ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანდრია ჯაღმაიძე: "ტვ პირველი" და "ფორმულა", მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას, შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ, ლიტურგიკული წესრიგის დაცვა

ტვ პირველისაპატრიარქო

საპატრიარქომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია არ მისცა. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მედიასაშუალებები შინაგანაწესს არღვევდნენ და ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას ქმნიდნენ.

ანდრია ჯაღმაიძე: "ტვ პირველი" და "ფორმულა", მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას, შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ, ლიტურგიკული წესრიგის დაცვა
ანდრია ჯაღმაიძე: "ტვ პირველი" და "ფორმულა", მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას, შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ, ლიტურგიკული წესრიგის დაცვარუსთავი 2

ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - ,,ტვ პირველისა" და ,,ფორმულას" ჟურნალისტებს, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლები წლების განმავლობაში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ამის მაგალითად დეკანოზს გასულ წელს მომხდარი შემთხვევა მოჰყავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეზღუდვის მიზანია საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება და არა მედიისთვის ხელის შეშლა.

"აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.

სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.

საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის'' მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა," - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება. საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის'' მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა,“
ანდრია ჯაღმაიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?