ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რომან კაკულია რუსულ საწვავთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დეკლარირებული მოცემულობის, რომელსაც ჰქვია წესების აღარ არსებობა - სახელმწიფოებს გაცილებით უფრო სიღრმისეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ შიგნით, ვიდრე ამაზე ლაპარაკობენ

რომან კაკულიას განცხადებით, რუსულ საწვავზე დონალდ ტრამპის პოზიცია ადასტურებს, რომ შეთანხმებული საერთაშორისო წესები აღარ მოქმედებს და ქვეყნები საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. მისი თქმით, საქართველომაც საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები.

რომან კაკულია რუსულ საწვავთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დეკლარირებული მოცემულობის, რომელსაც ჰქვია წესების აღარ არსებობა - სახელმწიფოებს გაცილებით უფრო სიღრმისეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ შიგნით, ვიდრე ამაზე ლაპარაკობენ
რომან კაკულია რუსულ საწვავთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებაზე: ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დეკლარირებული მოცემულობის, რომელსაც ჰქვია წესების აღარ არსებობა - სახელმწიფოებს გაცილებით უფრო სიღრმისეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ შიგნით, ვიდრე ამაზე ლაპარაკობენიმედინიუსი

საბოლოო ჯამში ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ დეკლარირებული მოცემულობისა, რომელსაც ჰქვია წესების აღარ არსებობა. რამდენი ხანია, არის საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიო, სადაც ინტერესები და ძალა არის მთავარი წარმმართველი და თუ შესაძლებელია, რომ მორალური სახე იყოს შენარჩუნებული, ხომ კარგი, თუ არ არის შესაძლებელი, ამაზე უკვე არავინ ფიქრობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ტენდენცია სულ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ადის, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკები ყველა მიმართულებით იზრდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ.

მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს გაცილებით უფრო სიღრმისეული ეკონომიკური პრობლემები აქვთ შიგნით, ვიდრე ამაზე ლაპარაკობენ.

„ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ და კიდევ უფრო მძიმდება ეს მდგომარეობა ამ პროცესებში. არც ამერიკას არ აქვს ახლა საქმე ისე, რომ ამ საწვავის თემასთან დაკავშირებით წინ ძალიან მძიმე კრიზისები არ ელოდებოდეს. ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს არ არის რაღაც უნიკალური მოვლენა, რომელიც ცალკე უნდა შეფასდეს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, ურთიერთშეთანხმებული წესები აღარ არსებობს. ამ წესებისთვის გვერდის ავლა ადრეც ხდებოდა, მაგრამ სურვილი მაინც არსებობდა, რომ რაღაც მორალურ ჩარჩოში შეფუთულიყო, მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება.

ჩვენ აქედან ის გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, რომ თუ ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის, ყველასათვის, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არის მნიშვნელოვანი, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, ჩვენ არავინ უნდა დაგვიშალოს, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. თან, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ასე თვლის და მე მგონია, რომ ასე თვლი, როგორც ხელისუფლება პოზიციონირებს გარეთ მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით, ეს არის ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 12 ოქტომბერს განაცხადა: „ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისთვის ყოველთვის პირველ რიგში ამერიკა დგას!“

გასულ კვირაში კი დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში თქვა, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბისას შეთანხმდა, რომ „რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას."

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.“
დონალდ ტრამპი
„ევროკავშირის ქვეყნებს გაცილებით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდათ და კიდევ უფრო მძიმდება ეს მდგომარეობა ამ პროცესებში. არც ამერიკას არ აქვს ახლა საქმე ისე, რომ ამ საწვავის თემასთან დაკავშირებით წინ ძალიან მძიმე კრიზისები არ ელოდებოდეს. ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ეს არ არის რაღაც უნიკალური მოვლენა, რომელიც ცალკე უნდა შეფასდეს. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, ურთიერთშეთანხმებული წესები აღარ არსებობს. ამ წესებისთვის გვერდის ავლა ადრეც ხდებოდა, მაგრამ სურვილი მაინც არსებობდა, რომ რაღაც მორალურ ჩარჩოში შეფუთულიყო, მაგრამ ეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენ აქედან ის გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ, რომ თუ ამერიკისთვის, ევროკავშირისთვის, ყველასათვის, როდესაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები არის მნიშვნელოვანი, ისინი თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, ჩვენ არავინ უნდა დაგვიშალოს, რომ როგორც ჩვენ ვხედავთ, ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. თან, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ასე თვლის და მე მგონია, რომ ასე თვლი, როგორც ხელისუფლება პოზიციონირებს გარეთ მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით, ეს არის ჩვენი არჩევანი“
რომან კაკულია
„ევროკავშირმა რუსეთს ენერგომატარებლებში 250 მილიარდი დოლარი გადაუხადა, „ფეიკ ნიუს“ მედიას კი ამ ამბავთან მიკარებაც არ სურს. მე მივიღე სწორი გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხისთვის ყოველთვის პირველ რიგში ამერიკა დგას!“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?