ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრია ჯაღმაიძე - სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს - შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება

საპატრიარქოტვ პირველი

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სვეტიცხოვლობაზე აკრედიტაცია იმიტომ არ მისცეს, რომ ისინი წლების განმავლობაში ტაძრის შინაგანაწესს არღვევდნენ და ხელოვნურ დაპირისპირებას ქმნიდნენ.

ანდრია ჯაღმაიძე - სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს - შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება
ანდრია ჯაღმაიძე - სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია არ მიეცათ ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს - შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარებაინტერპრესნიუსი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ აკრედიტაცია ტელეკომპანიების - ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს.

„14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.

სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.

საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის'' მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა”, - წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?