პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს

GWP

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის ქსელის რეაბილიტაციაში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. კომპანიის ცნობით, სამუშაოების გამო დროებით შეზღუდული წყალმომარაგება მოსახლეობას 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
იმედინიუსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავში იაღლუჯის რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა 1.5 კმ-მდე სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალი, მოეწყო 11 სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა 13 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ

„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთების სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ადგილზე, პარალელური რეჟიმით მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურად შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს“, - განაცხადა GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ლოჩოშვილმა.

„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა ქალაქ რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.

განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთების სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ადგილზე, პარალელური რეჟიმით მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურად შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს“
თეიმურაზ ლოჩოშვილი
„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“
ბესიკ ტოგონიძე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„ჯივიპი“ რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები