გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და ისრაელის ელჩის შეხვედრაზე - ებრაული თემი ყოველთვის დემოკრატებს უფრო უჭერდა მხარს, ბიძინას ეს ყურმოკრული აქვს და ამ აჯაფსანდალში ცდილობს, რაღაც „იჩალიჩოს“, მოკლედ, შავ დღეშია, შემიძლია თანავუგრძნო
პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი ისრაელის ელჩთან შეხვედრით ებრაული ლობის მეშვეობით აშშ-სთან ურთიერთობის გარკვევას ცდილობს. მისი თქმით, ხელისუფლებამ მთელი ფსონი ტრამპზე ჩამოვიდა, თუმცა ის პოლიტიკურად შეიბოჭება.

ებრაული თემი ყოველთვის დემოკრატებს უფრო უჭერდა მხარს. ბიძინას ეს ყურმოკრული აქვს და ამ აჯაფსანდალში ცდილობს, რომ რაღაც „იჩალიჩოს“, მოკლედ, შავ
დღეშია, ცუდ დღეშია, შემიძლია თანავუგრძნო, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ისრაელიც ელჩის ვალიდ აბუ ჰაიას შეხვედრას
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გია ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს „ებრაული ლობის მეშვეობით ამერიკასთან გარკვევას“.
„ხელისუფლება მთელ ფსონს ჩამოვიდა ტრამპზე. ტრამპი ახლა ძალიან დაემსგავსა კოჭლ იხვს, შესაბამისად, ხელისუფლებას ილუზია ვეღარ ექნება. ბიძინას იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი იტყოდა: ბიძინა მამაძაღლია, მაგრამ ჩვენი მამაძაღლია. მთელი პოლიტიკა იმაზე იყო აგებული, რომ ტრამპისთვის ეს ეთქმევინებინათ და ამით დაელაგებინათ ამერიკასთან ურთიერთობა.
მე მქონდა ინფორმაცია, რომ კობახიძე რომ იყო ამერიკაში, ცდილობდნენ მაშინ ტრამპთან [დაკავშირებას] კუშნერის გავლით. მათ შორის ქართველი ებრაელების მეშვეობით ცდილობდნენ. საუბარია იგივე ხალხზე, რომელთა მეშვეობითაც ტრამპთაუერის მკვდრადშობილი პროექტი წამოიწყეს. ახლა ის ქართველი დეველოპერები, ალბათ, თავში ირტყამენ ხელს.
ბიძინა შეიძლება ახლა შანსებს ეძებს, რა უნდა გააკეთოს? რაღაცა უნდა შეცვალოს. ტრამპზე 100%-იანი ფსონის ჩამოსვლა აღარ გამოვა. მე არ ვამბობ, რომ ტრამპი აღარ არის, მაგრამ ტრამპი პოლიტიკურად სერიოზულად შეიბოჭება. ჩვენი მამაძაღლიაო, ტრამპს ბიძინაზე აღარავინ ათქმევინებს, ეს ფაქტია.“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 6 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე.
ციტატები სტატიიდან
„ებრაული ლობის მეშვეობით ამერიკასთან გარკვევას“
„ხელისუფლება მთელ ფსონს ჩამოვიდა ტრამპზე. ტრამპი ახლა ძალიან დაემსგავსა კოჭლ იხვს, შესაბამისად, ხელისუფლებას ილუზია ვეღარ ექნება. ბიძინას იმედი ჰქონდა, რომ ტრამპი იტყოდა: ბიძინა მამაძაღლია, მაგრამ ჩვენი მამაძაღლია. მთელი პოლიტიკა იმაზე იყო აგებული, რომ ტრამპისთვის ეს ეთქმევინებინათ და ამით დაელაგებინათ ამერიკასთან ურთიერთობა. მე მქონდა ინფორმაცია, რომ კობახიძე რომ იყო ამერიკაში, ცდილობდნენ მაშინ ტრამპთან [დაკავშირებას] კუშნერის გავლით. მათ შორის ქართველი ებრაელების მეშვეობით ცდილობდნენ. საუბარია იგივე ხალხზე, რომელთა მეშვეობითაც ტრამპთაუერის მკვდრადშობილი პროექტი წამოიწყეს. ახლა ის ქართველი დეველოპერები, ალბათ, თავში ირტყამენ ხელს. ბიძინა შეიძლება ახლა შანსებს ეძებს, რა უნდა გააკეთოს? რაღაცა უნდა შეცვალოს. ტრამპზე 100%-იანი ფსონის ჩამოსვლა აღარ გამოვა. მე არ ვამბობ, რომ ტრამპი აღარ არის, მაგრამ ტრამპი პოლიტიკურად სერიოზულად შეიბოჭება. ჩვენი მამაძაღლიაო, ტრამპს ბიძინაზე აღარავინ ათქმევინებს, ეს ფაქტია.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…