მაგრამ პრაქტიკული, პოლიტიკური მოტივიც აქვს ჩემი აზრით. ბიძინას იმისათვის, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილებები განვითარების ვექტორის მიმართულებით, იგივე საკადრო პოლიტიკის საკითხებში, სჭირდება გარკვეულობა საგარეო მოცემულობაში.
თუ როგორ განვითარდება ირანში მოვლენები, ამაზეა დიდწილად დამოკიდებული მისი გადაწყვეტილებები და მე ვფიქრობ, რომ ის შეეცდებოდა ამ შეხვედრაზე მეტი ინფორმაციის მიღებას, თუ რა გემები შეიძლება ჰქონდეს ისრაელს ირანთან დაკავშირებით, როგორია დამოკიდებულება, რომ გარკვეული პროგნოზი გააკეთოს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება. პრაქტიკული პოლიტიკა ამაში მდგომარეობს. +3 ფორმატში რუსები რომ ეუბნებიან შემოდი, ამ ფორმატში მოიაზრება ირანიც და ირანთან დაკავშირებით, ხვალ რა მოხდება არავინ არ იცის", - აცხადებს გია ხუხაშვილი.
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილის და ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
კადრებში ჩანს, რომ ივანიშვილთან ერთად იმყოფება ყოფილი დეპუტატი და ამჟამად გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე. შეხვედრას არ ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით თბილისშია.
როგორც "ოცნება" იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს.
ამის შემდეგ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის საელჩომაც.
ციტატები სტატიიდან
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს არის ერთგვარი ანონსი ცვლილებების წინ“
„+3 ფორმატში რუსები რომ ეუბნებიან შემოდი, ამ ფორმატში მოიაზრება ირანიც და ირანთან დაკავშირებით, ხვალ რა მოხდება არავინ არ იცის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…